სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა EU4Justice: სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და "USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამართლის სკოლა  EU4Justice: სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და  "USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური  მონაწილეობით  საზაფხულო სკოლას  „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ მასპინძლობს.

საზაფხულო სკოლა დღეს,  24 ივლისს, ოფიციალურად გახსნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ. მან მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში. 

„საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე მეათე წელია ვახორციელებთ. ამის ნათელი  მაგალითია ის ფაქტი, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები წამყვან პოზიციებს იკავებენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც საამაყოა ჩვენთვის” - აღნიშნა ზაზა თავაძემ 

სკოლის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: USAID-ს მიერ დაფინანსებული  „კანონის უზენაესობის გაძლიერების” პროგრამის გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე  ნილ ვაინსტაინი და ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის (EU4Justice) წარმომადგენელი  ნინო გოგიბერიძე.   

მსმენელები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ  ლექციებს  შემდეგ თემებზე: სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები;  სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება. ლექციები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით  ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 ლექციებს გაუძღვებიან  ქართველი და უცხოელი ლექტორები, მათ შორის:  რიჩარდ ვოგლერი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი; ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის  პროფესორი; ნატან სეილსი, სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი;  ჯეიმს პ. კელი,  ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი;  ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრევლები და უნივერსიტეტების პროფესორები.

საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი გაიმართება 3 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს   შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ  საკონსტიტუციო სასამართლოში.