სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ უნგრეთის, იტალიისა და ესტონეთის ელჩები

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ უნგრეთის, იტალიისა და ესტონეთის ელჩები,  მათ სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა უმასპინძლა.  ანტონიო ენრიკო ბარტოლი იტალიის ელჩის რანგში პირველად ეწვია სასამართლოს. ესტონეთის ელჩი  პრიიტ ტურკი, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს,  გიორგი პაპუაშვილს გამოემშვიდობა და სასამართლოს წარმატებული საქმიანობა უსურვა. უნგრეთის ელჩი შანდორ საბო სპეციალური მისიით იმყოფებოდა სასამართლოში.  მან უნგრეთის მთავრობის მოსაწვევი გადასცა გიორგი პაპუაშვილს და მიიწვია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულების შეხვედრაზე, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში წარმატებული კარიერა აქვთ.

ღონისძიება გაიმართება ა.წ. 27-28 ოქტომბერს ბუდაპეშტში.