სიახლეები

2017 წლის 24 მარტს 16:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს მოქალაქის შოთა ჯიბლაძის კონსტიტუციური სარჩელის N666 არსებითად განხილვის სხდომა

2017 წლის 24 მარტს 16:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს მოქალაქის შოთა ჯიბლაძის კონსტიტუციური სარჩელის N666 არსებითად განხილვის სხდომა.

მოსარჩელე ასაჩივრებს სარეკრეაციო ტერიტორიების და ქალაქების - თბილისისა და ბათუმის ადმინისტრაციულ  საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულებას. მოსარჩელისთვის გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლასთან დაკავშირებული და, ამავე ნაკვეთზე შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ინვესტიციის განხორციელებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.