გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1634 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ცააძე |
თარიღი | 26 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილება;
ბ. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილება;
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების ის ნორმატიულ სამართლებრივი შინაარსი, რომელიც ეხება კერძო კომპანია შპს თბილისი ენერჯის მიერ ბუნებრივი აირის გაზის ტარიფის ფასის მატებას, (ცვლილებას, კორექტიზაციას) და მის იურიდიული მოქმედების ვადებს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლები |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის ჰორიზანტალური ცხრილის ყველა მონაცემი | საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი.
საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი გიორგი ცააძე, რომელსაც მიაჩნია, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N10 დადგენილება, გამოცემის თარიღი: 27.05.2021 (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447), რაც ეხება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი)-ის 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის ჰორიზონტალურ ცხრილის ყველა მონაცემს, (სადაც მოცემულია ბუნებრივ აირზე ფასის ცვლილება) ცვლილებების შეტანის შესახებ ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (მოქმედების ვადა: (2021 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 იანვარი) იურიდიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით, კერძოდ მოცემულ ნორმატიულ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ადგენს: მუხლი 1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემდგომში (სემეკი)-ის მიერ 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების (სსმ III, N 2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, მუხლი 2. შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0,795 თეთრი/კუბური მეტრი, მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 1 იანვრამდე, მთლიანად თავისი იურიდიულ-ნორმატიული შინაარსით განსაზღვრა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი, რაც მიმაჩნია, რომ მოცემული დადგენილების მუხლი 2, მუხლი 3 ეწინააღმდეგება ჩემს მიერ ნახსენებ კონსტიტუციის ნორმებსა და მიმაჩნია, რომ მოცემულ„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N10 დადგენილების მუხლი 2, მუხლი 3 (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447) იურიდიულ-ნორმატიული შინაარსი, რაც ეხება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემდგომში (სემეკი)-ის 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის განსაზღვრული ჰორიზონტალურ ცხრილში არებული ყველა მონაცემს (ბუნებრივი აირის ფასის მატების თაობაზე) ზუსტად იმ სამართლებრივი დოზითა და აღწერილობით ცვლილების შეტანას, რაც განსაზღვრულია „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N10 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447), მუხლი 2, მუხლი 3 ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რიგ ნორმებსა და მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია, აგერთვე მიმაჩნია, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკ)-ის მიერ მიღებული დადგენილება 2005 წლის 30 დეკემბრის N30-ის (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 4-ის პირველ პუნქტით განსაზღვრული მთლიანი ჰორიზონტალური ცხრილის ყველა მონაცემი (გაზის ტარიფის მატების თაობაზე), რაც ძალაშია 2021 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე და ეხება ბუნებრივი აირის ახალ ტარიფს, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციური გახლავთ და და ცნობილი უნდა იყოს არაკონსტიტუციურად ჩემს მიერ ნახსენებ საქართველოს კონსტიტუციის ნორმებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ, უხეშად, ფუნდამენტალურად ფეხქვეშ თელავენ, უგულვებელყოფენ და არღვევენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს საქართველოს კონსტიტუციის რიგ ნორმებთან მიმართებით, რაც შესაბამისობაში გახლავთ საერთაშორისო კონვენციებთან, პაქტებთან, დეკლარაციებთან, ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან. მოგახსენებთ, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N10 დადგენილება, რომელიც ნორმატიულ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტი გახლავთ, მისი იურიდიული შედეგი განსაზღრულია გარკვეულ პერიოდზე და მოქმედებს იმ დროის ინტერვალზე (2021 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე) გამოიცა 2021 წლის 27 მაისს, ძალაში შევიდა 1 ივნისს, ეფუძვნება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემდგომში (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილებას, (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) რისი იურიდიული შედეგი გამოიხატება მოცემულ დადგენილებაში გარკვეული ვადით გაზის ტარიფის კორექტირება-ცვლილებაში მომატების თვალსაზრისით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ იქნას მუხლი 1. საფუძველზე „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობამ შეადგინოს 0.795 თეთრი/კუბურ მეტრ გაზზე.