სიახლეები

შეხვედრა „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ წარმომადგენლებთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძესთან და პროგრამის გუნდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის კონკრეტული აქტივობები სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერებისა და სამართალწარმოების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.