სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაესწრო ევროპის დღისადმიმიძღვნილი ღონისძიებას, რომელიც კინოთეატრამირანშისაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში რეჟისორ გიორგი ქველიძის ფილმის მე და ევროპა ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.