ყოფილი მოსამართლეები
ლალი ფაფიაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილედაიბადა 1972 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში.
წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994), დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში“ (1997).
გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK).
1998 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე (2001-2003); საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი (2000-2001); იურიდიული კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; უფროსი სპეციალისტი (1996-2000).
იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2004-2007), არჩეული იყო ორგანიზაცია „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“ (აშშ) გამგეობის წევრად და „მშვიდობის და დემოკრატიის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილედ (2005-2007).
2006-2007 წლებში იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
2006-2011 წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2007 წლის 31 დეკემბერს, ფიცის დადების დღიდან.
2016 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.
2011 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2004-2007), არჩეული იყო ორგანიზაცია „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“ (აშშ) გამგეობის წევრად და „მშვიდობის და დემოკრატიის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილედ (2005-2007).
არის ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე (1999); მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო „შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის“ (2005), მონაწილეობდა UNICEF, TACIS, TracCC-ის (1997-2002) პროექტებში.
გავლილი აქვს მომზადება ადამიანის უფლებათა დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ჰუმანიტარული სამართლის და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხებზე ევროპისა და ამერიკის ინსტიტუტებში.
გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს ერთი შვილი