სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ესტუმრნენ

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გაცნობითი ხასიათის ვიზიტი შედგა. სტუმრებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტურავამ უპასპინძლა. შეხვედრაზე მან კორეელ კოლეგებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შესახებ ესაუბრა, გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოში საქმისწარმოების პროცესი და მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე უსრულდება. საიუბილეო ღონისძიებაზე მიწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.