სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მერაბ ტურავამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით მყარი თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელება ერთობლივი პოექტები, რაც მოიაზრებს საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალი გამოცემას; ასევე, ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების დაგეგმვას, საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტების  ვიზიტების განხორციელებასა და  იმიტირებული სასამართლო პროცესების მხარდაჭერას. გარდა ამისა, იგეგმება ყოველწლიური საგანმანათლებლო სკოლების ორგანიზება.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.