არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1586 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი |
თარიღი | 2 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი – საქართველოს საარჩევნო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 196–ე მე–2 ნაწილი საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. |
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 60, მე–4 პუნქტი, ა) ქვეპუნქტი;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე–19 მუხლის „ე“ პუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია რომ წინამდევარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მირებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან დაცულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.
სარჩელი საფუძვლიანია და იგი ფორმითა და შინაარსით შეესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 30 ოქტომბრის არჩევნები ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევით, რაც გამოიხატება შემდეგში: საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან, არჩევნები კი ჩატარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის„ თანახმად, რომლის 196–ე მუხლის მე–2 ნაწილი ადგენს: „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან“ ე.ი. აღნიშნული კოდექსი, კერძოდ, მისი 196–ე მუხლის მე–2 ნაწილი აშკარად წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებთან.
მოსარჩელე უფლებამოსილი სუბიექტია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები,
კერძოდ – მოქალაქეთა საარჩევნო უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის (საარჩევნო უფლება) თანახმად: საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა“. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად „....პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები კი ჩატარდა საქართველოს ორგანული კანონის“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს 12– პარლამენტის წევრის პროპორციული სისტემით და 30 პარლამენტის წევრის მაჟორიტარული სისტემით არჩევას. (ოხ.კოდექსის 196–ე მუხლის მეორე მაწილი).
ამდენად, „საქართველოს ორგანული კანონის სააქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196–ე მუხლის მეორე ნაწილი აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის მეორე პუნქტის ნორმასთან, რომელიც საერთოდ გამორიცხავს პარლამენტის წევრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებს!
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, საქართველოს ორგანული კანონის “საარჩევნო კოდექსის“ 196–ე მუხლის მე–2 ნაწილი ცნობილი უნდა იქნეს ანტიკონსტიტუციურად, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები – ბათილად!
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა