სიახლეები

შეხვედრა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძემ შეხვედრა გამართეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფისთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ მისიის ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და პროცედურის შესახებ საარჩევნო დავების განხილვასთან მიმართებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც რელევანტურია საარჩევნო პროცესის დროს.