სიახლეები

ფორუმი „ ქმედუნარიანობის ინსტიტუტის ტრანსფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და სასამართლოს წევრებმა: მანანა კობახიძემ, გიორგი კვერენჩხილაძემ და გიორგი თევდორაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ განხორციელებულ ფორუმში „ ქმედუნარიანობის ინსტიტუტის ტრანსფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“.
ფორუმზე მოხსენებითი სიტყვით წარსდგა სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ქეთევან ცხადაძე, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და “სამართლისა და ეკონომიკის ცენტრს” შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივ-ეკონომიკური საკითხების ექსპერტიზას, კვლევის შედეგების პრაქტიკაში ინკორპორირებას.