სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება
2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.
შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა.