საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

                                          საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

                             ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ    თანადაფინანსებული პროექტის

                           „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და

                            USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“

                            (USAID/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით

იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის.

2021 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

· კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;

· სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში;

· გამოხატვის თავისუფლება ციფრულ სამყაროში, სოციალური პლატფორმის პასუხისმგებლობა და Facebook-ის საზედამხედველო საბჭო.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ონლაინ ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:

· ლადო ჭანტურია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

· დევიდ მაქროუ, The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და იურისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის და ნიუ-ორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი;

· ჯამალ გრინი, Facebook-ის საზედამხედველო საბჭოს თანათავმჯდომარე, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;

· ჯეისონ დესანტო, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი;

· მათიას მოშელი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამართლის სკოლის პროფესორი;

· თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

· ლევან მაისურაძე, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

სავალდებულო მოთხოვნები

დაინტერესებული კანდიდატი:

· უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

· თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ, დისტანციური ფორმით.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV (რეზიუმე) ფოტოსურათით არა უგვიანეს 24 ივნისის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2021@constcourt.ge

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას. ტესტირებისა და გასაუბრების ბმულს კანდიდატები მიიღებენ ელ. ფოსტაზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18,

სასამართლოს აპარატის შენობა

ტელ: +995 (422 276164)

ელ. ფოსტა: summerschool2021@constcourt.ge