შპს "ემ ჯი ალიანსი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1610 |
ავტორ(ებ)ი | შპს „ემ ჯი ალიანსი“ |
თარიღი | 1 ივნისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი. | საქართველოს კონსტიტუცის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საქართველოში რეგისტრირებული/ საქართველოს რეზიდენტი კომპანიის შპს „ ემ ჯი ალიანსი"-ს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
თ) საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დღეის მდომარეობით მოქმედი რედაქციის 365-ე მუხლი არეგულირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქონებრივ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების აკრძალვას ისეთ დავებზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, კერძოდ კი : სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევა წარმოადგენს პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლების საწინააღმდეგო ჩანაწერს, რადგან გასაჩივრების უფლების შეზღუდვა დავის საგნის ღირებულებით, წარმოადგენს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას , ასევე საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების აკრძალვას. სამართლიანი გადაწყვეტილება არ უკავშირდება დავის საგნის ღირებულებას და ქონებრივ სამართლებრივ დავებში , მიუხედავავად დავის საგნის ღირებულებისა, არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ საქმის უდაოდ და სადაოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არსებითი მნიშვნელობის შეიძლება გახდეს მოსარჩელე ან მოპასუხე მხარისთვის, რამაც დიდი ალბათობით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გასაჩივრების უფლების მქონე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ქონებრივ დავაში , რომლის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს და რომლის გასაჩივრების უფლებაც აკრძალული აქვს მხარეს, ნებისმიერ პირს ასეთი გადაწყვეტილებით არასწორად დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები შეუძლია ამ პირის წინააღმდეგ პრეიუდიციად გამოიყენოს სხვა სასამართლო დავაში, რომელსაც ეს მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის საფუძველზე , ვერ გახდის სადაოდ და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართალურთიერთობები გახდეს აშკარად ზიანის მატარებელი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუქნტის სასამართლოსადმი მიმართვისათვის მოქალაქეს არ უწესებს არანაირ ჩარჩოებს და საზღვევს დავის ღირებულებასთან ან მოცულობასთან მიმართებით, ვინაიდან სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სამართლიანი გადაწყვეტილების ფლებას მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა. საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო 365-ე მუხლით სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვა, რომ არც კი გამოუკვლევია გასაჩივრების უფლების შეზღუდვა თანხობრივი ზღვარის დადებით, რომ არც კი უმსჯელია მუხლის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.
ხსენებული მუხლი ეწინააღმდეგება სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპს. შპს „ემ ჯი ალიანსი“-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ჩანაწერით შეეზღუდა სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და ისეთ საქმეზე, რითიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, წაგვერთვა სააპელაციო სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის უფლება, რითიც დარღვეულია საქართველოს კონსიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით ჩვენთვის მონიჭებული უფლრბა. აღნიშნულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, დავის საგნის არსიდან გამომდინარე (ჩვენი კომპანია წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას და ჩვენს საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ჩვენი კომპანიის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, თუმცა სასამართლომ დაადგინა საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები) ჩვენს მიმართ შეუძლია არაერთმა ადამიანმა, ვინც იმყოფება ჩვენს კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, აღძრას სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები , საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის საფუძველზე, გამოყენებული იქნება ჩვენს წინააღმდეგ და იმის გამო, რომ საპროცესო კოდექსის არაკონსტიტუციური ჩანაწერის გამო, წაგვერთვა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, ჩვენს კომპანიას მიადგენა ძალიან მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც საბოლოო ჯამში გამოუსწორებელ შედეგებთან იქნება დაკავშირებული. 365-ე მუხლის ჩანაწერი იურიდიული პირებისთვის წარმოადგენს ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის დარღვევას, რითიც აღიარებულია და დაცულია ეკონომიკური თავისუფლება, ვინაიდან მსგავს შემთხვევაში შესაძლოა კომპანიას მიადგეს გამოუსწორებელი მატერიალური ზიანი, რაც გამოწვევს სამეწარმეო საქმიანობების გაჩერებას.
უდავოა, რომ ყოველივე ზემოხსენებული ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების არსს და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომელიც არ არის დაკავშირებული დავის საგნის ღირებულებასა თუ არსთად და საქართველოს კონსტიტუციის თანხმად, არის შეუზღუდავი უფლება ყოველგვარი დამატებითი ბარიერებისა თუ შეზღუდვების გარეშე .
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა