ყოფილი მოსამართლეები
ზაურ ჯინჯოლავა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდაიბადა 1953 წლის 4 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში.
1962-67 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1968-71 წლებში გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის ასპირანტურა.
1971 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრაზე ჯერ მასწავლებლის, შემდეგ დოცენტისა და 1994 წლიდან კი პროფესორის თანამდებობაზე.
1996 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.
1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.
ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი.