სიახლეები

უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 13 ოქტომბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება კონსტიტუციური სარჩელი №876 („უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე ითხოვს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლებასთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს შეზღუდვა თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდებაზე, თუმცა დაუშვებელია მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლი.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების  „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.