ნინო ჟველია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1534 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნინო ჟველია |
თარიღი | 1 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი “ამნისტიის შესახებ„
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღების თარიღი: 28 დეკემბერი 2012 წ. დოკუმენტის ნომერი: N202-რს მიმღები : საქართველოს პარლამენტი. კოდი 080050000.05.001.016897) მუხლი 11 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. 2. თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი). 3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 34–ე მუხლის მე–2 პუნქტი: ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე–60 მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; 31 და 31 1 –ე მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 19 მუხლის 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
ა. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 31პრიმა მუხლის მოთხოვნებს.
ბ. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
გ. ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამნისტია - ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნორმატიული აქტი. ამნისტია, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია, რომელიც განპირობებულია სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნით.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.“
არღვევს კანონის უზენაესობისა და მის წინაშე თანასწორობის პრინციპს, და ამასთანავე, წინააღმდეგობაში მოდის თვით ამნისტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ჰუმანური აქტის არსთან. რამეთუ, როცა ამა თუ იმ პირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენება/არგამოყენება დაზარალებული მხარის გადასაწყვეტია და ეს დაზარალებული მხარე ამავე დროს შეიძლება იყოს თვით სახელმწიფოც.
–სახელმწიფო?
–სახელმწიფო შეიძლება ჩაითვალოს მხარედ, მაგრამ ამავე დროს იმ სახელმწიფომ, რომელმაც ერთი მხრივ ამნისტია გამოაცხადა, მეორე მხრივ უარი თქვა მსჯავრდებულს მოხსნოდა აღნიშნული მუხლი.
ზედმეტად პარადოქსულია ვისაუბროთ კანონის უზენაესობასა და სახელმწიფო ორგანოს (კანონმდებლის) მიერ გადადგმულ ჰუმანურ აქტზე. მითუმეტეს, როცა ის კერძოდ დაზარალებულს აძლევს შურისძიების შესაძლებლობას, და როგორც სტატისტიკა აჩვენებს არც თავად სახელმწიფო იყო მთლად ლოიალური სსკ-ის 180-ე მუხლით მსჯავრდებულ პირთა მიმართ 28.12.2012 წლის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისას (იხ.სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის 148-151 გვერდები).
2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონი პირდაპირ პრეამბულით იწყება. მასში წერია, რომ ამნისტია ეხება ყველა ბრალდებულს, მაგრამ მოხდა დისკრიმინაციული ფაქტი. ყველა მსჯავრდებულს არ შეეხო სსკ-ის 180-ე მუხლი. ამ მუხლით მსჯავრდებულები გაანთავისუფლეს, ოღონდ აუცილებელი იყო დაზარალებული მხარის თანხმობა. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში დაზარალებული მხარე, საერთოდ არ არსებობდა. თუ პირი ამ მუხლითაა დაზარალებული, სამოქალაქო წესით შეუძლია იდავოს. ამის უფლებას უტოვებს სამოქალაქო კოდექსი. თუ დაზარალებული მოინდომებდა, კანონი კონკრეტულ მსჯავრდებულზე გავრცელდებოდა, თუ არა არ გავრცელდებოდა. ეს დებულება შესაძლოა მოქრთამვის ან ზეწოლის პროვოცირების მიზეზი გახდეს, ამიტომ ეს უნდა აღმოიფხვრას. სწორედ ხარვეზმა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ამნისტიის კანონის აღსრულებაზე და საყოველთაობაზე. კანონში წერია, რომ ამნისტია ეხება ყველას, თუმცა აღნიშნული ამნისტიის აქტით ეს არ დასტურდება.
საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობა ასახული იქნა სახალხო დამცველის 2013/2014 წლის ანგარიშებში და გამახვილდა კანონმდებელთა ყურადღება 02.07.2015 წლის საპარლამენტო მოხსენებისას. საჭიროა დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რომ დაუშვებელია, კანონის და მითუმეტეს ისეთი ჰუმანური აქტის, როგორიც არის ამნისტია, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენების საკითხი დაზარალებული მხარის კეთილგანწყობაზე იყოს დამოკიდებული.
მოგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის #010280415801 საქმე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის ჩემს მიმართ. მე ვარ ეროვნებით ქართველი, დაბადებული 1970 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ფოთში, უმაღლესი განათლებით, პროფესიით ისტორიკოსი ნასამართლეობის აქ მქონე დაუსწრებლად წამიყენეს ბრალი დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია და 2010 წლიდან ვარ ძებნილი. დაზარალებულად წარმოდგენილია რეალური დამნაშავე, რომელიც გარდაცვლილია და აგრძელებს შანტაჟს ჩემს მიმართ მისი მეუღლე, რომელსაც არ ვიცნობ ითხოვს სხვების მიერ მითვისებულ თანხას ჩემგან, რადგან ისინი ზოგი პოლიტიკური ამნისტიით, ზოგი საპროცესო გარიგებით გამოვიდნენ საპატიმროებიდან. 5 წელია მიდის ჩემი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აშკარად ჩანს საქმე გაყალბებულია. ამნისტიის საკანონმდებლო ხარვეზმა არაკონსტიტუციურმა ნორმატიულმა აქტმა ჩამაყენა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ვითომ დაზარალებულს, სინამდვილეში დამნაშავეს მისცა ჩემზე შურისძიების შესაძლებლობა, რადგან მე სერიოზულად ვითანამშრომლე პროკურატურასთან, ამისთვის მსჯიან. 2018 წლის 25 აგვისტოს მამა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. დედა 2012 წლიდან ლოგინს მიჯაჭვულია არის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის. ძებნილობაში ცხოვრება უცხო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ძალიან ძნელია. ჩემნაირ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია სამწუხაროდ. არაკონსტიტუციური კანონი აუცილებლად გასასწორებელია.
საქართველოს ციხეებში ტოტალიტარული მმართველობის დროს, როცა მოქალაქეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მიეღოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება, უამრავი ადამიანი არასამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდა და მიიღო სასჯელი, სწორედ ამ პერიოდის მსხვერპლი გახლავართ. არ შემეხო ამნისტიის კანონი ცრუ დაზარალებულის თანხმობის არქონის გამო ეს საშინელი უსამართლობის გრძნობას ბადებს და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მაყენებს. როგორც ცნობილია მიმდინარე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროფესორი, ადვოკატი, ჟურნალისტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხებზე, რაც სისტემატიურად შუქდება პრესით და მასმედიით,ინტერნეტ სივრცეშიც. დადებულია მეცნიერული დასკვნები. ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ მიერ საკანონმდებლო წინადადება შეტანილი იყო საქართველოს პარლამენტში, მაგრამ იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო. მე როგორც ყოფილმა ლექტორმა მივმართე ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაციას, მასში მომუშავე უფლებადამცველებს დახმარებითვის, რათა ემსჯელათ და დაესაბუთებინათ საკანონმდებლო ხარვეზის არსებობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, მუხლი 11.1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის რელიგიის, პოლიტიკური ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები მე-2. ნაწილის თანახმად ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
დ.სარჩელში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ე. სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ვ. სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ზ. კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავებისთვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი გახდება სადაო.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ამნისტია, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია, რომელიც განპირობებულია სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნით.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.“
არღვევს კანონის უზენაესობისა და მის წინაშე თანასწორობის პრინციპს, და ამასთანავე, წინააღმდეგობაში მოდის თვით ამნისტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ჰუმანური აქტის არსთან. რამე თუ, როცა ამა თუ იმ პირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენება/არგამოყენება დაზარალებული მხარის გადასაწყვეტია და ეს დაზარალებული მხარე ამავე დროს შეიძლება იყოს თვით სახელმწიფოც.
ზედმეტად პარადოქსულია ვისაუბროთ კანონის უზენაესობასა და სახელმწიფო ორგანოს (კანონმდებლის) მიერ გადადგმულ ჰუმანურ აქტზე. მითუმეტეს, როცა ის კერძოდ დაზარალებულს აძლევს შურისძიების შესაძლებლობას, და როგორც სტატისტიკა აჩვენებს არც თავად სახელმწიფო იყო მთლად ლოიალური სსკ-ის 180-ე მუხლით მსჯავრდებულ პირთა მიმართ 28.12.2012 წლის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისას (იხ.სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის 148-151 გვერდები).
2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონი პირდაპირ პრეამბულით იწყება. მასში წერია, რომ ამნისტია ეხება ყველა ბრალდებულს, მაგრამ მოხდა დისკრიმინაციული ფაქტი. ყველა მსჯავრდებულს არ შეეხო სსკ-ის 180-ე მუხლი. ამ მუხლით მსჯავრდებულები გაანთავისუფლეს, ოღონდ აუცილებელი იყო დაზარალებული მხარის თანხმობა. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში დაზარალებული მხარე, საერთოდ არ არსებობდა. თუ პირი ამ მუხლითაა დაზარლებული, სამოქალაქო წესით შეუძლია იდავოს. ამის უფლებას უტოვებს სამოქალაქო კოდექსი. თუ დაზარალებული მოინდომებდა, კანონი კონკრეტულ მსჯავრდებულზე გავრცელდებოდა, თუ არა არ გავრცელდებოდა. ეს დებულება შესაძლოა მოქრთამვის ან ზეწოლის პროვოცირების მიზეზი გახდეს, ამიტომ ეს უნდა აღმოიფხვრას.
სწორედ ხარვეზმა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ამნისტიის კანონის აღსრულებაზე და საყოველთაობაზე. კანონში წერია, რომ ამნისტია ეხება ყველას, თუმცა აღნიშნული ამნისტიის აქტით ეს არ დასტურდება.
საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობა ასახული იქნა სახალხო დამცველის 2013/2014 წლის ანგარიშებში და გამახვილდა კანონმდებელთა ყურადღება 02.07.2015 წლის საპარლამენტო მოხსენებისას. საჭიროა დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რომ დაუშვებელია, კანონის და მითუმეტეს ისეთი ჰუმანური აქტის, როგორიც არის ამნისტია, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენების საკითხი დაზარალებული მხარის კეთილგანწყობაზე იყოს დამოკიდებული.
მოგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის #010280415801 საქმე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის ჩემს მიმართ. მე ვარ ეროვნებით ქართველი, დაბადებული 1970 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ფოთში, უმაღლესი განათლებით, პროფესიით ისტორიკოსი ნასამართლეობის აქ მქონე დაუსწრებლად წამიყენეს ბრალი დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია და 2010 წლიდან ვარ ძებნილი. დაზარალებულად წარმოდგენილია რეალური დამნაშავე, რომელიც გარდაცვლილია და აგრძელებს შანტაჟს ჩემს მიმართ მისი მეუღლე, რომელსაც არ ვიცნობ ითხოვს სხვების მიერ მითვისებულ თანხას ჩემგან, რადგან ისინი ზოგი პოლიტიკური ამნისტიით, ზოგი საპროცესო გარიგებით გამოვიდნენ საპატიმროებიდან. 5 წელია მიდის ჩემი პროცესი, აშკარად ჩანს საქმე გაყალბებულია. ამნისტიის საკანონმდებლო ხარვეზმა არაკონსტიტუციურმა ნორმატიულმა აქტმა ჩამაყენა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ვითომ დაზარალებულს, სინამდვილეში დამნაშავეს მისცა ჩემზე შურისძიების შესაძლებლობა, რადგან მე სერიოზულად ვითანამშრომლე პროკურატურასთან, ამისთვის მსჯიან. 2018 წლის 25 აგვისტოს მამა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. დედა 2012 წლიდან ლოგინს მიჯაჭვულია არის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის. ძებნილობაში ცხოვრება უცხო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ძალიან ძნელია. ჩემნაირ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია სამწუხაროდ. არაკონსტიტუციური კანონი აუცილებლად გასასწორებელია.
საქართველოს ციხეებში ტოტალიტარული მმართველობის დროს, როცა მოქალაქეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მიეღოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება, უამრავი ადამიანი არასამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდა და მიიღო სასჯელი, სწორედ ამ პერიოდის მსხვერპლი გახლავართ. არ შემეხო ამნისტიის კანონი ცრუ დაზარალებულის თანხმობის არქონის გამო ეს საშინელი უსამართლობის გრძნობას ბადებს და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მაყენებს. ჩემი მშობლები ჩემზე ნერვიულობას შეეწირნენ. მამამ 2014 წელს მიიღო მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი, და გულის უკმარისობით რეანიმაციაში სანამ სასუნთქ აპარატზე შეაერთებდნენ ჩემი სახელის ძახილში გაითიშა. სწორედ ხარვეზიანმა ამნისტიის კანონმა და დისკრიმინაციულმა ნორმატიულმა აქტმა მიიყვანა ჩემი ოჯახი ტრაგედიამდე. ვინაიდან „ვითომ დაზარალებულის“ უფლებამონაცვლეს მისცა ჩემზე შურისძიების შესაძლებლობა. მან დაიწყო ვაჭრობა და ჩემს უბედურებაზე მოინდომა ძლიერ გამდიდრება. ასევე მედავება სახელმწიფოც ქალაქ თბილისის მერია, არადა მე პირადად არავინ დამიზარალებია.
კატასტროფა! სად არის სამართალი?
ერთადერთი ბინა, რომელიც გამაჩნდა 2010 წელს თიბისი ბანკმა გამიყიდა და დავრჩი უსახლკაროდ. დისკრიმინაციულმა ნორმატიულმა აქტმა ჩამაგდო ნამდვილად საშინელ უთანასწორო მდგომარეობაში, დარღვეულია ჩემი უფლებები, ეს აუცილებლად უნდა გასწორდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, მუხლი 11.1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის რელიგიის, პოლიტიკური ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები მე-2. ნაწილის თანახმად ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
მოგმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა ძალადაკარგულად იყოს ცნობილი ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტი, რაც არაკონსტიტუციურია.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა