სიახლეები

2017 წლის 1 თებერვალს 15:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა N759 სარჩელთან დაკავშირებით

2017 წლის 1 თებერვალს 15:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა N759 სარჩელთან დაკავშირებით (მოსარჩელეები - საქართველოს მოქალაქეები თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია, ეკატერინე მუზაშვილი, ირაკლი კუპრაძე, გიგლა ვეკუა და დეა მინაძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი).

დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.

მოსარჩელეთათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს წევრის ასარჩევად და მის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მოეთხოვებათ იყვნენ არჩეული უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებად, რაც მათი განმარტებით, ზღუდავს გაერთიანების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპებს და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.