ყოფილი მოსამართლეები
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდაიბადა 1964 წლის 7 აგვისტოს სიღნაღის რაიონში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1982-1990).
მუშაობდა გარდაბნის რაიონში საქსოფდამზადების მუშად (1981-1983).
1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1992 წლის აპრილიდან ამავე წლის აგვისტომდე იყო თბილისის პროკურატურის სტაჟიორი.
1993 წლის მარტში დაინიშნა ქ. თბილისის პროკურატურის ტრანსპორტზე კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად, ხოლო ამავე წლის ივლისში ქ. თბილისის სარაიონოთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.
მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლად (12.1993-06.1994), ხოლო შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლად (06.1994-03.1995).
1995 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის კრიმინალისტიკური განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტად (1995-1996).
მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორად(1996-2003).
2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს, შსს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულისა და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი.
2004-2011 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი.
2003 წელს წარმატებით გაიარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წელს მიენიჭა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი.
მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (06.2011-07.2011).
2011 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, N351 ბრძანებულების საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2011 წლის 26 ივლისს, ფიცის დადების დღიდან.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.