სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, ელჩ კელი დეგნანსა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
წელს, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამი ათეული წლის მანძილზე, საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა როგორც მართლმსაჯულების, ასევე, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თუ სხვა, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მიმართულებებით, უპრეცედენტოა. მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული მყარი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.