მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1636 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" |
თარიღი | 26 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს ორგანული კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 2021 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილება - მუხლი 196 1 პუნქტი 4 ,,თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.“ |
1. საქართველოს კონტიტუციის 11 -ე მუხლის პირველი პუნქტი ,,თანასწორობის უფლება.“ ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ 2. საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილი . დემოკრატია ,, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. წარმოდგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმით, ერთვის ყველა აუცილებელი რეკვიზიტი და დანართი;
ბ) კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი გავლენას ახდენს პოლიტიკური პარტიის უფლებებზე დანიშნოს წევრი ცენრალურ საარჩევნო კომისიაში და წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, როგორც საარჩევნო სუბიექტის უფლების შეზღუდვას, კერძოდ . საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 2021 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილება - მუხლი 196 1 პუნქტი 4 ,,თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.“ აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 11 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თანასწორობის უფლება“ და საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილი დემოკრატია.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილნი ვართ, ვიდაოთ სადავო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ) კონსტიტუციურ სარჩელი დასმული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი/მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ საქართველოს კონტიტუციის 11 -ე მუხლის პირველი პუნქტით ,,თანასწორობის უფლება“ და საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილ პრინციპებს ( დემოკრატია- ,, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო საკანონმდებლო ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
თ) წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის უფლების და პოლიტიკური პარტიების თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე აბსტრაქტული არ არის.
კონსტიტუციური სარჩელი საფუძვლიანია და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო
2021 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 196 1 მუხლის 4-ე პუნქტის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში ,,ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ წევრის დანიშვნის უფლების ჩამორთმევა. (საარჩევნო სუბიექტისათვის უფლების ჩამორთმევა დანიშნოს წევრი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში)
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 13-ე მუხლის თანახმად დადგენილია პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი:
,,1.პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი. „
2020 წლის 31 ოქტემბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, პოლიტიკურ გაერთიანებას ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები, გამომდინარე აქედან მას წარმოეშვა უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ერთი წარმომადგენელი მაგრამ ამავე კანონის 196 1 მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად ,, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.“
აღნიშნული ჩანაწერით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ერთმევა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება - ცესკოში კომისიის წევრის დანიშვნის უფლება. ეს ჩანაწერი მისი შინაარსით გახლავთ ერთჯერადი გამოყენების ე/წ სამართლებრივი ნორმა, რომელიც მიმართულია კონკრეტული სუბიექტის უფლების შეზღუდვისაკენ და თავისი შინაარსით წარმოადგენს დისკრიმინაციულ ნორმას და პირდაპირ ლახავს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ უფლებას - 11 -ე მუხლის პირველი პუნქტით ,,თანასწორობის უფლება“ და საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილ პრინციპებს დემოკრატია- ,, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“
შესაბამისად, უფლების შეზღუდვის საფრთხე არ არის აბსტრაქტული და მოსარჩელე მხარე არსებულ ვითარებაში უშუალოდ ვდგავართ საარჩევნო სუბიექტის კანონისმიერი უფლების, (საარჩევნო სუბიექტისათვის უფლების ჩამორთმევა დანიშნოს წევრი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში) არაკონსტიტუციურად შეზღუდვის წინაშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2021 წლის 28 ივნისს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილება 196 1 მუხლის 4-ე პუნქტი ,, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.“ პირდაპირ მიმართულია პოლიტიკური გაერთიანება პატრიოტთა ალიანსის წინაარმდეგ და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის კონტიტუციის 11 -ე მუხლის პირველი პუნქტით ,,თანასწორობის უფლება.“ (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, აკრძალულია დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულების მიხედვით.) და საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილ პრინციპებს ( დემოკრატია- ,, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ შესაბამისი წესით გაიარა რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
/ იხ. დანართი #1. - ცესკოს 2020 წლის 03 სექტემბრის განკარგულება #95/2020 /
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა’ საქართველოს პარლამენტში მოიპოვა 4 მანდატი.
