ყოფილი მოსამართლეები

ვახტანგ გვარამია

საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

დაიბადა 1939 წლის 7 ნოემბერს ქ. ფოთში.

1957 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ფოთის საშუალო სკოლა,ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტი.

მუშაობდა ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის იურისკონსულტად(1962-1963).

1963 წლის აგვისტოდან 1990 წლამდე მსახურობდა შინაგან საქმეთაორგანოებში და გაიარა სამსახურებრივი იერარქიის თითქმის ყველასაფეხური ქ. ფოთის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებისგამომძიებლის თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებოსამმართველოს უფროსის მოადგილემდე.

1990 წელს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.

1991 წელს მიენიჭა იუსტიციის მე-3 კლასის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალურიწოდება.

1994-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 1999 წლიდან 2003 წლამდესაქართველოს პარლამენტის წევრი.

2003 წლის 23 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად და 2003წლის 23 სექტემბერს დაეწყო უფლებამოსილება.

2004 წელს მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის ჩინი საქართველოსპრეზიდენტის მიერ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.