ლაშა შუკაკიძე "პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ"
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1536 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა შუკაკიძე |
თარიღი | 7 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა, პოლიტიკური გაერთიანება ‘’ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა, პოლიტიკური გაერთიანება ‘’ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ |
საქართველოს კონსტიტუცის 23-ე მუხლის 3-ე და 4-ე პუნქტები. 3. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. 4. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუცის 31-ე და 60 -ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31 და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-23 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში მოთხოვნილია პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საქმიანობის შეთავსებადობა და მისი შემოწმება კონსტიტუციასთან მიმართებაში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ჩემს საკონსტიტუციო სარჩელის მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემოწმებული, და შეფასებული იქნას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ‘’ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის „ საქმიანობა. კერძოდ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ‘’ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის და მათი ლიდერების მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედებები, პოლიტიკური განცხადებები, პარტის საქმიანობა ხედვები და იდეოლოგია, პარტის მიერ წარმოებული სარჩევნო კამპანია, პოლიტიკური პარტის მიერ გაკეთებული მოწოდებები, ლოზუნგები, აგრეთვე სარეკლამო ბანერებზე გაკეთებული მოწოდებები წარმოადგენს თუარა პარტიის მიზანს.
1. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
2. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
3. ეწევა თუარა ომისა და ძალადობის პროპაგანდას
4. ხომარაღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ ან რელიგიურ შუღლს.
მოქალაეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს რა საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე და გავლენიან პოლიტიკურ პარტიას რომელსაც აგრეთვე საქართველოს პარლამენტშიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ყავს ხუთი წარმომადგენელი,
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თითქმის ყველა ადმინსტრაციულ ერთეულში გააჩნიათ პარტიის ოფისები და ჰყავთ წარმომადგენლები, რაც მიუთითებს პარტიის სიძლიერესა და მათ შესაძლებლობებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიტანონ და დამკვიდრონ თავიანთი იდეოლოგია და პოლიტიკური შეხედულებები რამაც შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობს დარღვევა, ან ომისა და ძალადობის პროპაგანდა. რაცშეიძლება ქვეყნისთვის არამარტო საზიანო არამედ საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.
როგორც მოგეხსენებათ რუსეთის ფედერაცის მიერ ოკუპირებულია საქართველოს 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4 პროცენტი და მიუხედავად რუსეთ საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ორმხვრივი შეთანხმებისა სამხედრო მოქმედებების დაუყონებლივ შეჩერების თაობაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დღემდე ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2020 წლის 26 ივნისის გაკეთებული განცხადებით რომელიც გადაიცა მედიასაშვალება ტელეკომპანია პირველის, მთავარი არხის და რუსთავი 2-ის ეთერში.
პარტის ლიდერემა ირმა ინაშვილმა განაცხადეს რომ 18 აგვისტოს პარტის ლიდერები იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იყო პარტის თავმჯდომარის დავით თარხან მოურავის მიერ თავისი პირადი კონტაქტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციაში მოსკოვში, აგრეთვე ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ კონფლიქტურ ტერიტორიაზე მათი მოხვედრა მოხდა აფხაზეთში არსებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესების გვერდის ავლით და ამყველაფერს ორგანიზებას უწევდა რუსეთის ფედერაცი წარმომადგენლები.
პარტია თავისი განცხადებებით ბრიფინგებით და ლოზუნგებით სისტემატიურად ატარებს ისეთ პოლიტიკურ იდოლოგიას თითქოსდა საქართველომ უარი უნდა თქვას შეიარაღებასა და თავდაცვაზე, რომ საქართველო მთილანათ დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, აგრეთვე რომ ანგარიში გაუწიოთ და გავითვალისწინოთ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლების მოთხოვნებს . რითაც შეფარულად ეტაპობრივად აჩვევს საზოგადოების ნაწილს
იმაში რომ აფხაზეტი და ოსეთი აღარ წარმოადგენს ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიას და რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ქვეყნის მოწყობის ახალ მოდელზე, და ვაღიაროთ ფაქტობრივად მათი დამოუკიდებლობა.
2020 წლის 20 -22 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქალაქეთა პოლიტიკურნმა ორგანიზაციამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმ განათავსა ათობით სარჩევნო სარეკლამო ბანერი სადაც ოკუპირებულ აფხაზზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც იქნა მოხსენიებული როგორც ოკუპირებული და მასზე განთავსებული მითითებით დაიცავი აჭარა,
პატრიოტთა ალიანსი ერთის მხრივ მოუწოდებს საზოგადოებას რომ ქვეყანამ უარიუნდა თქვას შეიარაღებასა და თავდაცვაზე, ხოლო მეორეს მხრივ მოუწოდებს საზოგადოებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვაზე როგორც ოკუპირებული და დაკარგული ტერიტორისა. და აიგივებს მას აფხაზეთისა და სამხრეთოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებთან.
ყოველივე ზემოთ ხსენებული ფაქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საქმიანობა უნდა იქნას შემოწმებული საქართველოს კონსტიტუცის 23 მუხლთან მიმართებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა