სიახლეები

სტუდენტებთან შეხვედრა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოდგილე მანანა კობახიძემ მონაწილეობა მიიღი სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ მოხსენებით მიმართეს: ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მოსამართლის და ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დანერგვის საქმეში. სტუდენტებს გააცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთად აღიარებულ ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს. მოწვეულმა სტუმრებმა, შეხვედრის ბოლოს სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.