საქართველოს პატრიოტთა ალიანსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1578 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი |
თარიღი | 22 მარტი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი „შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდასაჭერად გაღებულ ფულად სახსრებზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები პირი.“ | საქართველველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი „1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ |
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი „შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეულ ფულად ხარჯზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები პირი.“ | საქართველველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი „1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ |
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტი „2. ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, − გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით. |
საქართველველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი „ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 მუხლის მოთხოვნებს;
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გასაჩივრებული ნორმებით გვეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოვადგენ უფლებამოსილ სუბიექტს ვიდავო კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებაში.
სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველი პუნქტით.
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
სარჩელში სადავოდ არის ქცეული როგორც საკანონმდებლო აქტი
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2018 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე. კერძოდ თითქოს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მოხდა ბუკლეტების დამზადება, რომლითაც მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს არ დაეჭირათ მხარი პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისთვის და მოუწოდებდა მეორე კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ, რაც არასწორია, რადგან მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დღიდან მისი დაარსებისა ითხოვდა წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი სისტემური დანაშაულების გამო დამნაშავე პირების დასჯას. ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ ადამიანები დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი აქტით, მათ შორის პოლიტუკური პატიმრების თაობაზე. ამავე პერიოდში მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ჰქონდა დადგენილების პროექტი, სადაც მოთხოვნილი იყო წინა ხელისულების პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძება და დამნაშავეთა დასჯა. დადგენილების პროექტზე ხელმოწერები არჩევნების გამოცხადებამდე გაცილებით ადრე 2017 წლიდან მიმდინარეობდა. სწორედ აღნიშნული დადგენილების პროექტის მხარდასაჭერად იქნა მოწოდებული მოქალაქეებზე 2018 წლის 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ, რათა მოეთხოვათ ხელისუფლებისთვის პასუხი მის უმოქმედობაზე. ასევე მტკიცებულებების სახით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ურთავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების საჯარო გამოსვლებიდან ამონარიდებს, სადაც ისინი მოუწოდებენ ამომრჩეველბს მხარი არ დაუჭირონ ყოფილი მმართველი პარტიის (რომელსაც პატრიოტთა ალიანსი რეჟიმად მიიჩნევს) კანდიდატს და ხმა მისცენ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რაც სრულად ჯდება კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა იყო სასამართლოს მხრიდან იმ გაერთიანების დაჯარიმება, რომელმაც ჩაატარა საპროტესტო აქცია და რომელსაც ესწრებოდა არანაკლებ 100 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ თავისი შეხედულებები დააფიქსირეს საპროტესტო აქციაზე. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან არასწორად მოხდა ფაქტების მოყვანა, შესაბამისად არასწორად შეფასებული ფაქტების გამო არასწორ დასკვნამდე მივიდა ადმინისტრაციული ორგანო და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დადგენილების გამოსაცემად.
სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა არსებითი პროცესუალური დარღვევებით, კერძოდ, არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც სასამართლოს მხრიდან არ დასმულა საკითხი იყო თუ არა გამოთხოვილი ინფორმაცია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოხდა თუ არა მისგან ინფორმაციის გამოთხოვა და მოხდა თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დეკლარირება პატრიოტთა ალიანსის მიერ გაღებული ხარჯების თაობაზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა „გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.“ იხ. დან N1
ჩვენი მხრიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სახემწიფო აუდიტის სამსახურიდან პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფს მოსთხოვეს თუ არა ინფორმაცია შემოწირულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 29 მაისის N004397/09 წერილით დგინდება, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფისგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხვიათ და დაჯარიმების მომენტში, მათ არ გააჩნდათ ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ.
საერთო სასამართლოებში, ჩვენის მხრიდან გამოყენებული და ამოწურული იქნა ყველა საშუალება დაგვემტკიცებინა, რომ გასაჩივრებული ნორმა არ ეხებოდა განსახილველ საკითხს. საქმის განმხილველი სასამართლოები ერთხმად მიუთითებდნენ გასაჩივრებული ნორმის შინაარსზე, რომ თითქოს ნორმის პირდაპირი მოთხოვნა იყო ჩვენთვის სანქციების დაკისრება, რაც ზღუდავს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. ჩვენითვის შეზღუდული უფლებების დასაცავად გადავწყვიტეთ მოგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვინაიდან გასაჩვრებული ნორმები აძლევს მაღალი ხელშემკვრელ მხარეს უფლებას მოახდინონ წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიენებების შეზღუდოს და მოახდინოს მათზე სანქციების დაკისრება, საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების გამო.
მოქალაქეთა პოლიტუკური გაერთიანებების მიმართ აზრისა და გამოხატვის თავისფუელების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსაკუთრებული ხაზი გაუსვა 2020 წლის 20 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე Magyar Kétfarkú Kutya Párt v. Hungarყ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა განსაკუთრებულად უსვამს ხაზს „ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან როლს პლურალიზმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაში. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, კანონის განჭვრეტადობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, როცა საკითხი პოლიტიკური პარტიის გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას ეხება.“ ასევე „სასამართლომ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიება უნდა ეფუძნებოდეს კანონმდებლობას, ასევე კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი. კანონი უნდა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს, რაც მოიაზრებს უფლებაში თვითნებური ჩარევისგან დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას შიდა საკანონმდებლო დონეზე.“
გასაჩივრებული მუხლების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო უწყებებს და საქართველოს საერთო სასამართლოებს ეძლევათ საშვალება მათი შეხედულებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რასაც ასევე ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატა „დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური გამოხატვის დაცვის მაღალი სტანდარტი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არჩევნებთან / რეფერენდუმთან დაკავშირებულ კონტექსტში იძენს“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა