სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
2017 წლის 11 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო განჩინება, რომლითაც გასწორდა ტექნიკური ხარვეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის №1/6/854 საოქმო ჩანაწერში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საოქმო ჩანაწერში არაზუსტად იყო მითითებული ცალკეული სადავო აქტების დასახელებები. №1/6/854 საოქმო ჩანაწერის შესწორებული ვერსია გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.