სიახლეები

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი

2019 წლის 15-17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშთან.

ორდღიანი შეხვედრის ფორმატში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემა და სამართალწარმოების პროცედურები. ამასთანავე, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა და მისი გადაწყვეტილებების შედეგების შესახებ.

ვიზიტის მიზანს საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.