სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კვიპროსში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის მიწვევით კვიპროსში მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „საკონსტიტუციო სასამართლოების, რეველვანტური იურისდიქციის მქონე ინსტიტუტებისა და საერთო სასამართლოების ურთიერთობა“. აღნიშნულ შეხვედრაზე ზაზა თავაძე მოხსენებით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს შორის ურთიერთობის პრაქტიკაზე. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს.

კონფერენცია ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარეობს და იგი დღეს, 4 აპრილს დასრულდება.