თენგიზ მესხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1626 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თენგიზ მესხი |
თარიღი | 22 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის ერთობლივი N32/ო-N102 ბრძანებით(დანართი2) დამტკიცებული პოლიკლინიკაში(პოლიკლინიკურ განყოფილებაში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის ერთობლივი N32/ო-N102 ბრძანებით(დანართი 2) დამტკიცებული პოლიკლინიკაში(პოლიკლინიკურ განყოფილებაში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესის მე-3 ნაწილი: „ავადმყოფს, რომელსაც სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკოდისპანსერი) მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების IV კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვს ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა, დაწესებულებიდან გაწერის დროს ეძლევა ამონაწერი ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათიდან (შემდგომში _ ონკოლოგიური ფორმა“ ) ნარკოტიკული საშუალების იმ სადღეღამისო დოზის მითითებით, რომელიც ეძლეოდა სტაციონარში. „ ონკოლოგიური ფორმა“ მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით, ხელმძ ღვანელის (ან მისი მოადგილის), განყოფილების გამგისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“. |
ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის ერთობლივი N32/ო-N102 ბრძანებით(დანართი2) დამტკიცებული პოლიკლინიკაში(პოლიკლინიკურ განყოფილებაში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესის მე-3 ნაწილი: „ავადმყოფს, რომელსაც სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკოდისპანსერი) მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების IV კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვს ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა, დაწესებულებიდან გაწერის დროს ეძლევა ამონაწერი ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათიდან (შემდგომში _ ონკოლოგიური ფორმა“ ) ნარკოტიკული საშუალების იმ სადღეღამისო დოზის მითითებით, რომელიც ეძლეოდა სტაციონარში. „ ონკოლოგიური ფორმა“ მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით, ხელმძ ღვანელის (ან მისი მოადგილის), განყოფილების გამგისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით“. | საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი: მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელეს აქვს შარდის ბუშტის ლატერალური კედლის ავთვისებიანი სიმსივნე პირველი სტადია პირველი კლინიკური ჯგუფი. მოსარჩელეს დაავადებიდან გამომდინარე აღენიშნება მუდმივი ტკივილები, რის გაყუჩებისთვისაც საქმეში არსებული მასალების მიხედვით საჭიროა ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მიღება. (დანართი 1, დანართი 2). სადავო ნორმა მოსარჩელეს გამორიცხავს იმ პირთა ჯგუფიდან, რომელსაც შესაძლოა დაენიშნოს ძლიერი ნარკოტიკული საშუალებები ტკივილის გასაყუჩებლად, შესაბამისად, ის წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) წინამდებარე სარჩელში გასაჩივრებულ აქტთან ერთად არ არის საჭირო გასაჩივრდეს მასზე ნორმატიული აქტების იერარქიაში მაღლა მდგომი ნორმა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. დავის საგანი
ნარკოტიკული ანალგეტიკებით სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 15 მარტის ერთობლივი N32/ო-N102 ბრძანებით(შემდგომში ბრძანება)(დანართი2) დამტკიცებულია პოლიკლინიკაში(პოლიკლინიკურ განყოფილებაში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესი. აღნიშნული წესის მე-3 ნაწილის მიხედვით, ავადმყოფს, რომელსაც სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკოდისპანსერი) მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების IV კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვს ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა, დაწესებულებიდან გაწერის დროს ეძლევა ამონაწერი ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათიდან (შემდგომში _ ონკოლოგიური ფორმა“ ) ნარკოტიკული საშუალების იმ სადღეღამისო დოზის მითითებით, რომელიც ეძლეოდა სტაციონარში. „ ონკოლოგიური ფორმა“ მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით, ხელმძ ღვანელის (ან მისი მოადგილის), განყოფილების გამგისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით. სადავო ნორმის ტექსტუალური განმარტება ფორმულირებულია უფლება აღმჭურველი ნორმის სტრუქტურით, თუმცა სადავო ნორმა ჩამოთვლის მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ეძლევათ ონკოლოგიური ფორმა და შესაბამისად შეუძლიათ ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით მოსარჩელეს აქვს შარდის ბუშტის სიმსივნე პირველი სტადია პირველი კლინიკური ჯგუფი, თუმცა ამის მიხუედავად დაავადების მინდინარეობის ფონზე მას აღენიშნება ძლიერ იტკივილები, რაც სამედიცნიო ცნობების მიხედვით საჭიროებს ძლიერი ნარკოტიკული საშუალებებით მართვას(დანართ 1, დანართი 2). თუმცა, მოსარჩელე ვერ სარგებლობს აღნიშნული ნივთიერებებით, იმის გამო რომ მისი დაავადებ არ არის მე-4 კლინიკური ჯგუფის სტადიაში. ამდენად, სადავო ნორმას ასევე გააჩნია გამომრიცხავი შინაარსი, რადგან ის პირები, რომელიც არ აკმაყოფილებენ სადავო ნორმაში ასახულ მოთხოვნებს მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომური მკურნალობისთვის საჭირო ნივთიერებებით. შესაბამისად, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომური მკურნალობისთვის საჭირო ონკოლოგიური ფორმის გაცემა დაკავშირებულია დაავადების სტადიაზე და არა იმაზე პირის ტკივილის ხარისხი მოითხოვს თუ არა ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომურ მკურნალობას.
მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით, უფლებააღმჭურველია, სისტემურად იგი მზღუდავი ხასიათისაა, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში იგი ექსკლუზიურად აწესრიგებს წვდომას ტკივილგამაყუჩებელზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართლის ნორმა, რომელიც საგადასახადო შეღავათების უწესებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმლმადიდებლურ ეკლესიას, გაუმართლებლად ლახავდა რელიგიური უმცირესობების თანასწორობის უფლებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სრულიად მართებულად ამოიკითხა ნორმიდან ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგადასახადო პრივილეგიების რელიგიურ უმცირესობებზე გაუვრცელებლობას მოიაზრებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა ფორმალურად უფლებააღმჭურველი ხასიათი იყო, არსებითი თვალსაზრისით, იგი ექსკლუზიურად აწესრიგებდა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხს და, ამდენად, თანასწორობის უფლებრივ სფეროში ჰქონდა კიდეც კონკრეტული სუბიექტებისადმი უფლებაშემზღუდველი ხასიათი.
სწორედ ანალოგიური მოწესრიგებაა სახეზე გასაჩივრებული ნორმის შემთხვევაშიც, როდესაც იგი ანალოგიურ ვითარებაში, ტკივილგამაყუჩებელზე წვდომის უფლებას მხოლოდ პირთა გარკვეულ ჯგუფს ანიჭებს, ამ დროს იგი ხდება მზღუდავი ნორმა ნებისმიერი სხვა პირისთვის, ვინაიდან თავისთავად ინტერესი იმისა, რომ ტკივილი გაყუჩებული იქნეს, საქართველოს კონსტიტუციის მე-10 და 28-ე მუხლებით დაცული უფლებრივი სიკეთეა. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმებით სახეზეა ჩარევა კონსტიტუციის მე-10 და 28-ე მუხლებში.
სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველ წინადადებასთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით ადამიანის სიცოცხლე დაცულია. აღნიშნული უფლება პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას არ ჩაერიოს ადამიანის სიცოცხლის უფლებაში გაუმართლებლად. ამასთან, მცირეა ისეთი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიცოცხლის უფლების მოსპობა შეიძლება მივიჩნიოთ გამართლებულად. თუმცა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარდა ნეგატიური ვალდებულებისა, სიცოცხლის უფლებიდან ასევე მომდინარეობს პოზიტიური ვალდებულება იზრუნოს ადამიანების სიცოცხლეზე. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სიცოცხლის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ადამიანი ცოცხალია, არამედ გულისხმობს უკეთესი ხარისხით სიცოცხლის უფლებასაც. მაშინ როდესაც მოსარჩელეს მისი დაავადებიდან გამომდინარე აქვს გაუსაძლისი ტკივილები, ხოლო სადავო ნორმიდან გამომდინარე მას ხელი არ მიუწვდება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მართალია სახელმწიფო არ არღვევს სიცოცხლის უფლებიდან მომდინარე ნეგატიურ ვალდებულებას, თუმცა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ამ დროს ირღვევა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხი. შესაბამისად, სადავო ნორმა ჩარევას ახდენს ადამიანის სიცოცხლის უფლებაში, რაც უნდა შემოწმდეს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით.
თანაზომიერების ტესტი
1. ლეგიტიმური მიზანი
ლეგიტიმურ მიზნად სახელმწიფომ შესაძლოა დაასახელოს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია, რაც მოსარჩელის აზრით ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ საჯარო ინტერესს, თუმცა უნდა შემოწმდეს აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის საფუძველზე სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ასევე არის თუ არა მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
სადავო ნორმის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობაზე ხელი მიუწვდებათ მეოთხე კლინიკური ჯგუფის დაავადების მქონე პაციენტებს. სახელმწიფოს მიერ ნარკოტიკული საშუალებებით ტკივილთან გამკლავების უფლების კონკრეტული წრის დაავადების მძიმე ფორმით შემოსაზღვრით სცადა იმის პრევენცია, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული ნივთიერებების არამიზნობრივი, უკანონო გავრცელება. თუმცა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მექანიზმი არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანებით(დანართი2) დამტკიცებულია ინსტრუქცია ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არსებობს ტკივილის რაოდენობრივი დახასიათების მეთოდი, რაც შესაძლებლობას იძლევა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განისაზღვროს პაციენტის ტკივილის ხარისხი. მაშინ როდესაც არსებობს ტკივილის რაოდენობრივი გაზომვის შესაძლებლობა და არსებობს დაავადებები, რომელთაც შეუძლია ისეთი რაოდენობრივი ტკივილის გამოწვევა, როგორიც შეიძლება ჰქონდეთ მეოთხე კლინიკური ჯგუფის მქონე პაციენტებს, სადავო ნორმის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებების მოსარგებლეთა წრის კლინიკური ჯგუფის კატეგორიით შემოსაზღვრა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა თუ რა დაავადების მქონეა პაციენტი, უნდა ხდებოდეს ტკივილის რაოდენობრივი შეფასება რის შემდეგაც საჭიროებისამებრ პაციენტს ენიშნებოდეს ნარკოტიკული საშუალებებით ტკივილის მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იქნებოდა ნაკლებად მზღუდავი და არ იქნებოდა საფრთხე ნარკოტიკების არამიზნობრივი, უკანონო გავრცელებისა, რადგან მას მიიღებდნენ სწორედ ისა ადამიანები, რომელთაც ტკივილის სამართავად სჭირდებათ აღნიშნული ნივთიერებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული.
სადავო ნორმატიული შინაარსის მიმართება კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უფლება წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შექმნას ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს საკუთარი საჭიროებისათვის გამოიყენონ ჯანდაცვის სერვისი და შედეგად პრაქტიკული რეალიზება მოახდინონ ჯანდაცვის უფლებისა. სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ მის მიერ შექმნილ ჯანდაცვის სისტემას შეეძლოს პაციენტთა მდგომარეობის ხარისხობრივი გაუმჯობესება, ან გამოუვალ შემთხვევაში პაციენტის ტკივილის ისეთი მართვა, რომ პაციენტი არ გახდეს არაჰუმანური, არაადამიანური მდგომარეობის მსხვერპლი.
სადავო ნორმის მიხედვით მოსარჩელეს, რომლის დაავადების პროგრესირებაც იწვევს ძლიერ ტკივილს არ შეუძლია ისარგებლოს ნარკოტიკული ნივთიერებებით და ასე მართოს ტკივილი. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ნორმა არ აძლევს მას ხარისხიან ჯანდაცვის უფლებაზე წვდომას, რაც უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. მოსარჩელემ წინა შემთხვევაში უკვე დაასაბუთა რატომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმატიული შინაარსი კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგივე არგუმენტაციით სადავო ნორმატიული შინაარსი ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტსაც.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა