სიახლეები
2017 წლის 6 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საოქმო ჩანაწერი საქმეზე “სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად სა
2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო “სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N811).
მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს. ისინი სადავოდ ხდიან იმწესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
დავის საგანი: “სახელმწიფოქონებისშესახებ” საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.