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის იანვრამდე. დამატებითი დეტალები სრულად იხილეთ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მიერ მიღებული წერილი N 4480-4/07-23-2-202106071357, გამოცემის თარიღი: 07/06/2021 თანდართულ დადგენილებასთან ერთად 11 ფურცლად). აღნიშნული დადგენილება ცალსახაა, რომ პირდაპირ უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს იმ გარემოებიდან და ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მძვინვარებს უკვე წლებია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, გაიზარდა უმუშევართა სტატისტიკური რაოდენობა, შემცირდა ხელფასები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის, უმუშევრობიდან და გაჭირვებიდან გამომდინარე გაიზარდა კრიმინალი, მოიმატა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა იმ მიზეზით, რომ ყოველ მე-2 ოჯახს ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია და ოჯახის რომელიმე წევრი წასულია იმისთვის, რომ არჩინოს თავისი მოხუცი დედ-მამა, შვილი და მეუღლე, ლარის კურსი არის საკმაოდ დავარდნილი დოლართან მიმართებით (ცვალებადი უკურპროპორციულად) თუმცა ეს ქონიობს უარყოფით ფინანსურ გავლენას საერთო მოსახლეობაზე, ბიზნესზე, კერძო კომპანიებზე, სახელმწიფო თუ არასახელწმიფო დაწესებულებებზე ა.შ, თუმცა ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ კერძოდ სემეკმა ამ ტიპის დადგენილების გამოცემით რატომ მიანიჭა პრივილეგია და ჩააყენა პრიორიტეტულ მდგომარეობაში კერძო კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფის მატების თვალსაზრისით ცოტა გაურკვეველი, საეჭვო და უცნაურია ჩემთვის, როგორც არასამთავრობო რიგითი მოქალაქე, ფიზიკური პირისთვის, რომელიც გახლავართ იურისტი და ჩემი მუშაობის (საქმიანობის) არეალი გახლავთ კონცენტრირებული (ორიენტირებული) ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე. გახლავართ არასამეწარმეო იურიდიული „თავთავი“-ის ერთ-ერთი დამფუძვნებელი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანას აქვს საგარეო ვალი დაახლოებით 33 000 000 000 ლარის ოდენობით, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირეს 2019 წლის მაისიდან დაემატა პანდემია, რამაც უკიდურესად უარყოფითი გავლენა იქონია თითოეული მოქალაქის ფინანსურ მხარეზე, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, ქვეყანაში მოიმატა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა, რაც პირდაპირ სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა იმისა, რომ სახელწმიფოს გაეკეთებინა სუბსიდიის სახით შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე და დაერეგულირებინა ეს საკითხი, რაც მეტნაკლებად განახორციელა. თუ გავუყვებით იმ მოსაზრებას და არგუმენტს, რომ კომპანია შპს „თბილისი ენერჯი“ (შემდგომში-საწარმომ) ქვეყანაში სავალუტო კურსის მისი კომერციული ინტერესების აქტი ან მისი ნაწილი, როგორც გახლავთ ამ შემთხვევაში მოცემული დადგენილებები, ნიშნავს (გულისხმობს) და მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სამართლებრივად ის საქართველოს უმაღლესი კანონის კონსტიტუციის იმ ნორმასთან არის წინააღმდეგობრივი, რომელთანაც ეს ორგანული კანონი გახლავთ შეუსაბამო, ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილები, რაც გულისხმობს სახელწიფოებრივი გადსაწინააღმდეგო ცვალებადობიდან გამომდინარე (ფინანსური ზარალის ნახვიდან) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას შემდგომში (სემეკს), რომ გაზის ტარიფი მოემატებინათ და სემეკმა კომისიის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შემდგომ საფუძვლიანად მიიჩნია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, პირდაპირ არაპროპოციული, არაზომიერი, (ზღვრის ზღვარი), არასაჭირო, გამოუსადეგარი და შეუსაბამო გამოდის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის რიგ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, უფრო კონკრეტულად თანასწორუფლებიანობასთან, პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან, ღირსების ხელშეუვალობასთან., რადგან პირდაპირ უხეშად ერევა დაცულ სფეროში, რაც მდგომარეობს და გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი უზენაესი აქტი ან ღონისძიება ხელს უშლის ან უკრძალავს ინდივიდს ისეთ მოქმედებას რომელიც ხდება კონკრეტული ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში, ასევე ანალოგიურ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ორგანოს (ინსტიტუტის) სემეკის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლთან, რაც სოციალურ სახელმწიფოს გულისხმობს და მისი სამართლიან უზრუნველყოფილ პირობებს, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან, რაც სახელმწიფოებრივი გადასახადების მოსაკრებლების საკითხს ეხება, უფრო კონკრეტულად ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების დადგენა, აქედან გამომდინარე ვინაიდან „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილების მუხლი 2, მუხლი 3, რომელთა ნორმატიულ სამართლებრივი შინაარსი (ფორმულირება, ფაბულა) ეხება კერძო კომპანია შპს თბილისი ენერჯის მიერ ბუნებრივი აირის გაზის ტარიფის ფასის მატებას, (ცვლილებას, კორექტიზაციას) და მის იურიდიული მოქმედების ვადებს, ასევე „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის ჰორიზანტალური ცხრილის ყველა მონაცემი ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და მის რიგ ნორმებს, ეს კანონი თავის მხრივ კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში, მასთან არის სამართლებრივად რელევანტური, ხოლო ამ მოცემულ ორგანულ კანონთან, მის რიგ ნაწილებთან ან პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოსული ან წინააღმდეგობით, უგულვებელყოფით გამოცემული ნებისმიერი კანონქვემდებარე ნორმატიული სახადების შემოღების წესსა და მისი ფარგლებისა და ოდენობის დადგენას. ზუსტად საქართველოს ორგანული კანონის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ რიგი ნორმებთან მოცემული დადგენილებების (გამოცემის თარიღი: 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N30, 2021 წლის 27 მაისის დადგენილება N10) (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ რიგიპუნქტებისსა და ნაწილების) წინააღმდეგობაში მოსვლა გულისხმობს წმინდა იურიდიული თვალსაზრისით მის არაკონსტიტუციურობას და საერთო ჯამში წინააღმდეგობრიობას საქართველოს უმაღლესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან (მის 2-ივე ნაწილთან), რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გულისხმობს სახელმწიფო გადასახადების შემოღების, მოსაკრებლების სტრუქტურის, მისი ოდენობის, ფარგლებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენის/განსაზღვრის წესს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სამართლებრივი თვალსაზრისით და ჩემს მიერ ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე იქნა უგულვებელყოფილი კონსტიტუციის მოცემულ ნორმასთან მიმართებით. საქართველოს ორგანულ კანონთან ეკონომიკური თავისუფლების შესახებ მოცემული დადგენილებების სამართლებრივი წინააღმდეგობრიობა გამოიხატა და დადასტურდა იმ ფაქტით, რომ სემეკმა არ შეაფასა, გამოიკვლია და ანალიზი გაუწია სათანადოდ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს, არასამართლიანად მოიქცა, როდესაც პრიორიტეტი მხოლოდ კერძო კომპანიის ინტერესს მიანიჭა და მისი ზიანი მიიღო მხედველობაში სავალუტო კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, მისთვის ეს აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მხოლოდ და არა ის, რომ კურსის ცვალებადობა საგარეო ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებით იყო განპირობებული და შეეხო, როგორც კერძო, ბიზნესებს, კომპანიებს, საჯარო დაწესებულებებს, ისე რიგით ადამიანებს, ე.ი გამოდის რომ პრობლემა იყო საერთო ანუ საყოველთაო საზოგადოებრივი, ხოლო ასეთ დროს სახელწიფომ, კერძოდ სემეკმა არ მიაქცია ყურადღება და მისთვის მეორეხარისხოვანი იყო ხალხის, რიგითი (ფიზიკური პირების) ადამიანების მათ შორის ძირითადად, უმეტესობა გაჭირვებულის სოციალური მდგომარეობა, შემოსავალი და ფინანსური შესაძლებლობა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ინსტიტუციური მექანიზმი ბერკეტი, გამოსცა ადამიანის ძირითადი უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი სამართლებრივი აქტი, რითაც მოიმატა გაზის გადასახადმა კომუნალურ ტარიფზე და ამით სამართლებრივი შედეგობრივი თვალსაზრისით ხდება ის, რომ ამ საერთო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თანაბრად უარყოფითად ისახება თითოეული ადამიანის საშემოსავლო ყოველთვიურ კალათაზე, როგორც საჯარო მოხელეებზე (პარალმენტარებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე ა.შ) ისე კერძო კომპანიებზე და მითუმეტეს უმუშევარ რიგით საშუალო სოციალური ფენის ადამიანებზე და გაჭირვებულებზე, უმეტეს შემთხვევაში პენსიონერებზე, ამის მიუხედავად სემეკმა ჩათვალა საჭიროდ რომ მოცემული ვითარებიდან გამომდინარე გაზის კომპანია შპს „თბილისი ენერჯიმ“ ნახა ზიანი და ეს ზიანი უნდა აინაზღაუროს (მოგებაზე გავიდეს) გაზის ტარიფის 1 კუბრ მეტრზე 0.795 თეთრით გაზრდის ხარჯზე, რაც ისევ ამ მოცემულ ვითარების ფონზე რიგითი გაჭირვებული ადამიანების ჯიბეს დააწვება, გაუძვირდებათ კომუნალური ტარიფი და გადასახდელად მათთვის შესაძლებელია შეუძლებელი აღმოჩნდეს ან მეორე თვალსაზრისით იძულებული იქნებიან ზამთრის ყველაზე რთული სეზონისთვის კომუნალური ელემენტი ბუნებრივი აირის ყველაზე საჭირო და სიცოცხლისთვის საყოფაცხვრებო თვალსაზრისით აუცილებელი კომპონენტის ქონისათვის მიმართონ მძიმე უკიდურესი, გადაუდებელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევ მეთოდს, გაწიონ მაქსიმალური ფულადი ხარჯი, დარჩნენ შემოსავლის ამარა, ისე რომ საჭმლის (კვების) თანხაც აღარ ჰქონდეთ, რითაც წარმოიქმნება უფრო მძიმე საზოგადოებრივი პრობლემები სხვადასხვა სახის, რაც ძირითადად ფინანასური გაჭირვებით ხდება და მძიმე შედეგით მთავრდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც როგორც ჩანს სემეკმა არჩია კომპანიათვის მძიმე ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული ფინანსური ზიანის ანაზღაურება (კომპენსირება) და გამოსავალი ბუნებრივი აირის ტარიფის ფასის მატებაში ნახა სხვა თანაბარ მოქალაქეებზე თუნდაც შეძლებულზე მატერიალურ-ფინანსური ტვირთის დაწოლის ხარჯზე, რაც ყოვლად არათანაბარია პირობების შექმნის თვალსაზრისით არაპროპორციული, არამართლზომიერი, გამოუსადეგარი, შეუსაბამო, რითაც ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა ფიზიკურად შეუძლებელია. სემეკმა საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმ მნიშვნელოვან ყურადსაღებ გარემოებას, რომ პენსიები გარკვეული პერიოდი შემცირებული იყო ქვეყანაში, დღემდე არ გაუზრდიათ დაპირებების მიუხედავად და თითოეული პენსიონერისთვის, სოციალურად დაუცველისთვის, სიღარიბის ზღვარის მიღმა მყოფისთვის (რომელთა რიცხვიც უდიდესია ქვეყანაში) წარმოადგენს უდიდეს სირთულეს და ფაქტიურად შეუძლებელია ამ პანდემიური ვითარების, ეკონომიკური გაჭირვების დროს ასეთ დონეზე გაზრდილი კომუნალური გადასახადი ბუნებრივი აირის გაზრდილი ტარიფით გადახდა. შემცირებულია ხელფასები, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე მიღებული რეგულაციებით შეზღუდულია კერძო საწარმოების, ბიზნესების ფუნქციონირება, უმეტესობა გაჩერებულია ან ზარალის ამოღებაზე მუშაობს. უფრო უარესობა, ადამიანის კონსტიტუციით გათვალსიწინებული რიგი უფლებების უგულვებელყოფის გახლავთ ის, რომ 2021 წლის ივნისის თვეში დოლარის კურსი დაეცა, სავალუტო კურსი, ლარმა დოლართან მიმართებით ოდნავ გამყარება დაიწყო, ე.ი უკვე გამოდის რომ იმ სამართლებრივი საფუძვლით, რა მიზეზითაც სემეკმა შპს „თბილისი ენერჯის“ გაზის ტარიფის მატებაზე მოთხოვნა დაუკმაყოფილა, აღარ არსებობს იმ პირვალდელი საფუძვლით და მდგომარეობით, რითაც კომპანიამ მიმართა მარეგულირებელ კომისიას, ე.ი გამოდის რომ ამ დღეის მდგომარეობით მოქმედი კურსის მიხედვით შპს თბილისი ენერჯი ზემოგებაზე მუშაობს, იმის ხარჯზე, რომ ამ მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე ხალხს (დაწყებული გაჭირვებული ფენით, დამთავრებული მაღალი სოციალური ფენით) გაზრდილი ტარიფით კომუნალური გადასახადის გადახდა უწევთ. მოკლედ სახეზე გვქავს ე.წ პრაკტიკული კორკოდანსის მხრივ საკანონმდებლო მოედანზე სამართლებრივ სიკეთეთა არათანაბარი, არათანასწორი აწონ-დაწონვა, სამართლებრივი შეფასება, ანალიზი, განსჯა, რითაც მხოლოდ კომერციული საწარმოში მყოფი ადამიანების, ვიწრო წრის ინტერესი და უფლება არის მხედველობაში მიღებული (გათვალისწინებული) სახელმწიფოს მხრიდან ისევ მათ შორის არსებული კულუარული კომერციული და სახელმწიფოებრივი ფაქტორიდან (ინტერესიდან) გამომდინარე, ანუ საერთო ჯამში კომერციული ინტერესის მიმართ არსებული საყოველთაო საფრთხე (პრობლემა) იქნა აღმოფხვრილი ისევ რიგითი ფიზიკური თუ სხვა იურიდიული პირების მატერიალურად გასაწევი რესურსის ხარჯზე. სწორედ ამაში მდგომარეობს და იკვეთება თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა, თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა, ღირსებისა და პატივის შელახვა, სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს არსებობის იდეის ხელყოფა და ქვეყანაშითავისუფალი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკის არსებობისთვის უდიდესი საფრთხის შექმნა სახელწიფოებრივი მოსაკრებლების და გადასახადების გონივრული, სამართლიანი პრინციპით გადახდისთვის, რაზედაც უკვე საუბარი გვექნება კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი შინაარსობრივ არსში და დასაბუთებაში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კონსტიტუციური სარჩელის არსი და დასაბუთება შენიშვნა
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2021 წლის 27 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება N10 (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447)
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილება მდგომარეობს როგორც ბუნებრივი აირის ტარიფში, ისე მის ღირებულებაში (მატების მხრივ, დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მოცემულ სარჩელზე თანდართული დადგენილება გვ 1. (12 ფურცლად). „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ დაადგინა: მუხლი 1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.01.2006წ, სარეგისტრაცი კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის (აირის) მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0.795 თეთრი/კუბური მეტრი; მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 1 იანვრამდე). შპს „თბილისი ენერჯის“ (შემდგომში-საწარმო) ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი (იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) მიერ 2019 წლის 25 დეკემბრის N43 დადგენილებით დამტკიცებული იქნა 26.810 თეთრი/კუბ.მეტრის ოდენობით და მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ხოლო ამავე დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის მოხმარების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი შეადგენს 39.100 თეთრი/კუბ.მეტრს (დღგ-ის გარეშე), რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია სარჩელზე დართული სემეკის მიერ 2021 წლის 27 მაისს მიღებული N10 დადგენილების ცხრილში. აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნებრივი აირის ტარიფისა და ფასის ცვლილება სემეკის მიერ გამოცემული დადგნილება N43 და დადგენილება N10, რომლებიც განსაზღვრული იყო დროის გარკვეულ პერიოდზე, განხორციელდა ორჯერ სემეკისვე მიღებული 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე დაყრდნობით. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სემეკის მიერ 2021 წლის 27 მაისს მიღებული დადგენილება N10, რაც ეფუძვნება 2005 წლის 30 დეკემბერს მიღებული N30 დადგენილების იურიდიულ შინაარსს და ითვალისწინებს მასში ცვლილებების შეტანას, თავად 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების (მუხლი-4-ის 1 პუნქტის ცხრილში გაზის ფასის მატებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი), რაც გამომდინარეობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტიდან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძვლიდან, სემეკის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის მიღებული N33 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია, სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული და სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის კორექტირება ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასით ეროვნულ ვალუტაში განახორციელოს იმავე სატარიფო წლისთვის/წლებისთვის, ასევე შესაბამისი სატარიფო წლის განმავლობაში ერთხელ საწარმოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის (სატარიფო განაცხადის) საფუძველზე. აღნიშნული დადგენილებები (ნაგულისხმებია„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის მიერ მიღებული მხოლოდ 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილების მუხლი 2, მუხლი 3 (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447), რაც „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებას ისახავს მიზნად, ასევე „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის ჰორიზონტალური ცხრილის ყველა მონაცემი (გაზის, ბუნებრივი აირის ფასის მატების თაობაზე) მისი იურიდიული შინაარსით, შედეგით, რაც საჩელის გრაფებში ჩემს მიერ არის მითითებული, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის (სოციალური სახელმწიფო) 1 და 2 ნაწილებთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის (სახელმწიფოებრივი მოსაკრებლები, გადასახადები, ეკონომიკური პოლიტიკა) 1 და 2 ნაწილებთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორუფლებიანობა) 1 ნაწილთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან) 1 ნაწილთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის (ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა) 1 ნაწილთან. ასევე მოცემული დადგენილებები უდიდეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონთან ეკონომიკური თავისუფლების შესახებ მუხლი 1. და მუხლი 2.
საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში
1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. მოცემულ შემთხვევაში სემეკის მიერ მიღებული დადგენილებები არ გულისხმობს ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, თუმცა აღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდირე, რომლის საფუძველზედაც მიღებულია სემეკის მიერ გარკვეული დადგენილებები გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, (ეფუძვნება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ კანონს). აქ სწორედ იგულისხმება საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზრდა, (უფრო კონკრეტულად იხილეთ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447), რომელიც „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებას ითვალისწინებს, ფასნამატის რაოდენობა 0,795 თეთრი/კუბური მეტრი ბუნებრივი აირი), რაც დაუშვებელია მოცემული კანონის მიხედვით გარდა აქციზის გადასახადის შემოღებისა, რომელიც მხოლოდ საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტის რეფერენდუმის მიღების გზით არის შესაძლებელი.მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა 1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის, მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა;
ბ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში სემეკის მიერ აღნიშნული დადგენილებების გამოცემისას საერთოდ მხედველობაში არ არის მიღებული და განსაზღრული 2021 წლის 27 მაისს გამოცემული განმარტებითი ბარათის მიხედვით ბუნებრივი აირის გაზის მატებას, რაც ეხება, რომ რამდენად დაცული იყო ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფინანსურად რიენტირების თვალსაზრისით, რამდენად უზრუნველყოფილი იყო მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრები მაქსიმალურად, როდესაც სემეკმა შპს „თბილისი ენერჯი (შემდგომში-საწარმოს)“ ოფიციალური მოთოხვნითი მიმართვის საფუძველზე ბუნებრივი აირის მატების თაობაზე შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, არ განჭვრიტა და განსაზღვრა წინასწარ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელწმიფოს ერთიანი ბიუჯეტის შიდა პროდუქტთან 3%-იანი პროპორცია რამდენად იყო დაცული, ასევე მოცემული დადგენილების გამოცემის დროს საქართველოს მთავრობის შიდა პროდუქტთან 60%-იანი პროპორციულობა რამდენად იყო უზრუნველყოფილი, როდესაც ამა წლის 27 მაისის N10 დადგენილებით ბუნებრივი აირის ტარიფი და ფასის მატება მოხდა, ფასნამატის 0,795 თეთრი/კუბურ მეტრზე მოცემულობით. სემეკმა არ განსაზღვრა, არ იმსჯელა, არ შეაფასა და არ დაინგარიშა საქართველოში თითო სულ მოსახლეზე, ოჯახზე, კერძო კომპანიებზე, ორგანიზაციებზე, ბიზნესებზე და კომერციულ საწარმოებზე მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით სტატისტიკური მაჩვენებლის გამოყენებით, (ადამიანების სოციალური საფეხურების მიხედვით, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და უმწეოები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფები, საშუალო სოც ფენის წარმოამდგენლები, გაჭირვებულები, შეძლებულები) მათი შემოსავლისა და გასავლის შეფარდებიდან გამომდინარე რამდენად სამართლიანი, გონივრული, ობიექტური, ზომიერი, დაბალანსებული, შესაძლებელი და პროპორციული იყო საერთო ჯამში ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადი ანუ ცვალებადი ვალუტის კურსის ფაქტორიდან გამომდინარე საერთო ხარჯის და ინდივიდუალური ხარჯის მიხედვით ამ დოზით, მოცულობით კომუნალური გადასახადი ბუნებრივი აირის ტარიფისა და ფასის კორექტირება 0.795 თეთრი/კუბურ მეტრზე მატების მხრივ, ხომ არ აისახებოდა ეს თითოეულ მოსახლეზე ინდ.სოციალური მდგომარეობის შესაბამისად ზედმეტ ხარჯად და გადაჭარბებულად მძიმე ფინანსურ ტვირთად. სემეკის მიერ გამოცემული, ჩემს მიერ ნახსენები დადგენილებების კონსტიტუციის რიგ ნორმებთან წინააღმდეგობა.
მაგალითად: საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის (სოციალური სახელმწიფო) 1. საქართველო არის სოციალური სახელწმიფო; 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
3.სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, მაღალმთიანი რეგიონალური განვითარებისთვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს. მიმაჩნია, რომ აღნიშნული დადგენილებების გამოცემით აშკარად არღვევს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპებს, რაც გამოიხატება, იკვეთება და დასტურდება იმ მნიშვნელოვანი ფაქტორით, რომ როგორ შეიძლება ამ კრიტერიუმების მიხედვით სემეკის მიერ გამოცემული დადგენილება ბუნებრივი ფასის მატებასთან დაკავშირებით ამ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარების, ამავე დროს პანდემიის ფონზე საერთო გადასახადის გადამხდელი აბონენტებისთვის გონივრული, მისაღები, ზომიერი, ადეკვატური და სამართლიანი იყოს თან მხოლოდ იმ სამართლებრივი საფუძლიდან გამომდინარე, რომ 2020 წლის ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმომ რეგულირებული საქმიანობით დააგროვა ზარალი 5,731,411 ლარის ოდენობით. ამ აქტით სემეკის ქმედება თვალნათლივ მეტყველებს იმას, რომ შემოიფარგლება მხოლოდ ვიწრო მერკანტელური (ფინანსური) კომერციული ინტერესით, მასზე ზრუნვით და არა საერთო სახელწმიფოებრივი, კანონისმიერი და სამართლიანი ინტერესით, რაც მას სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური ფაქტორებიდან გამომდინარე პირდაპირ ევალება. სემეკმა, სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებებითა და კომპეტენციით აღჭურვილმა ორგანომ ძალზედ ვიწრო სამართლებრივ-სოციალურ ჭრილში მოახდინა შეფასება შპს „თბილისი ენერჯის (შემდგომში- საწარმოს) მიერ შემოსული მოთხოვნის, სამართლებრივი პრეტენზიის იურიდიულ-სოციალური შინაარსობრივი მხარე, სამართლბრივ ორბიტაზე (მოედანზე) შეფასების დროს მიანიჭა პრიორიტეტი, უპირატესობა მხოლოდ საწარმოს ფინანსურ ზიანს, მის კომერციულ ვიწრო ინტერესს იმ რეალური მიზეზის გამო, რაც საერთოდ მთლიანად მოსახლეობას ეხებოდა და თითოეული ოჯახის ფინანსურ, მატერიალურ მხარეზე ქონიობდა უარყოფით გავლენას და გადაწყვიტა კომპანიის ფინანსური ზარალიდან ამოსვლის მიზნით, საერთო მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადის გაზრდის ხარჯზე ბუნებრივი აირი გაეძვირებინა, რაც წმინდ ალოგიკურად გაუმართლებელია, დაუსაბუთებელია, ატიპიური და არალეგიტიმური საერთო ჯამში, რადგან ვულგალურად რომ ითქვას, მე ფინანსური ხარჯი კანონის წინაშე თანაბარ და თანასწორ ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის საერთო კრიზისულ ფონზე უნდა გავზარდო და მათ ჯიბეებს და სოციალურ მდგომარებას დააწვეს ეს ტვირთად, სულ არ მაინტერესებს როგორ გადაიხდის უჭირს, ულხინს და არ ულხინს, ოღონდ კომპანიამ არ იზარალოს და დაე დაიხოცოს შიმშილით გაჭირვებული ხალხი, თან იმის ფონზე, როდესაც უკვე ვალუტის კურსი შეიცვალა, დოლართან მიმართბით ლარმა გამყარება დაიწყო შემდეგი პროპორციით 1 აშშ დოლარი-3.150 ლარი და კიდევ მოსალოდნელია ცვლილებები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია ზემოგებაზე გადის და არა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგროვილი ზარალის ამოღებაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უდიდესს წინააღმდეგობაში მოდის ეს დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 და 2 ნაწილებთან. მოკლედ რომ ითქვას სახელმწიფო ორგანომ კერძდ სემეკმა სამართლებრივი შეფასების დროს 2 სუბიექტს შორის თანაბარი ვითარების ფონზე უარყოფითი ასახვის დროს მიანიჭა ერთ-ერთს ისეთი უსაფუძვლო უპირატესობა რაც არ გამომდინარეობს სოციალურად სამართლიანი სახელწიფს პრინციპებიდან გამომდინარე. უფრო გარკვევით, მაგალითი შეიძლება მოყვანილ იყოს, რაც კონსტიტუციონალიზმის ენაზე ე.წ პრაქტიკულ კორკონდანს უწოდებენ, არის ორი სამართლებრივი სიკეთე სასწორზე, საკანონმდებლო მოედანზე, არის თანაბარი ვითარება, ერთ სასწორზე საერთო საზგადოებრივი ინტერესია, მეორეზე კერძო კომერციული ვიწრო, ასეთ შემთხვევაში სახელწმიფო ორგანომ საერთო საზოგადებრივი, უფრო დიდი სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინტერესის შემცირების ხარჯზე მიანიჭა პრიორიტეტი ნაკლებად მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს, რაც არაკონსტიტუციური და გაუმართლებელია, რადგან რომელი უფრო მისაღებია ხალხის გაჭირვება უფრო მძიმე ამ გადასახადის მატებით თუ კერძო კომპანიის ზარალი, რომელიც ხან მოგებაზეა ხან წაგებაზე და ბიზნეს საწარმოსთვის დამახასიათებელი ფაქტორია.
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი (გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა) 1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა დამოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადებისგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.თუ მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიულ სამართლებრივი აქტები (სემეკის დადგენილებები, მისი რიგი ნაწილები, პუნქტები) წინააღმდეგობაში მოცემულ ორგანულ კანონთან, რომელიც თავის მხრივ საქართველოს უმაღლესი კანონის, კონსტიტუციის რიგ ნორმასთნ/ნორმებთან (მის ნაწილებთან) არის შესაბამისბაში მოყვანილი,ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ის კონსტიტუციის რიგ ნორმას ან მის ნაწილს ეწინააღმდეგება. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის რიგ ნორმებთან წმინდა სამართლებრივი წინააღმდეგობრიობის არსის გამოხატულება, რაც სახელმწიფოებრივი გადასახადების მოსაკრებლების საკითხს ეხება, უფრო კონკრეტულად ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების დადგენა, აქედან გამომდინარე ვინაიდან „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილების მუხლი 2, მუხლი 3, რომელთა ნორმატიულ სამართლებრივი შინაარსი (ფორმულირება, ფაბულა) ეხება კერძო კომპანია შპს თბილისი ენერჯის მიერ ბუნებრივი აირის გაზის ტარიფის ფასის მატებას, (ცვლილებას, კორექტიზაციას) და მის იურიდიული მოქმედების ვადებს, ასევე „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული 2005 წლის 30 დეკემბრის N 30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის ჰორიზანტალური ცხრილის ყველა მონაცემი ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და მის რიგ ნორმებს, ეს კანონი თავის მხრივ კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში, მასთან არის სამართლებრივად რელევანტური, ხოლო ამ მოცემულ ორგანულ კანონთან, მის რიგ ნაწილებთან ან პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოსული ან წინააღმდეგობით, უგულვებელყოფით გამოცემული ნებისმიერი კანონქვემდებარე ნორმატიული სახადების შემოღების წესსა და მისი ფარგლებისა და ოდენობის დადგენას. ზუსტად საქართველოს ორგანული კანონის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ რიგი ნორმებთან მოცემული დადგენილებების (გამოცემის თარიღი: 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N30, 2021 წლის 27 მაისის დადგენილება N10) (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ რიგიპუნქტებისსა და ნაწილების) წინააღმდეგობაში მოსვლა გულისხმობს წმინდა იურიდიული თვალსაზრისით მის არაკონსტიტუციურობას და საერთო ჯამში წინააღმდეგობრიობას საქართველოს უმაღლესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან (მის 2-ივე ნაწილთან), რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გულისხმობს სახელმწიფო გადასახადების შემოღების, მოსაკრებლების სტრუქტურის, მისი ოდენობის, ფარგლებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენის/განსაზღვრის წესს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სამართლებრივი თვალსაზრისით და ჩემს მიერ ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე იქნა უგულვებელყოფილი კონსტიტუციის მოცემულ ნორმასთან მიმართებით.