/იხ. დანართი #2 - ცესკოში წარდგენილი ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატთა საარჩევნო სია. დანართი #3. -ცესკოს 2020 წლის 03 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი/
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შესულმა პარლამენტის წევრებმა ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ 2021 წლის 27 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ (ს/ნ 415030424) და გაწევრიანდნე აღნიშნულ პარტიაში, აქვე უნდა აღინიშნოს რომ საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული დეპუტატები მონაწილეობდნენ პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიით მაგრამ მათგან სამი (ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე) არ იყვნენ ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები. ხოლო მათ მიერ 2021 წლის 27 იანვარს დარეგისტრირებული პარტია „ევროპელი სოციალისტები“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტად ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ არ იყო რეგისტრირებული, ვინიდან აღნიშნული პოლიტიკური პარტია შეიქმანა და საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2021 წლის 27 იანვარს. (უფლებაუნარიანობის წარმოშობის თარიღი)
/ იხ. დანართი #4 - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის ამონაწერი. დანართი #5 - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის ამონაწერი. დანართი #6 - პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათები/
საქრთველოს საარჩევნო კოდექსის პირველი მუხლი შეეხება კანონის რეგულირების სფეროს და აღნიშნული მუხლის შესაბამისად კანონის მთელი რიგი ნორმები არეგულირებს საარჩევნო სუბიექტის ცნებას და მის უფლებამოვალეობებს ხოლო ამავე კანონის მუხლი 2 პუნქტი „რ“ განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის ცნებას - საარჩევნო სუბიექტია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;
ასევე მთელი რიგი მუხლები ამავე კოდექსით არეგულირებს პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის წარდგენის უფლებას და ამ უფლებას ანიჭებს მხოლოდ და მხოლოდ იმ პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მიერ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მიენიჭათ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი ასევე სხვა და სხვა შემთხვევებში ამოსავალი წერტილი პარტიის მიერ ცესკოში წევრის დანიშვნის უფლების მოპოვებისა არის ცესკოში, არჩევნებისთვის პარტიის რეგისტრაციის დრო და არჩევნების შედეგად მიღებული ხმათა რაოდენობა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 13).
ამავე ცვლილებით საქართველოს საარჩევნო კოდექსს დაემატა 196 1 მუხლი, რომელიც თავისი შინაარსით ერთჯერადი ხასიათის არის და შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიას, (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) რითიც მას აყენებს სხვა პარტიებთან არათანაბარ პირობებში კერძოდ 196 1 მუხლის მე-4. პუნქტი - თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.
დღევანდელ საპარლამენტო სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემთხვევაა როდესაც ერთი პარტიული სიის წევრები არეგისტრირებენ სხვა პარტიას და შედიან ამ პარტიაში ესენი არიან ზემოთ ჩამოთვლილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის „ პარტიული სიით პარლამენტში შესული ოთხი დეპუტატი ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე რომლებმაც 2021 წლის 27 იანვარს დაარეგისტრირეს პარტია „ევროპელი სოციალისტები“ და ასეთი პრეცედენტი ვეღარ განმეორდება ამავე მუხლში მითითებული კონკრეტული თარიღის განსაზღვრის გამო (19 აპრილი 2021წ).
უსამართლო და დისკრიმინაციულია 196 1 მუხლის მე-4 ნაწილის დათქმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზეა მორგებული და მიმართულია მხოლოდ იმისკენ რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დაკარგოს ცესკოში კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.
ყოვლად მიუღებელი და უსამართლო იქნება ეს უფლება მიენიჭოს პარტიას რომელიც არჩევნების ჩატარების დროისათვის ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტიც კი არ იყო და ამის გათვალისწინებით პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვერ ექცევა საქართველოს საარჩევნო კოდექსით რეგულირებული სფეროს ობიექტებად ვინაიდან ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიზნებისთვის ტერმინს - პარტია აქვს შემდეგი განსაზღვერება: პარტია - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;. (საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 2 ნაწილი „უ“) მით უფრო ასეთი სახის უპირატესობის მინიჭება პარტიისთვის რომელიც ბუნებაშიც კი არ არსებობდა არჩევნების ჩატარების დროისათვის იმ პარტიის ხარჯზე რომელმაც ყველა წესისა და კანონის დაცვით მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო 2020 წლის არჩევნებში და ყოფილიყო საპარლამენტო პარტია, რაც თავის მხრივ გულისხმობს რიგი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, რომელიც რეგულირდება სწორედ საქართველოს საარჩევნო კოდექსით . არნინულ საკითხტან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა ვენეციის კომისიის ერთობლივი სასწრაფო დასკვნა # Nr ELE-GEO/417/2021 ციტირება -- ,,იმ სემთხვევაში, თუ პარტიის ყველა დეპუტატმა დატოვა პარტია და შეუერთდა სხვა პარტიას, იმ პარტიას გადაეცემა ცესკოს ერთი წევრის დანიშვნის უფლება. ეს წესები ეწინააღმდეგება კანონპროექტის ზოგადი დებულებების 13 (1) მუხლს და საჭიროა მათი გადახედვა. (იხ. დანართი -- ვენეციის კომისიის ერთობლივი სასწრაფო დასკვნა # Nr ELE-GEO/417/2021 დედანში ინგლისურ ენაზე 26-ე პუნქტის გვერდი 8 ბოლო აბზაცი და გვერდი 9 პირველი აბზაცი, ქართული თარგმანი გვერდი 8 პუნქტი 26- ის ბოლო აბზაცი)
/ იხ. დანართი # 7 - ვენეციის კომისიის ერთობლივი სასწრაფო დასკვნა # Nr ELE-GEO/417/2021
საქართველოს უმაღლესი კანონით - საქართველოს კონსტიტუციით სრულად დაუშვებელია მეორე თავით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა. კონსტიტუციის 34 მუხლის მე-3 ნაწილით ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საქართველოს პატრიოტთა ალიანსისათვის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვა ცესკოს კომისიაში დანიშოს წევრი ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმური მიზანი და ასეთი შეზღუდვა დისკრიმინაციული და უკანონოა , საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები ადგენს შემდეგს: კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. ჩანაწერი უზრუნველყოფს იურიდიული პირის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ უფლებას სარგებლობდეს კონსტიტუციის მე 11 მუხლით მინიჭებული დაცვის გარანტიებით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 196 1 მუხლი მე-4 ნაწილი კი აბსოლუტურად დისკრიმინაციულია, კანონმდებელი არც კი ითვალისწინებს კანონის რეგულირების არც სფეროს და არც ამ კანონით მოსაწესრიგებელი ურთიერთობის სუბიექტების ჩამონათვალს (საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 1. მუხლი 2) უფრო მეტიც ამ კონკრეტული მუხლით ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას ერთ კონკრეტულ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ (არა საარჩევნო სუბიექტს) დანიშნონ ცესკოში კომისიის წევრი, და ამით დისკრიმინაციულ პოზიციაში აყენებს ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალ ობიექტს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ იმ უფლების არაკანონიერად და უსამართლოდ ჩამორთმევით, რომელიც მას მიენიჭა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით.
ტელეოლოგიური განმარტებით უნდა დადგინდეს სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრა, რომლის მიზანია განსაზღვროს სამართლის ნორმის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, რამდენად შეესაბამება კანონმდებლის წარმოდგენები, რომელიც საფუძვლად დაედო ნორმის მიღებას, დღეს ამ ნორმის გამოყენებისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. ტელეოლოგიური განმარტება შეეხება სამართლის ნორმის დამოკიდებულებას სამართლებრივი უსაფრთხოების, თანასწორობისა და მიზანშეწონილობის პრინციპების მიმართ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივ-ეთიკური პრინციპები გამყარებულია კონსტიტუციით, ტელეოლოგიური განმარტება მოიცავს სამართლის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამის განმარტებასაც.
ტელეოლოგიური განმარტებისათვის აუცილებელია ვიმსჯელოთ კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებაზე და გასაჩივრებული ნორმის მასთან შესაბამისობის საკითხზე, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 11 -ე მუხლის მიხედვით თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, „არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ იმავდროულად, თანასწორობის უფლების საფუძველი არის შესაძლებლობების თანასწორობის და არა ფაქტობრივი გათანაბრების უზრუნველყოფა. ის გულისხმობს განვითარებაზე თანაბარი შესაძლებლობის გარანტირებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „... პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას.
თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას“
„კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი
საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“
საქართველოს პარლამენტმა სადაო სამართლებრივი ნორმის მიღების დროს არ გაითვალისწინა თანასწორობის პრინციპი და არ ახსნა, რით არის გამოწვეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული უფლების ( დანიშნოს კომისიის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში) ჩამორთმევა და ამ უფლების გადასვლა იმ პარტიაზე რომლის წევრებიც გახდნენ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიული სიით შესული დეპუტატები, მაგრამ დატოვეს აღნიშნული პარტია და გადავიდნენ სხვა პარტიაში.
თანაწორობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციით პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ასევე ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილში ,, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“ თანასწორობის პრინციპი გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მიმართ ერთიან სამართლებრივ მიდგომას საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ საარჩევნო სუბიექტის მიმართ მინიჭებულ უფლებამოსილებას არეგულირებს საარჩევნო კანონმდებლობა, შესაბამისად საარჩევნო კოდექსის ნორმები მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეეხება საარჩევნო სუბიექტის უფლებას დანიშნოს კომისიის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად ამ უფლების მატარებელი არის ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ასეთად არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარცევნო კომისიაში და მოიპოვა შესაბამისი საპარლამენტო მანდატები. გასაჩივრებული ნორმა არ განსაზღვრავს შემდეგს :
1. რატომ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გარანტირებული უფლება (პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“), როდესაც პოლიტიკური პარტია გახლავთ საარჩევნო სუბიექტი და არა კონკრეტული მანდატის მქონე დეპუტატი, კერძოდ ამ უფლების მატარებელი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მანდატის მფლობელი დეპუტატი სარგებლობს თავისუფალი სადეპუტატო მანდატით და ამ უფლების, რაიმე ფორმით შეზღუდვა არ ხდება, შესაბამისად კანონის რეგულირების სფერო კონკრეტულ ვითარებაში გახლავთ პოლიტიკური პარტიის უფლების შეზღუდვა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიული სიით გასული დეპუტატების სხვა პარტიაში გადასვლით და ამ პარტიაზე იმ უპირატესობის მინიჭებით (ცესკოში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ), რომელიც ეკუთვნის გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას.
პოლიტიკური პარტიის (საარჩევნო სუბიექტის) მიმართ უფლების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატების გადაწყვეტილებაზე იყვნენ/გახდნენ სხვა პარტიის წევრები და ამ საფუძვლით საპარლამენტო მანდატის მომპოვებელი პარტიას (საარჩევნო სუბიექტს) ჩამოერთვას ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის არსებითი დარღვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტს (პოლიტიკურ პარტიას) ეზღუდება უფლება, თავისუფალი მანდატის მქონე ფიზიკური პირების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ აღნიშნილი პარტიის წევრებს და შევიდნენ სხვა პარტიაში (ან ჩამოაყალიბეს ახალი პარტია და გაერთიანდნენ მასში) და აღნიშნული უფლება ( ცესკოში კომისიის წევრის დანიშვნის უფლება) მიანიჭეს ამ უკანასკნელ პარტიას.
გასაჩივრებული ნორმით ასევე დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის მოთხოვნა ,,თანასწორობის პრინციპი“, ვინაიდან პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში ერევა თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატი ფიზიკურური პირი, რომელიც არ გახლავთ ამ პარტიის წევრი და მისი სხვა პარტიაში შესვლა გახლავთ საფუძველი, გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტს ჩამოერთვას წევრის დანიშვნის უფლება და ეს უფლება თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატმა მიანიჭოს ახალ პარტიას.
გასაჩივრებული ნორმა ასევე არ ადგენს, რომ ე/წ ახალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც გადადის ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება, უნდა იყოს თუ არა საარჩევნო სუბიექტი და ასეთად დარეგისტრირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ამდენად ადგილი აქვს დაუსაბუთებელი უპირატესობის მინიჭებას, ისეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელსაც ეს უფლება არ მოუპოვებია, ასევე არ გახლავთ საარჩევნო სუბიექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ეს უფლება მიენიჭა ამ უფლების მქონე პოლიტიკური პარტიის უფლების ჩამორთმევის ხარჯზე .
