ყოფილი მოსამართლეები

ბესარინ ზოიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

დაიბადა 1953 წლის 27 ივნისს შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში.

1970 წელს დაამთავრა ქედის რაიონის ვაიოს საშუალო სკოლა. 

1971 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.

1980 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი;

1994 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 

1979-82 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე, 1982 წლის ნოემბრიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; ხოლო 1993 წლიდან კერძო სამართლის განყოფილების გამგედ; 1994 წლიდან არის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1996 წელს აირჩიეს ამავე ინსტიტუტის დირექტორად.

სამართლის მეცნიერების განვითარებაში და ახალგაზრდა იურისტთა აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოსამზადებელი სარედაქციო კომისიის წევრი.

1999 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

2001 წლის ივლისიდან აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით

 2000 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.