სიახლეები

შეხვედრა ჟურნალისტებთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 7-9 აპრილს მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. სამუშაო შეხვედრა სასტუმრო ჰილტონში მიმდინარეობს, სადაც სემინარში მონაწილეები გაეცნობიან მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ სასამართლოს პრიორიტეტებსა და ხედვებს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან სასამართლოს თავმჯდომრემ გახსნა და სასამართლოსა და მედიის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობს კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტზე რომლის ფარგლებშიც მედიასთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ორგანიზებული ხასიათი მიეცემა.

გუშინ, 7 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, სასამართლოს წევრებთან ერთად სემინარში მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოში უმასპინძლა. სტუმრებმა სასამართლოს შენობა და მოსამართლეების სამუშაო ოთახები დაათვალიერეს.

3 დღიანი სემინარი ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ მხარდაჭერით ბათუმში მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია როლური თამაშები და დისკუსია.