თანასწორობის უფლების დაცვა მოითხოვს/გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას. დისკრიმინაცია განსხვავებული მოპყრობაა. თუმცა, სამართლებრივი მნიშვნელობით, ნებისმიერი განსხვავება არ არის დისკრიმინაცია და, მაშასადამე, არც თანასწორობის უფლების დარღვევაა. ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, დისკრიმინაცია არის მნიშვნელოვნად/არსებითად თანასწორების მიმართ თვითნებური, გაუმართლებელი არათანასწორი მოპყრობა, ასევე მნიშვნელოვნად/არსებითად არათანასწორების მიმართ გაუმართლებელი, თვითნებური თანასწორი მოპყრობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დისკრიმინაცია არის ანალოგიურ ან შედარებით მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ ისეთი განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/493 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა დასაშვები, სასურველი, საჭირო, აუცილებელი და გარდაუვალიც იყოს. „დიფერენციაცია უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის ... თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“. სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებას საფუძვლად დაუდო შემდეგი ძირითადი მიდგომა: „განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი“. „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“
ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული მიდგომა დარღვეულია, ვინაიდან საარჩევნო სუბიექტს (პატრიოტთა ალიანსს) ჩამოერთვა ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება და სადაო ნორმის მიხედვით ეს უფლება კანონის თანახმად მიენიჭება სხვა პოლიტიკურ პარტიას, იმ მოტივით, რომ მანდატის მქონე დეპუტატები შევიდნენ ახალ შექმნილ პარტიაში, ასევე კანონით სავალდებულო არ არის ამ პარტიის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის ფაქტი.
კანონმდებელმა მოახდინა პოლიტიკური პარტიების უფლებაუნარიანობის და ქმედუნარიანობის არსებითი აღრევა, დაარღვია თანასწორობის პრინციპი, გამოიყენა დისკრიმინაციული მიდგომა, უგულვებელყო კონსტიტუციით გათვალისწინებული ხალხის ნება (არჩევნები) რომლითაც კონკრეტულ პარტიას მიენიჭა კანონისმიერი უფლება და ეს უფლება გადასცა სხვა პოლიტიკურ სუბიექტს რომლისთვისაც ხალხს ნდობა არ გამოუცხადებია.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 196 1 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - უარი პოლიტიკური გართიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნული ცესკოს წევრის ცნობად მიღებაზე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ვინაიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილით ნათლად გამოჩნდა რომ ისინი ცნობად არ მიიღებდნენ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ცესკოში დანიშნულ წევრს და ამავე წერილში გააკეთეს მითითება გასაჩივრებულ მუხლზე (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 196 1 მუხლის მე-4 ნაწილი) ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო შესაგებელით ამ უკანასკნელმა პირდაპირ გვამცნო რომ ცესკო წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს პოლიტიკურ გაერთიანებას „ევროპელ სოციალისტებს“ (იხ. სააპელაციო შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე ს/ნ 3ბ/160721 აპელანტი მპგ. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. გვერდი 5 პირველი აბზაცი)
/ იხ დანართი #8 – პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის 2021 წლის #61-1/06 წერილი. დანართი #9 - ცესკოს 2021 წლის 01 ივლისის # 02-02/682 წერილი. დანართი #10 - სააპელაციო შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე ს/ნ 3ბ/160721./
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე # 3/4175-21) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა წარდგენილი საჩივარი და სასამართლომ კანონშესაბამისად ჩათვალა გასაჩივრებული ნორმის დანაწესი, ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია არ გახლავთ აუცილებელი პირობა იმ უფლებით სარგებლობისათვის რასაც ადგენს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
/ იხ. დანართი # 11 - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება საქმე # 3/4175-21. დანართი # 12 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი დისკთან ერთად/
დადებითი მხარე რაც გამოიკვეთა სასამართლო განხილვისას გახლავთ ცესკოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული სადაო ნორმა მიღებული იქნა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს მიმართ და ასეთმა პარტიამ თავად უნდა მოაგვაროს შიდა პარტიული ურთიერთობები. /იხ.საქალაქო სასამართლო სხდომის ოქმი 12:23-12:24 საათი, სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი 12:23-12:24საათი/
/ იხ. დანართი # 13 - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი (წერილი და დისკი). დანართი # 14 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი (წერილი და დისკი)/
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას დაცულიყო სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და 11 -ე მუხლით აღიარებული უფლება, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს, ცესკოს და სასამართლოს არაკონსტიტუციური მიდგომის შედეგად არსებითად დაირღვა აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმებით აღიარებული პრინციპები.
დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო დისკრიმინაციული და უთანასწორო ცვლილებები კანონში. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 2021 წლის 28 ივნისის შეტანილი ცვლილება - მუხლი 196 1 პუნქტი 4 ,,თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.“ .
აღნიშნულით საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა დაარღვია საქართველოს კონტიტუციის 11 -ე მუხლის პირველი პუნქტი ,,თანასწორობის უფლება.“
,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“
საქართველოს კონსტიტუციის 3-ე მუხლის მეოთხე ნაწილი დემოკრატია
,, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა