სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება # 614 და #616 საკონსტიტუციო სარჩელების არსებითი განხილვა
ა.წ. 18 მაისს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება შემდეგი კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა:
მოსარჩელე - „გიგა ბარათაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“ (N614) და „კარინე შახპაროიანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“ (N616). დავის საგანია „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის 582-ე ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი.