ყოფილი მოსამართლეები

ლამარა ჩორგოლაშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

დაიბადა 1931 წლის 14 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში.

წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1953-59 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში ჯერ მდივნად, შემდეგ სასამართლო ორგანოების განყოფილების კონსულტანტად;

1952-72 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო არბიტრაჟის სახელმწიფო არბიტრად;

1972-75 წლებში საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრად;

1975-91 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ;

1991-92 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად;

1992-96 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფიელბის უფროსად. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საბინაო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში. იყო ახალი სამოქალაქო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი. მოამზადა ამ პროექტის ორი თავი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერეო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

1996 წლის 7 ივლისს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული იურისტის წოდება. 

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

 2001 წელს კონსტიტუციური კონტროლის შექმნასა და დამკვიდრებაში, სახელმწიფო მოხელეთა და მოსახლეობის სამართლებრივ აღზრდაში შეტანილი თვალსაჩინო წვილილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.