საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება N138/1

 

დოკუმენტის ნომერი 138/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
მიღების თარიღი 26/03/2025
გამოქვეყნების წყარო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი (www.constcourt.ge)
გამოქვეყნების თარიღი 26/03/2025
კონსოლიდირებული ვერსიის ჩამოტვირთვა ჩამოტვირთეთ .pdf

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა N138/1

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
ა დ გ ე ნ ს :

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი გახდა, ინფორმაცია, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გადასცემს საკითხს შესასწავლად ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას და იწვევს პლენუმის სხდომას. პლენუმის სხდომა მოიწვევა კომისიისათვის საკითხის შესასწავლად გადაცემიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიასთან შეთანხმებით პლენუმის სხდომა მოიწვიოს კომისიისათვის საკითხის შესასწავლად გადაცემიდან 10 დღეზე ადრეც.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

3. ეს დადგენილება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

გიორგი თევდორაშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი