იზოლდა შანიძე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1617 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | იზოლდა შანიძე |
თარიღი | 13 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის N4901 ბრძანება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის N4901 ბრძანება |
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. 3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. 5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. 4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. 5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან. 7. მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით. მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. 2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. 3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. 4. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. 2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. მუხლი 31. საპროცესო უფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. 4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. 5. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. 6. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. 7. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. 9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. 10. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. 11. არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები 1. კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია მოსარჩელის მიერ;
სარჩელს თან ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება N4901 2016 წლის 31 ოქტომბერი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ასლი, სადაც აღნიშნულია: აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 5 სექტემბრის N575 ბრძანებით 2009 წლის 30 იანვრის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N23 ბრძანებით და 2010 წლის 10 მარტის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N90 ბრძანებით; - ,,აღსრულებულია" აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის სასამართლო გადაწყვეტილება და 2007 წლის 01 ივნისის განჩინება, აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, აბაშის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განჩინება რის საფუძველზე შეწყდა სააღსრულებო წარმოება.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაყწვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე)სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვენპუქტით, რომლითაც გარანტირებულია ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების სამართლიანად ჩატარების უფლება და კონსტიტუციის მე-25 მუხლის პირველი პუნქტით, რაც იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, პროცედურული თვალსაზრისით, დაცული იყოს თანამდებობიდან უსაფოძვლო განთავისუფლებისაგან.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არა საპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
I. წარმოგიდგენთ 2007 წლის 31 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც დასტურდება, რომ ჩემი მოთხოვნა უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენისა და მიუღებელიხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა კერძოდ:
ფაქტობრივი გარემოება: 1)შევიდეს ცვლილებები აბაშის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის 2005 წლის 28 თებერვლის N14 ბრძანებაში, 2005 წლის 02 მარტის N15 ბრძანებაში, 2005 წლის 14 ივლისის N48ბრძანების მე-7 პუნქტში, 2005 წლის 23 დეკემბრის N143 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2006 წლის 21 იანვრის N16 ბრძანებაში, 2006 წლის 15 თებერვლის N29 ბრძანების მე-7 პუნქტში და 2006 წლის 18 დეკემბრის N202 ბრძანების მე-7 პუნქტში და იზოლდა შანიძის თანამდებობად ნაცვლად სპეციალისტისა მითითებულ იქნას უფროსი სპეციალისტი, შესაბამისად მოხდეს იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2005 წლის 02 მარტიდან, 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში.
2) მოსარჩელე იზოლდა შანიძეს აუნაზღაურდეს 2006 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 28 დეკემბრამდე მიუღებელი ხელფასი. უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.
II. წარმოგიდგენთ აბაშის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცელს 2007 წლის 19 ივლისის N94-ეს
III. წარმოგიდგენთ აბაშის რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებას უსწორების შესახებ და 2008 წლის 25 ნოემბერს გამოცემულს სააღსრულებლო ფურცელს შესწორებულ სახით.
IV. წარმოგიდგენთ აბაშის რაიონულ სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებას მორიგების აქტის შესახებ 2010 წლის 16 მარტის გამოცემულ სააღსრულებო ფურცელს
V. აბაშის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი თ.გოგია და რ.სანაიას საქმისადმი უპასუხისმგებლობის შესახებ. ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წ. 31 ოქტომბრის N4901 ბრძანება.
I. მტკიცებულება: აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საქმე N3/ა-14 და აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21ოქტომბრის განჩინება და აბაშის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19თებერვლის განჩინება და გამოცემული სააღსრულებლო ფურცლები.
მტკიცებულება: აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ.გოგიას დასტური 2009 წლის 31 დეკემბერი N09/09-1334 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის N4901 ბრძანება.
მტკიცებულება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2006 წლის 28 დეკემბერი
II. ფაქტობრივი გარემოება 2010 წლის 10 მარტის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N90 ბრძანებით ცვლილებები უნდა შესულიყო 2007 წლის 5 სექტემბრის N575 ბრძანებაში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის საფინანსო სამსახურის უფროსის (თ.ნოდიას) მიერ კერძოდ: პირველ პუნქტს უნდა დამატებოდა შემდეგი წინადადება: ,,შესაბამისად, მოხდეს იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2005 წლის 2 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე. თუმცა სახელდობრ 2005 წლის 2 მარტის ბრძანებაში ცვლილება არ შესულა, ყოველ შემთვევაში ჩემთვის არ გადმოუგზავნიათ.
მტკიცებულება: არ დაშვებულა აღდგენის უფროსი სპეციალისტის ბრძანება, საფინანსო სამსახურის (თ.ნოდიას) მიერ. თანხა უფროსი სპეციალისტისა 2006 წლის 01 თებერვლიდან 2006 წლის 19 დეკემბრამდე მიუღებელი უფროსი სპეციალისტის 1907,33 თეთრი ლარებში აღმასრულებელ რ.სანაიას მიერ გადარიცხული იქნა ზუგდიდში მერიის ანგარიშზე 2007 წლის 02 ოქტომბერს უფროსი სპეციალისტის აღდგენის ბრძანების დაშვების - გადმოცემის გარეშე, არ არსებობს დოკუმენტი, თანხის აღება მაიძულა 2007 წლის 02 ოქტომბერს ზუგდიდში და მობრუნებულზე დამახვედრებდა -დოკუმენტს, აღმასრულებლის ქმედება დასჯადია -თაღლითობს დღემდეე.
მტკიცებულება: N90 ბრძანება 2010 წლის 10 მარტის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის (საფინანსო სამსახურის უფროსმა (თ.ნოდიამ) არ აღასრულა).
III ფაქტობრივი გარემოება: 2009 წლის 30 იანვრის N23 ბრძანებით ცვლილებები შევიდა შესაბამის
ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში, თუმცა აქაც სახელდობრ სადავო ბრძანებებში ცვლილებები არ განხორციელებულა, ცვლილება არ შესულა არც აბაშის რაიონის საფინანსო სამსახურის 2005 წლის 28 თებერვლის N14 ბრძანებაში და 2006 წლის 18 დეკემბრის N202 ბრძანებაში და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N38 ბრძანებაში 2006 წლის 18 დეკემბრის, რომლითაც გამანთავისუფლეს სამსახურიდან სპეციალისტის თანამდებობიდან უსაფუძვლოდ თუმცა სასამართლომ აღმადგინა, კონკურსი არ ჩატარებულა რაიონში.
მტკიცებულება: 2009 წლის 30 იანვრის 23 ბრძანება აბაშის მუნიციპალიტეტის დდდა N38 ბრძანება 2006 წლის 18 დეკემბრის, საფინანსო სამსახურის N14 ბრძანება 2005 წლის 28 თებერვლის და N202 წლის 18 დეკემბრის.
IV ფაქტობრივი გარემოება: 2007 წლის 5 სექტემბრის N575 ბრძანება აბაშის მუნიპალიტეტის გამგებლის ცვლილებები შევიდა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში, თუმცა აქაც სახელდობრ სადავო ბრძანებებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ცვლილება არ შესულა აბაშის რაიონულ საფინანსო სამსახურის N202 ბრძანებაში და არც N212 ბრძანებაში და არც N14ბრძანებაშიც, ცვლილება არ შესულა არც გამგებლის N38 ბრძანებაშიც. ასევე N575 ბრძანებაში პირველ პუქტში არ წერია შემდეგი წინადადება ამოღებულია
კერძოდ: შესაბამისად ,,მოხდეს იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო სამსახურში 2005 წლის 02 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში"
ასევე N575 ბრძანების მეორე პუქნტში თანხის ნაწილში მითითებულია თანხა 210 ლარი-45 თეთრი , დანამატი - რაც არის კანონ-დარღვევა, სასამართლო განაცდურის გადახდას აკისრებს 2006 წლის თებერვლის თვიდან 2006 წლის დეკემბრამდე მოპასუხეებს და არა დანამატს რითაც დღემდე საქ.იუსტიციის სამინისტროს-სააღსრულებოწარმოება შეწყვეტილი აქვს 2007 წლის 17 სექტემბრიდან და არა 2013 წ. 6 სექტემბერს.
მტკიცებულება: 2007 წლის 5 სექტემბრის N575 ბრძანება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის, და ქვითარი ბანკის 2007 წლის 17 სექტმებერი აბაშის საგადასახადო დავალება საფინანსო სამსახურის და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელმოწერით.
V ფაქტობრივი გარემოება: 2016 წლის 30 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოების განახლების მიზნით თუმცა N4901 ბრძანებით დარჩა განუხილველი.
აშკარაა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიუროს თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრთან (ყოფილი თეა წულუკიანთან) შეთანხმებით 2013 წლის 06 სექტემბერს გამგებლის N575 ბრძანებით და N23 ბრძანებით ჯერ გამიყალბა სასამართლო გადაწყვეტილება და გამგებლის 2010 წლის 10 მარტის N90 ბრძანებით უგულველყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს მიერ გამოცემული სააღსრულო ფურცლები. კანონზე მაღლა არავინ დგას, არც მე, ძალაში შესული სასამართლოს სააღსრულებო ფურცლები უნდა აღსრულდეს, კანონსაწინააღმდეგო ქმედება დასჯადია მათი მხრიდან.
მტკიცებულება: აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის N4901 ბრძანება და აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგელოსა და ზემო სვანეთის აღმასრულებლის თ.გოგიას 2009 წლის 31 დეკემბრის N09/09-1334 დასტური სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ N63469, 20 აგვისტო 2014 წელი და N53512, 11ივლისი 2014 წელი ასევე N82640, 21 ოქტომბერი 2013 წელი და A110012676-0071002-15.01.2013 - მონიკა ძანძავა.
VI. ფაქტობრივი გარემოება: 1) აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის და 23 მაისის გადაწყვეტილება ,,შრომის წიგნაკში" ცვლილებების შეტანა სამუშაოზე აღდგენა .
2) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ,,შრომის წიგნაკში" ცვლილებების შეტანა სამუშაოზე აღდგენა 2008 წლის 16 სექტემბერი.
მტკიცებულება: აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოს ზემო სვნაეთის A11012676-007/002 15.10.2013წ. სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება დავალებული საქმის უპასიხისმგებლობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20016 წლის 31 ოქტომბრის N4901 ბრძანება, ბათილად ცნობა სააღსრულებო წარმოების განახლება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ქმედების განხორციელების დავალედბულება-დაკისრება, დოკუმენტის გამოცემა, გადმოცემა, დოკუმნეტის N575, N23, N90 ბრძანება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სიყალბის დადგენისა და აღიარების შესახებ, ზიანის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენა, სამუშაოს გაგრძელება, N4901 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოაების განახლება
მოგახსენებთ, რომ N 01/177 14/04/2021 177-01-2-202104141633 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საორგანიზაციო დეპარტამენტის ქალბატონ ლიანა ბაგაშვილის გამოგზავნილ წერილის პასუხთან (დანართი თან ერთვის).
მოგმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციურ სარჩელის სააპლიკაციო ფორმის დაცვით ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მუხლის თანახმად: საჩივარს, საჩივრით კანონი მე-19 მუხლი.
მე იზოლდა შანიძემ მოგმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 09 სექტემბრის N159/18-5 მიღებული განკარგულების შესახებ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 754 -ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად რასაც არ ვეთანხმები (დანართები თან ერთვის 27 ფურცლით)
გთხოვთ გაეცნოთ თუ რამდენად სამართლიანია მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში საქართველოს კონსტიტუციის მუხლებთან ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კანონების, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლში აღნიშნულ მუხლებს, წინააღმდეგობაში მოდის თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება N729-03 14-09-2020წ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის N159/18-5, 09 სექტემბერი 2020წ. გადაწყვეტილება ჩემს მიერ გაგზავნილ საჩივარზე (საჩივრის დანართი თან ერთვის 12 ფურცლით)
ასევე გთხოვთ გაეცნოთ ჩემს მიერ გაგზავნილ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელზე 2021 წლის 5 აპრილს რომლის პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია (დანართი თან ერთვის 06 ფურცლით) ჩემი სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად არ დაბრუნებულა უკან, დღემდე.
ასევე მივმართავდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს 2021 წლის 18 მარტს განცხადებით მისგან პასუხი ჩემი განცხადების არ მიმიღია (დანართი თან ერთვის 02 ფურცლით).
ასევე მივმართავდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით 2021 წლის 18 მარტს თუმცა მისგან პასუხი ჩემი განცხადების არ მიმიღია (დანართი 08 ფურცლით)
მოგახსნებთ რომ წლების განმავლობაში დავა მაქვს აბაშის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურთან სამსახურიდან უკანონოდ გადაყვანისა და განთავისუფლების შესახებ. რაც დღემდე არ შესრულებულა და არანაირი პასუხი არ მიმიღია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ აბაშის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით და 2007 წლის 01 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა, მაგრამ დღემდე შეუსრულებელია (სასამართლო გადაწყვეტილება თან ერთვის).
ასევე აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინება 21 ოქტომბერი 2008 წელი (სასამართლო განჩინება თან ერთვის) ხელმეორედ გამოიწერა სრულად სააღსრულებლო ფურცელი.
ასევე აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინება 19 თებერვალი 2010 წელი (სასამართლო განჩინება თან ერთვის)
ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე აბაშის რაიონულ სასამართლოს დაევალა ჩემი (იზოლდა შანიძის) სამუშაოზე აღდგენა (სასამართლო გადაწყვეტილება თან ერთვის) რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კერძოდ:
I 1) აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით და 2007 წლის 01 ივნისის აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინებით ჩემი მოსარჩელე იზოლდა შანიძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ: შევიდეს ცვლილებები აბაშის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის 2005 წლის 28 თებერვლის N14 ბრძანებაში, 2005 წლის 02 მარტის N15 ბრძანებაში, 2005 წლის 14 ივლისის N48 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2005 წლის 23 დეკემბრის N143 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2006 წლის 21 იანვრის N16 ბრძანებაში, 2006 წლის 15 თებერვლის N29 ბრძანების მე-7 პუნქტში და 2006 წლის 18 დეკემბრის N202 ბრძანების მე-7 პუნქტში და იზოლდა შანიძის თანამდებობად ნაცვლად სპეციალისტისა მითითებული იქნას უფროსი სპეციალისტი, შესაბამისად მოხდეს იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2005 წლის 02 მარტიდან, 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში.
2) მოსარჩელე იზოლდა შანიძეს აუნაზღაურდეს 2006 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 28 დეკემბრამდე მიუღებელი ხელფასი, უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.
3) მოსარჩელე იზოლდა შანიძეს უარი ეთქვას აბაშის საფინანსო სამსახურში მთავარ სპეციალისტად დანიშვნაზე უსაფუძვლობის გამო.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უარი მითხრა თანრიგის მთავარ სპეციალისტის მინიჭებაზე. უსაფუძვლობის გამო და უარის თქმის ნაწილში ნაწილობრივ გავასაჩივრე სააპელაციოში მოპასუხეებს საერთოდ არ გაუსაჩივრებიათ აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის სასამართლო გადაწყვეტილება და 2007 წლის 01 ივნისის აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში, დაკმაყოფილებულ ნაწილში უფროსი სპეციალისტის აღდგენა მოვითხოვე. მოპასუხე მხარისგან უარი განაცხადეს.
მოვითხოვე იძულებით სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და განცხადებით მივმართე აბაშის რაიონის სასამართლოს და მოვითხოვე ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ ნაწილში აღსრულება რაც დააკმაყოფილა.
2007 წლისს 19 ივლისს აბაშს რაიონული სასამართლოს მიერ გამოიცა 2007 წლის 31 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილების და 2007 წლის 01 ივნისის განჩინების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი და იმავე რიცხვში გატარდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ბიუროში.
აბაშის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და მასზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლები მოსამართლის მიერ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა -მერმა, და საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ დაშვებული იქნა ბრძანებები (575 და 23) ისე არასწორადთავიანთ სასარგებლოდ, სააღსრულებლო ბიურომ (ყოველგვარი შეცდომების გარეშე) მიიჩნია აღსრულებულად რის საფუძველზე შეწყდა სააღსრულებო წარმოება (ბრძანება თან ერთვის).
ასევე აღსრულებულად მიიჩნია სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 28 მაისს საქმე N3/14-09 წლის გადაწყვეტილებით მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა (გადაწყვეტილება თან ერთვის) სამტრედიის სასამართლო გადაწყვეტილება მე (იზოლდა შანიძეს) არ გამისაჩივრებია დავუბრუნე მოსამართლეს თვითონ მოსამართლემ გ.თოთოსაშვილმა გაასაჩივრა სააპელაციოში ქუთაისში და სააკასაციოში (დანართი თან ერთვის).
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ.გოგიას N09/09-1334 31 დეკემბერი 2009 წელი გამოგზავნილი დასტურის საფუძველზე მივმართე კვლავ აბაშის რაიონულ სასამართლოს მოვითხოვე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N575 ბრძანებაში ცვლილება-დამატების შეტანა რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2010 წ. 19 თებერვალი განჩინება 2007 წლის 31 მაისის აბაშის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდა ჩემი აღდგენა აბაშის გამგეობის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომელიც განთავისუფლებული ვიყავი 2005 წლის 01 მარტიდან, 28 თებერვლის N14 ბრძანებით (აღდგენის გარეშე) ისევ დაიწერა მეორე ბრძანება 2006 წლის 18 დეკემბერს N202 ბრძანება საფინანსო სამსახურის მიერ. ისევ იწერება 2006 წლის 18 დეკემბერს N38 ბრძანება მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთდაიგივე მოტივით უსაფუძვლოდ და არაკანონიერად.
სასამართლომ 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით და 2007 წლის 01 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა ჩემი კანონიერი მოთხოვნა და კანონის შესაბამისად აღდგენილი ვარ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის გამგეობას ეკისრებოდა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. აღდგენა უნდა მომხდარიყო 2005 წლის 02 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში.
ასევე უნდა აუნაზღაურებინათ 2006 წლის 15 თებერვლის N 29 ბრძანებით 01 თებერვლიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე მიუღებელი ხელფასი უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით. რაც შეუსრულებელია.
გთხოვთ N575 ბრძანების I-ლ პუნქტში შეიტანოთ ცვლილება (დამატება) 2007 წლის 31 მაისის აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ,,კერძოდ: მოხდეს ჩემი იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 02 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამედე პერიოდში.
სასამართლოს ვთხოვ აბაშის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის მიერ დაშვებული ბრძანების ასლი ჩამაბარონ, შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დაშვებული ბრძანებაც ჩამაბარონ.
აბაშის რაიონულმა სასამართლომ საქმე N 3/ა - 3-2010 წელი 19 თებერვლის 2010 წელი სასამართლოს განჩინებით დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა (2010 წლის 19 თებერვლის განჩინება თან ერთვის) გამოიცა სააღსრულებლო ფურცელი სასამართლოს დადგენილებით 2010 წლის 16 მარტი.
10 მარტს 2010 წლის გადმომეგზავნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N90 ბრძანება, რომლითაც ცვლილებები (დამატებები) უნდა შესულიყო 2007 წლის 5 სექტემბრის N575 ბრძანებაში, კერძოდ: პირველ პუნქტს უნდა დამატებოდა შემდეგი წინადადება: ,,შესაბამისად, მოხდეს იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 02 მარტის N15 ბრძანებაში 2 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდეე, თუმცა სახელდობრ 2005 წლის 2 მარტის ბრძანებაში ცვლილება არ შესულა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ გადმოუგზავნიათ, ასევე 2009 წლის 30 იანვრის მუნიციპალიტეტის N23 ბრძანებით ცვლილებები შევიდა შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში, ჰაერში, თუმცა აქაც სახელდობრ სადავო ბრძანებებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ცვლილება არ შესულა არც აბაშის რაიონის საფინანსო სამსახურის N202 ბრძანებაში, რომლითაც განმათავისუფლეს სამსახურიდან უსაფუძვლოდ და არც აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N38 ბრძანებაში, რომლითაც გამანთავისუფლეს სამსახურიდან ანუ არ დაშვებულა ჩემი (იზოლდა შანიძის) აღდგენის ბრძანება.
2007 წლის 19 ივნისიდან დღემდე ბევრი ვეცადე სამართლებრივად ადმინისტრაციას მთავრობულად გადაეწყვიტა ჩემი პრეტენზია სამართლებრივადაც, თუმცა ამაოდ უარი, მითხრა.
დღემდე ვერც საქართველოს მთავრობამ, ვერც ზუგდიდის ზემო სვანეთის გუბერნიამ და ვერც ადგილობრივმა თვითმმართველმა გამგეობამ არ გაითვალისწინეს ჩემი სამართლიანი მოთხოვნა
შესაბამისად მივმართავდი განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, შინაგან - საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ბიუროს თავმჯდომარის უკანონო ქმედებაზე დაშვებულ შეცდომებზე კანონ-საწინააღმდეგო ქმედებებზე, თუმცა უშედეგოდ.
2015 წლის 01 დეკემბერს პრესის საშუალებითაც გამოვაქვეყნე ყოველკვირეულ გაზეთი ქრონიკა + ში N43 (128) 01.12.2015 წ. ჩემი სტატია გვ. 24-29 და პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე, რომლის პასუხი მივიღე 2017წ. 31 მაისს ბატონ რატი იონათამიშვილისაგან.
2016 წლის ოქტომბრის თვეში 112-ის მეშვეობით შევიტყვე აღსრულების ბიუროს თავმჯდომარის უკანონო ქმედება, ჩემს საქმის მასალების წარმოებიდან მოხსნის შესახებ.
2016 წლის 30 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნუ ბიუროს სააღსრულებო წარმოების მიზნით თუმცა ბრძანება N4901 KA012017452550416 31 ოქტომბერი 2016 წელი დარჩა განუხილველი (ბრძანება N4901 თან ერთვის) 2016 წ. 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე.
ანალოგიური საჩივრით მივმართავდი დღემდე საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 16 ოქტომბერს N13/25-6661516 KA011388177213617 სენაკის რაიონულ პრკურატურიდან მივიღე ჩემს განცხადებაზე პასუხი ტყუილი სადაც წერია კერძოდ: ქალბატონო იზოლდა, სენაკის რაიონულ პროკურატურაში შემოვიდა თქვენი 2017 წლის 06 ოქტომბრის განცხადება, რომელიც შეეხება თქვენს სამუშაოზე აღდგენის საკითხს.
გაცნობებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება ჩვენს მიერ არაერთხელ იქნა განხილული და სათანადო - დასაბუთებული პასუხი გამოგზავნილი, რასაც ამჟამადაც ვადასტურებთ.
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი - ვახტანგ სართანია (პასუხი თან ერთვის) 2017 წლის 16 ნოემბერს მე იზოლდა შანიძემ ადმინისტრაციული საჩივრის სარჩელით მივმართე სენაკის რაიონულ სასამართლოს. მოპასუხე მხარე სენაკის რაიონული პროკურატურა, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებლო ბიურო, აღმასრულებელი რამაზ სანაია, ჩემი საჩივარი წარმოებაში არ მიიღეს, გასაჩვრდა სააპელაციოში კერძო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 06 მარტი 2018 წელი განჩინება საქმე 240310017002176844(3/ბ-44-2017წ) დააკმაყოფილაა ჩემი იზოლდა შანიძის კერძო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. იზოლდა შანიძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება იზოლდა შანიძის სარჩელის, მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
3. იზოლდა შანიძის სარჩელი, წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: ქალბატონი ხათუნა ხომერიკი-ხელმოწერილია (განჩინება თანდართულია)
სენაკის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ-ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა 2018 წლის 31 ოქტომბერს საქმე N240319118002443043 N3/25-2018 და არ დააკმაყფილა უხეშად დაარღვია კანონი, ქმედების განხორციელების დავალდებულებაზე უარი მითხრა არც ცვლილება შეტანილი ბრძანებები გადმომცა და არც უფროსი სპეციალისტის აღდგენის ბრძანება და არც სადავო ბრძანება საფუძვლით სადაც ჩემი თანამდებობა მითითებული იქნებოდა უფროსი სპეციალისტი საფინანსო სამსახურის მიერ დაშვებული, სხდომის ოქმის გაუქმება მოვითხოვე გადაწყვეტილება არ ჩავიბარე, საქმის მასალები N1 საქმე არ დამიბრუნა, მოსამართლემ ალექსანდრე გოგუაძემ უნდა იცოდეს, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსაჩივრდება ის უნდა აღსრულდეს, აღმასრულებლის ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს A11012680 სააღსრულებლო საქმეზე აღმასრულებლის, რამაზ სანაიას მიერ 2013 წლის 6 სექტემბრის გახნორციელებული ქმედების, სააღსრულებო წარმოების დამთავრების ბათილად ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N4901 ბრძანების ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების განახლებაა. 2017 წლის 31 მაისის და 2008 წლის 25 ნოემბრის შემდეგ მე დღემდე ვითხოვ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას (დანართები თან ერთვის)
- აღსრულების ბიუროს თავმჯდომარე, აღმასრულებელი რ.სანაია, თ.გოგია, უგულებელყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც ეთანხმება პროკურატურა, მოსამართლე ა.გოგუაძეც.
გთხოვთ მითხრათ, რომელ კანონში წერია სახელმწიფო მოხელემ არ დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას? (გამგებელმა და საფინანსო უფროსმა)
იქნებ მოთხოვოთ ბატონ ლ.მაკალათიას და თ.ნოდიას თაღლითებს, მოძალადეებს რა სახის მტკიცებულება უნდა იქნეს კიდევ ჩემგან წარმოდგენილი? რომ მოხდეს ჩემი აღდგენა? რას მერჩოდნენ? დამნაშავეები: საფინანსო სამსახურის უფროსი თ.ნოდია, გამგეობის იურისტი გ.ზაქარაია, მუშაობს.
არანაირი ლოგიკა აქ არ მუშაობს პირდაპირ გეტყვით მაფიოზური კლანია გამეფებული საფინანსო სამსახურში ნათესაური კავშირი, უდიპლომოები არაკვალიფიციური კადრები კოლეგები, იგივე კადრები, მათი თანამდებობები გაუქმდა ახალ თანამდებობებზე დაინიშნენ კონკურსის გარეშე.
ვარ მარტოხელა, უმუშევარი, მშობლები 2001-2005 წლებში გარდამეცვალა, ვიმყოფები მძიმე სოციალურ გარემოში (ძალიან მიჭირს ეკონომიურად) და ჩამომიყალიბდა სოციალური და სულიერი პროტესტის გრძნობა. თავს ვგრძნობ შეურაცხყოფილად რადგან მათი ქმედება პირდაპირ ზიანს აყენებს ჩემს კანონიერ უფლებებს და იძულებული ვარ მივმართო სხვა ღონისძიებას.
ჩემში არსებობს ორი ნიშანი გულწრფელობა და ენერგია, აქედან გამომდინარე ვერ ვეგუები უსამართლობას.
ვთხოვ სასამართლოს, მიიღოს ჩემი თხოვნა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დამეხმაროთ კიდევ ერთელ სიმართლის დადგენაში..
კერძოდ: ჩემი აღდგენა მოხდეს ბრძანების დაშვებით 2005 წლის 2 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე საფინანსო სამსახურში, ცვლილებები შევიდეს 2005 წლის 01 მარტის N14 ბრძანებაში, 2006 წლის 18 დეკემბრის N202 ბრძანებაში, აბაშის მუნიცპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის N38 ბრძანებაშიც უფროს სპეციალისტად და თანამდებობის სარგოს შესაბამისი ოდენობით, მოხდეს ჩემი აღდგენა უფროს სპეციალისტის თანამდებობაზე ბრძანების დაშვებით საფინანსო სამსახურში ვინაიდან მე 2007 წლის 29 მაისს უსაფუძვლოდ ძალადობის გზით დავის პერიოდში ამიკრძალეს სამუშაოს შესრულება დაცვის პოლიციამ გამგეობის მოპასუხეების დავალებით დღემდე ჩემი პირადი ნივთები საფინანსო სამსახურშია გამგეობის პირველ სართულზე და ჩემი სამუშაო კასის გასაღები ხელთ მაქვს რამდენად კანონიერია? (დანართი რითაც დასტურდება) და სასამართლო გადაწყვეტილება დღემდე არარის აღსრულებული, დახურულია.
გთხოვთ სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დააბრუნებინოთ ჩემი წარდგენილი საბუთები 2007 წლის 19 ივნისიდან, რომელიც წარმოებიდან მოხსნილია, რომელიც მასთან ინახება საფუძველი : საქ. ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ" მე-17 მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად, საქ. სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე საქ. სისხლის სამართლის 381 მუხლის საფუძვლით.
გაგზავნილი მაქვს საქართველოს პრეზიდენტთან თხოვნა შეხვედრის შესახებ.
II. 2 აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინებით განიხილა ჩემს შრომის წიგნაკში საფინანსო სამსახურის მიერ ჩაწერილი ყალბი ჩანაწერების N8, N9, N10 ჩანაწერების სიყალბე მტკიცებულებებით და დაამაყოფილა, გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და მისი შესრულება დაევალა აღმასრულებელ რამაზ სანაიას არ შეასრულა და 2013 წლის 15 ოქტომბერს A11012676-007/002 დამიბრუნა, ჩემი შრომის წიგნაკი არ გასწორებულა, შრომის წიგნაკში ნამდვილად არ ეწერა ჩემი სადავო N29 ბრძანება და N202 ბრძანება საფინანსო სამსახურის უნდა ჩაწერილიყო საფუძვლით, ეწერა მარტო გამგებლის N 38 ბრძანება და გამგებლის ბრძანებას ხელს აწერდა საფინანსო სამსახურის უფროსი, დამოწმებული იყო საფინანსო სამსახურის ბეჭდით და გადამალული იყო თ.ნოდიას მიერ საფინანსო სამსახურის N202 ბრძანება, თ.ნოდია 2006 წლის 21 მარტიდან განთავისუფლებულიიყო აბაშის რაიონის N84 განკარგულებით და შემდეგ არ დანიშნულა ისე მუშაობდა იყო დაუნიშნავი (დანართი თან ერთვის) და იღებდა ხელფასს ახდენდა რაიონის საბანკო ოპერაციებს საბიუჯეტო თანხების, რაც პრესაშიც გახმაურდა დააკვირდით გამგებლის N84 განკარგულებას დამოწმებული ბეჭდით ორი ერთი ზუგდიდის პროკურატურის მიერ (დანართი თან ერთვის).
სასარჩელო მოთხოვნა: I აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების, აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინების და 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების მოსამართლის მიერ სააღსრულებლო ფურცლების გამოცემით დავალდებული საქმე N3/ა-14 გადაწყვეტილებისა და განჩინების აღსრულება, ქმედების განხორციელების დავალდებულება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელოსა და ზემოსვანეთის სააღსრულებო ბიუროს 11012680 სააღსრულებო საქმეზე აღმასრულებლის რამაზ სანაიას 2013 წლის 6 სექტემბრის განხორციელებული ქმედების, სააღსრულებო წარმოების დამთავრების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N4901 ბრძანების ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების განახლება, ქმედების განხორციელების დავალდებულება, დოკუმენტის გამოცემა, გადმოცემა ან სააღსრულებო ფურცლების დაბრუნება, დოკუმენტის N575, N23, N90 ბრძანების ყალბად აღიარება მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან გაყალბებული და იგნორირებული იქნა დოკუმენტები გამგებლისა, საფინანსო სამსახურის, აღმასრულებლის, საქ. იუსტიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ - წინააღმდეგ შემთხვევაში გაყალბებასა და იგნორირებას შემდეგ, რომ არ ჰქონოდა ადგილი სასამართლოს გაფაწყვეტილებით მე აღდგენილი უნდა ვყოფილიყავი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად სამსახურში 2006 წლის 18 დეკემბერს, არ ვმუშაობ დღემდე. იტყუებიან, საქმის წარმოება შეუსაბამოდ დახურულია-შეწყვეტილია, ზიანის ანაზღაურება. სამუშაოზე აღდგენა გაგრძელება, ყველა განაცდურის გადახდის დაკისრება რასაც მივიღებდი ჩემი მუშაობის პერიოდში დღემდე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამართლებრივი საფუძვლები: I საქ.ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 25-ე, 331-ე მუხლი, I I საქ. სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი , I I I საქართველოს შრომის კოდექსის 31მ-ის ,,3" პუნქტი, საქართველოს კონსტიტუცია, V საქ. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ,,საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლი, 313 მუხლის პირველი პუნქტი, V I საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381 მუხლი და ა.შ.
I. სასარჩელო მოთხოვნა: მე გამაჩნია იურიდიული ინტერესი, რომ დოკუმენტი N575-ის, N23-ის N90-ის ბრძანების ყალბად აღიარება მოხდეს სასამართლოდ გადაწყვეტილებით, რადგან გაყალბებული იქნა დოკუმენტები და შემდეგ უგულველყოფილი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საფინანსო სამსახურის უფროსის და იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაყალბებისა და შემდეგ უგულველყოფას, რომ არ ქონოდა ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მე, აღდგენილი უნდა ვყოფილიყავი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საფინანსო სამსახურში 2006 18 დეკემბერს არ ვმუშაობ , ვარ უმუშევარი.
1) აღსრულდეს აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების და 2008 წლის 21 ოქტომბრის სასამართლოს განჩინების I-ლი პუნქტი კერძოდ: შევიდეს ცვლილებები აბაშის რაიონის საფინანსო სამსახურის უფროსის 2005 წლის 28 თებერვლის N14 ბრძანებაში, 2005 წლის 02 მარტის N15 ბრძანებაში. 2005 წლის 14 ივლისის N48 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2005 წლის 23 დეკემბრის N143 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2006 წლის 21 იანვრის N16 ბრძანებაში, 2006 წლის 15 თებერვლის N29 ბრძანების მე-7 პუნქტში და 2006 წლის 18 დეკემბრის N202 ბრძანების მე-7 პუქტში და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 18 დეკემბრის N38 ბრძანებაში და იზოლდა შანიძის თანამდებობად ნაცვლად სპეციალისტისა მითითებულ იქნას უფროსი სპეციალისტი. შესაბამისად მოხდეს იზოლდა შანიძის აღდგენა აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 02 მარტიდან. 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში.
2) გადმომეცეს ბრძანება (ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი) ჩემი საფინანსო სამსახურში აღდგენის თაობაზე უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც მითითებული იქნება ჩემი დაკავებული თანამდებობა უფროსი სპეციალისტი.
3) გადმომეცეს 2005 წლის 28 თებერვლის N14 ბრძანება და 2006 წლის 18 დეკემბრის N202 ბრძანება საფინანსო სამსახურის და N38 ბრძანება 2006 წლის 18 დეკემბრის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის, რომელშიც შესული იქნება ზემო აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ცვლილება და ეწერება ჩემი დაკავებული თანამდებობა უფროსი სპეციალისტი და საფუძველი.
4)აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების, 2008 წლის 21 ოქტომბრის აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინების, 2010 წლის 19 თებერვლის აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინების, აღსრულება-აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს N09/09-1334 სააღსრულებო საქმეზე აღმასრულებლის თ. გოგიას 2009წ 31 დეკემბრის, აღმასრულებელ რ.სანაიას 11012680 სააღსრულებო საქმეზე 2013 წლის 06 სექტემბრის დამთავრებისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს 4901 ბრძანების ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების დავალდებულება, დაკისრება მკაცრი ზომების გამოყენებით კანონიერად.
5) სასარჩელო მოთხოვნა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს დააბრუნებინეთ ჩემი შეტანილი საბუთები 2007 წლის 19 ივლისიდან, რადგან მან შეწყვიტა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. არ ვმუშაობ.
სამართლებრივი საფუძვლები: N09/09-1334, 31 დეკემბერი 2009 წელი, სამეგრელოსა და ზემო სვანეთი აღმასრულებლის დასტური და N4901 ბრძანება 31 ოქტომბერი 2016 წელი საქართველოს იუსტიციის აღსრულების ეროვნული ბიუროს KA012017452550416 ბიუროს დასტური.
6) სასარჩელო მოთხოვნა: გთხოვთ დაავალდებულოთ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი-მერია მოახდინოს ჩემი საფინანსო სამსახურში ჩემი აღდგენა 2006 წლის 18 დეკემრიდან ვინაიდან ვარ აღდგენილი გამგებლის 2010 წლის N90 ბრძანებით, რომლის შესრულება ევალებოდა საფინანსო სამსახურის უფროსაც, ასევე 2009 წლის 30 იანვრის N23 ბრძანებით და 2007 წლის 5 სექტემბრის N575 ბრძანებით გამგებელს.
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 25-ე, 331-ე მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსის 31 მუხლის ,,3" პუნქტი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381 მუხლი.
7) სასარჩელო მოთხოვნა: გთხოვთ აღმადგინოთ საფინანსო სამსახურში 2006 წლის 18 დეკემბრიდან და დამაბრუნოთ აბაში მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში 2006 წლის 18 დეკემბრიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოახდინოს ჩემი დაბრუნება საფინანსო სამსახურში. თანახმად აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება N90-თი 2010 წლის 10 მარტისა.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის ,,5" სექტემბრის N575-ე ბრძანებით, 2009 წლის 30 იანვრის N23 ბრძანების, 2010 წლის 10 მარტის N90 ბრძანების საფუძველზე მოხდა ჩემი აღდგენა საფინანსო სამსახურში 18 დეკემბრამდე, ამიტომაც ამ ბრძანებების საფუძველზე მე, აღდგენილ ვიქნე 2006 წლის 18 დეკემბრიდან საფინანსო სამსახურში, აბაშის მუნიციპალიტეტის, და დაავალდებულოთ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა-მერია მოახდინოს ჩემი აღდგენა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N38 ბრძანებაში 2006 წლის 18 დეკემბრის და აბაშის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის N14 ბრძანებაში 2005 წლის 28 თებერვლის და N202(212) ბრძანებაში 2006 წლის 18 დეკემბრის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) 2010 წლის 10 მარტის ბრძანების საფუძველზე N90 ბრძანების საფუძველზე.
სამართლებრივი საფუძველი: I საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი 24-ე მუხლი, 25-ე მუხლი, 331 მუხლი, I I სააღსრულებო წარმოების კანონი, I I I საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381 მუხლი
8) სასარჩელო მოთხოვნა: გთხოვთ კიდევ ერთელ გასწორდეს ჩემს შრომის წიგნაკში გაკეთებული არასწორი ჩანაწერები N8, N9, N10 და გასწორდეს სამართლებრივად, შესაბამისად ჩაიწეროს სადავო ბრძანება N29 და N202 ბრძანება.
სამართლებრივი საფუძველი: I კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, I I საქართველოს შრომითი კოდექსი, I I I სააღსრულებო წარმოება საქართველოს, საქართველო კონსტიტუცია.
9) სასარჩელო მოთხოვნა: გთხოვთ დააკისროთ მოპასუხეებს 2006 წლის 18 დეკემბრიდან ყველა განაცდენის გადახდა რასაც მივიღებდი ჩემს საფინანსო სამსახურში ჩემი მუშაობის პეიოდში დღემდე. მოხდეს ჩემი სამუშაოზე აღდგენა ჩემს საფინანსო სამსახურში, სამუშაოს გაგრძელება, ზიანის ანაზღაურება, დამნაშავეების დასჯა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის უკმაცრესი კანონშესაბამისი ზომების მისაღებად, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონ შეუსაბამოდ ქმედებისათვის დღემდე.
სამართლებრივი საფუძველი : I საქართველოს კონსტიტუცია, I I საქართველოს სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი, I I I საქართველოს სამართლის კოდექსის, კოდექსის ამოქმედება უმკაცრესი ზომების მისაღებად კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა, სასამართლოს ვალდებულების უგულველყოფის შესახებ, მკაცრი ზომები.
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს თ.გოგიასა და რ.სანაიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დააბრუნებინოთ ჩემი შეტანილი საბუთები 2007 წლის 19 ივლისიდან რადგან მან შეწყვიტა აღნიშნულ საქმეზე მუშაობა.
-- სასამართლო აღმასრულებელი თ.გოგია რ.სანაია, ჯერ აყალბებს და შემდგომ უგულველყოფს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ" მე-17 მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად: ,,სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის განუმარტოს მხარეებს ათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში."
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე ,,კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქარველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს."
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, აღნიშნული ნორმის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე აღსრულებას ექვემდებარება: ,,სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთბის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება". იმავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების- სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში, 2007 წლის 31 მაისის სასამართლო გადაწყვეტილება, 2008 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო განჩინება, 2010 წლის 19 თებერვლის სასამართლო განჩინება არ აღსრულებულა ცვლილებები არ შესულა იმ ბრძანებაში, რომლითაც გამანთავისუფლეს სამსახურიდან, კერძოდ სპეციალისტის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო უფროსი სპეციალისტი.
აღსრულების ელემენტი წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უმნიშვნელოვანესი კომპნენტს, საქმეში ,,ამათ.ჯი საქართველოს წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით: ,,საქმეში, ,,შ.პ.ს." ამატ.ჯი და მებაღიშვილი საქართველოს წინააღდმეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით: ,,სასამართლო კიდევ ერთელ აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფელბას ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, რომ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედით დარჩენილიყო ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ,,სასამართლოს პროცესის" განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტის განაჩენი, სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილების კრებული 1997-11გვ, 510, $40). იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალურმა ორგანოებმა ხუთი წლისა და რვა თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყვეს 1999წლის 6 დეკემბრის ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოყალიბებული დებულებები ყოველგვარ სასარგებლო შედეგიანობას მოკლებული შეიქნა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დასაშვებია განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში თუმცა ასეთმა შეჩერებამ არ უნდა შელახოს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით მონიჭებული უფლება (პორდანი მოლდავას წინააღმდეგ, ამონაწერები) სასამართლო ასკვნის, რომ მთავრობის N62 განკარგულება ამგვარი სახელმწიფო დავალიანებების გადახდასთან დაკავირებით 13(იხ.ზემოთ $27) არ შეიძლება იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ გარემოებად, რის საფუძველზეც გამართლებული იქნებოდა ვალის დაუფარაობა ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც უკვე ჰქონდა ადგილი აღნიშნულ შემთხვევაში (შდრ.იმმობილიარე შაფფი იტალიის წინააღმდეგ [R], N22774/9, $$69-74 ჩღ, 1999-V) შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფოს ფინანსური სირთულეების გამო განმცხადებელი კომპანიას ხელი არ უნდა შეშლოდა, რათა ესარგებლა მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით, რასაც მისი ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა." ასევე ჩემი სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანება დღემდე არ არის აღსრულებული.
წინამდებარე შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, რაც ამ კუთხით სააღსრულებო წარმოების განახლების საფუძველია. ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს აქტის კანონიერების ვერც მატერიალურ და ვერც პროცედურულ მოთხოვნებს რაც მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ ულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ რაიმე მომქედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ყველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს 2007 წლის 31 მაისის აბაშის რაიონული სასამართლოს ადაწყვეტილების, 2008 წლის 21 ოქტომბრის აბაშის რაიონული სასამართლოს განჩნების და 2010 წლის 19 თებერვლის აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინების აღსრულება ან სააღსრულებო ფურცლების დაბრუნება.
საფუძველი: 24-ე მუხლი, კანონი-სააღსრულებო წარმოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის მოპასუხე მხარემ არ შეასრულა აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების I ნაწილი, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N 575 ბრძანების I ნაწილი, რომლის შესრულება დაევალა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსს თ.ნოდიას. თ.ნოდიამ არ შეასრულა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის N575, N23 და N90 ბრძანება დღემდე, რომლის შესრულება გამგებლის ბრძანებით ეკსირებოდა.
ჩემს მიერ თანდართული მტკიცცებულებიდან გამომდინარე გთხოვთ განიხილოთ ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი მიიღოთ წარმოებაში განსახილველად და დაკამყოფილდეს კანონის შესაბამისად.
გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესიი საბჭოს N159/18-5, 09 სექტემბერი 2020 წლის განკარგულება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის N159/18-5 ,,09" სექტემბერი 2020 წლის გადაწყვეტილება და მიიღოთ ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი, გამოიტანოთ ახალი კანონსშესაბამისი გადაწყვეტილება საქმეზე და გააუქმოთ საქართველოს იუსტიციის საბჭოს N159/18-5, 09/09-2020წ განკარგულება და საქართელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის 09.09.2020წ. გადაწყვეტილება
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი