სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და ამერიკელი მოსამართლის შეხვედრა სტუდენტებთან

2023 წლის 17 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ,  USAID ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის" მიერ მოწვეულ ექსპერტთან, ჯორჯიის შტატის მოსამართლე პეგი უეკერთან ერთად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გამართეს საჯარო ლექცია თემაზე „სამოსამართლო სამართალი და მისი როლი ქართულ და ამერიკული სამართლის პრაქტიკაში“.

ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და, შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორც ამერიკელი სტუმრისგან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან. შეხვედრები მოსამართლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.