ყოფილი მოსამართლეები

ზაზა თავაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

დაბადების წელის, ადგილი: 1975 წლის 9 თებერვალი, ზესტაფონი

დაქორწინებული, სამი შვილი

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე (2016 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ივნისამდე);

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარის მოადგილე (2010-2016 წელი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2010 წლის მარტიდან, უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ფიცის დადების მომენტიდან - 2010 წლის 15 ივნისიდან )

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

სხვა აქტივობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში:

შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარე (2018 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე);

სამართლის ჟურნალის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე (2018-2020 წელი);

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე (2016-2017 წელი).

აკადემიური თანამდებობა:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი.

საქმიანობა  საჯარო დაწესებულებაში:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2008-2010 წელი);

საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი (2007-2008 წელი);

საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2004-2007 წელი);

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი (2004 წელი);

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვანი სპეციალისტი (2000-2004 წელი);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური განყოფილების მრჩეველი (1999-2000 წელი);

ზესტაფონის რაიონის საკრებულოს და გამგეობის აპარატის იურისტი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი (1999 წელი).

ბიბლიოგრაფია:

შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლები სისხლის სამართლის საქმეებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ანალიზი (იხილეთ ბმული - http://gruni.edu.ge/uploads/files/akademiuri_macne/2018/jurnali%20article.pdf);

საკუთრების უფლების შეძენა უძრავ ქონებაზე - კონსტიტუცირი ბალანსი თავდაპირველი მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017  წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ანალიზი. იხილეთ ბმული http://lawandworld.ge/cms/upload/pdf/1394c66bba4e9efc4dea619c64ae22b1.pdf);

A Priori  Model of Constitutionality Review in  Georgia: Systemic Aspects and  Potential Shortcomigs  (წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლის მოდელი საქართველოში: სისტემური მახასიათებლები და პოტენციური ხარვეზებიიხილეთ ბმული http://eujournal.org/index.php/esj/article/view/11452?fbclid=IwAR27f1I4DVpzrbIzXonBEUImDEZ6OcheH9J6ltqH9SXNU2b5EaQ1ykCduJM;

The Proportionality Analysis in the Georgian Constitutional Jurisprudence and the Prospects of Rationality Review (თანაზომიერების პრინციპი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით და რაციონალურობის შემოწმების პერსპექტივა. იხილეთ ბმული -  https://mysl.lazarski.pl/fileadmin/user_upload/oficyna/Mysl_Ekonomiczna_i_Polityczna/meip-66/Mysl_EiP_3-19_druk.pdf;

"არჩევნების კონსტიტუციური ჩარჩო-ისტორიული მიმოხილვა, მიმდინარე პროცესები"

https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/election-journal-elections-and-democracy-1st-edition-is-published

ადამიანური უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში - წიგნის რედაქტორი;

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - „სამართლებრივი მაცნე“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

 

გამოსვლები/მოხსენებები/კონფერენციები

ვენეციის კომისიის 109- პლენარულ სესია. მოხსენება საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების შესახებ (9-10.12.2016 წელი);

საერთაშორისო კონფერენციაკონსტიტუციური კონტროლის ევოლუცია ევროპაში: მიღებული  გამოცდილება და ახალი გამოწვევები“. მოხსენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის არსებულ  ინსტიტუციურ დიალოგის შესახებ (02.03.2017 წელი, კიშინიო);  

საერთაშორისო კონფერენცია  საკონსტიტუციო სასამართლოების, რელვანტური იურისდიქციის მქონე ინსტიტუტებისა და საერთო სასამართლოების ურთიერთობა. მოხსენებ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს შორის ურთიერთობის პრაქტიკის შესახებ (04.04.2017 წელი, კვიპროსი);

აფრიკის კონსტიტუციური მართლმსაჯულების კონგრესი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის თემაზე. მოხსენება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარის სტატუსით, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესში მოსამართლეთა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც თითოეულ მათგანს აკისრია საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით (24.04.2017 წელი, სამხრეთ აფრიკა);

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-2 კონგრესი. მოხსენება კონსტიტუციური მართლმსაჯულების საერთაშორისო ასპექტებზე. კერძოდ, საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გამოყენებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში (02.06.2017 წელი, ხარკოვი);

საქართველოს, მოლდოვის, ლიტვის და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაში: რეგიონალური გამოწვევები". მოხსენება კანონის უზენაესობის პრინციპის მნიშვნელობასა და როლზე კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში (24.10.2017 წელი, ვილნიუსი);

ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) მე-3 კონგრესი. მოხსენება ასოციაციის მიზნებზე (16.05.2018 წელი, თბილისი);

ფორუმი ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) წევრი სასამართლოების თავმჯდომარეების მონაწილეობით. ანგარიშ საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხზე (24.10.2018 წელი, ვილნიუსი); 

მსოფლიოს სამართლის კონგრესი. მოხსენებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შესახებ საქართველოში  კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში (19.02.2019 წელი, მადრიდი);

ევრაზიის მე-9 მულტიდისციპლინარულ ფორუმი. მოხსენებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შესახებ ევროინტეგრაციისა და ეროვნული სამართლებრივი სისტემის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში (04.09.2019 წელი, ბათუმი);

ბერლინის კედელის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფორუმი. მოხსენება 1990-იან წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ (08.11.2019 წელი, ბერლინი).

"საერთაშორისო ვიზიტორ  ლიდერთა პროგრამის" (IVLP) მონაწილე, სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ 
2018 წლის აგვისტო

განათლება:

ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართალში (2019 წლიდან დღემდე)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურა (სადისერტაციო თემა - წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლის არსი, მისი სისტემური მახასიათებლები და განვითარებს პერპექტივები საქართველოში, 2017 წელი);

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სპეციალიზაცია - საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის მართვის დარგში (სამაგისტრო ნაშრომი - ტექნოლოგიებით საერთაშორისო ვაჭრობა და მისი სამართლებრივი ასპექტები, 2008-2010 წელი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გერმანულენოვანი მაგისტრატურა (2001-2002 წელი)

ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალიზაცია - სამართალმცოდნეობა, კვალიფიკაცია იურისტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართლის დარგში (საკვალიფიკაციო ნაშრომი - არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 1996 წელი);

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ილია აბულაძის სახელობის საშუალო სკოლა (1992 წელი)

სხვა აქტივობა განათლების მიმართულებით:

EC - თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლა (საქართველო, თბილისი-საფრანგეთი, სტრასბურგი 2007-2008 წელი).

უცხო ენა:

რუსული, ინგლისური, გერმანული

ჯილდო:

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი  - 2013 წლის 15 ოქტომბრის განკარგულება.