სიახლეები
უცხო ქვეყნის საწარმოს „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2017 წლის 25 ივლისს 12:00 საათზე არსებითად განიხილავს №876 კონსტიტუციურ სარჩელ („უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
მოსარჩელე ითხოვს, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის აკრძალვის პრინციპთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს შეზღუდვა თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდებაზე, თუმცა დაუშვებელია მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლი.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.