სიახლეები

შეხვედრა დევიდ კრამერთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით - დევიდ კრამერს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესები.

შეგახსენებთ, რომ დევიდ კრამერი 2010-2014 წლებში იყო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი.