სიახლეები

შეხვედრა ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის” წარმომადგენლებთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის (Rule of Law Program)” წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა პროგრამის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების შესაძლებლობები. კონკრეტული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით დაიგეგმა შეხვედრა უახლოეს მომავალში.

მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა პროგრამის წარმომადგენლებს წლების მანძილზე, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან წარმატებული თანამშრომლობისთვის.