სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ სერჰი ჰოლოვატის მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მძიმე მომენტში.