2.ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები განისაზღვრება ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობის ზღვრებიდან გადაცდენის შემთხვევები, აგრეთვე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები განისაზღვრება ორგანული კანონით დებულებებთან მიმართებით. აღნიშნული დადგენილებების მიღებით სემეკის მიერ მიმიჩნია, რომ განაკვეთის გაზრდა, რაც გამოიხატა კომუნალური ტარიფი, ბუნებრივი აირის ფასის მატებაში 0.795 თეთრი/კუბურ მეტრზე არ იყო ორიენტირებული ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რაც გამომდინარეობს ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პირნციპებიდან გამომდინარე, ამით მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არ იყო თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი-ის (თანასწორუფლებიანობა) 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დებულებასთან მიმართებით. აღნიშნული დადგენილებით გარკვეულწილად მიმაჩნია, რომ განხორციელდა დისკრიმინაცია ადამიანების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, რადგან სახელმწიფო ინსტიტუციურმა ორგანო სემეკმა საერთო სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, კურსის ხშირი ცვალებადობის, ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, რაც საერთო ჯამში თანაბრად ქონიობს დღემდე უარყოფით მატერიალურ-ფინანსურ გავლენას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ბიუჯეტზე, მიანიჭა უპირატესობა კერძო, იურიდიული პირის კომპანიის საწარმოს, ფინანსურ მხარეს ყურადღება, მის ქონებრივ-სოციალურ კუთვნილებას, რადგან ზარალი ჰქონდა ნანახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაუკმაყოფილა ოფიციალური მოთხოვნა სატარიფო საქმისწარმოებისა და ანალიზის საფუძველზე და ამით მთელი ფინანსური ტვირთი გადაიტანა ქვეყანაში რეგისტრირებულ ფიზკურ და იურიდიულ პირებზე, რაც მათ მძიმე მატერიალურ ტვირთად დააწვებათ აუცილებლად. სოციალური უფლებების შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ: კონსტანტინე კუბლაშვილის იურიდიული სახელმძღვანელო: ძირითადი უფლებები გვ.41, აბზაცი 2, 3) სოციალური უფლებები: სოციალური უფლებების პირველი ფორმულირება მოხდა მე-19 საუკუნეში ე.წ ძმობის სულის გავლენით. ეს უფლებები, რომლებსაც ე.წ „პოზიტიური სტატუსი“ აქვს, ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრების პირობები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდება (status positivus). აქ უპირველესად იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. ძირითად უფლებათა ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ განათლების, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. ღირსეული ცხოვრების პირობები ვერანაირად ვერ იქნება უზრუნველყოფილი მაღალი განაკვეთური კომუნალური გადასახადის არსებობის პირობებში განსაკუთრებით იმ იურიდიული ახსნით, რომ კომპანიამ ფინანსურად იზარალა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) 1. ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება დებულებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მოცემული ნორმის 1 ნაწილი ასევე მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობაში მოდის გარკვეულწილად სემეკის მიერ გამოცემულ დადგენილებებთან, რადგან შეუძლებელია საზოგადოების პიროვნებისა და სახელმწიფოს განვითარება უსაფუძვლოდ, არაადეკვატურად და ალოგიკურად გაზრდილი მაღალი გადასახადებიდან გამომდინარე, რითაც პირდაპირ საფრთხე იქმნება ადამიანის რიგი უფლებების დარღვევის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი (ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა)-1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის 1 ნაწილი აშკარა, მკაფიო და მკვეთრად დიდ წინააღმდეგობაში მოდის სემეკის 2021 წლის 27 მაისის დადგენილება N10-თან, რომელიც ეფუძვნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემდგომში (სემეკი)-ის მიერ 2005 წლის 30 დეკემბერს მიღებულ N30 დადგენილებას და ითვალისწინებს მასში ცვლილებების შეტანას ამ აქტით გათვალისწინებული იურიდიული შინაარსით, რაც ითვალისიწინებს „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების (სსმ III, N2, 09.012006წ, სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლის 1 პუნქტის ჰორიზონტალურ გრაფაში მოცემული ყველა მონაცემი (ბუნებრივი აირის გაზის ტარიფისა და ფაისი მატების თობაზე), მოცემული ცხრილის პირველი პუნქტის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას, კერძოდ შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის შედგენას 0.795 თეთრი/კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე. (იხ: კონსტანტინე კუბლაშვილის იურიდიული სახელმძღვანელო: ძირითადი უფლებები, გამოცემის წელი: 2003, თბილისი, გვ. 87-88, რომლის იურიდიული შინაარსიც პირდაპირ ასახავს მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ პრეტენზიას, თვალნათლივ ასაბუთებს სამართლებრივი პრეტენზიის შინაარსს და ერთი ერთში შესაბამისობაში მოდის სარჩელში დასმულ იურიდიულ პრობლემასთან.)
ღირსების განსაკუთრებული, ფუნდამენტური მნიშვნელობა იკვეთება იმაშიც, რომ იგი არა მხოლოდ დამცავი ძირითადი უფლებაა (status negativus-სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს არავითარი ინტერვენცია ადამიანის ღირსებით დაცულ სფეროში, არ უნდა შელახოს ადამიანის ღირსება), (რაც მიმაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა უკიდურესად თანაბარ სოც-ეკონომიკურ ვითარებაში, უკიდურესად არაადეკვატურად, ალოგიკურად და ატიპიურად მაღალი განაკვეთური კომუნალური გადასახადის ტარიფის გაზრიდიან გამომდინარე), არამედ მას ე.წ „აქტიური სტატუსიც (status activus) აქვს. იგი სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანების ელემენტარული სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას, რაც ამ შემთხვევაში აშკარად დარღვეულია. ადამიანებს არ შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული (დაბალი და მაღალი რანგის) სამართლებრივი სტატუსი. სწორედ აქედან გამომდინარე, დაუშვებელია და ადამიანის ღირსების შელახვად ითვლება მონობა და რასისტული დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. აქ იგულისხმება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი, ისე სოციალური სისტემა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი უნარის შესაბამისად მიიღოს განათლება და საკუთარი შრომით კანონიერად მოიპოვოს ის შემოსავალი, რაც აუცილებელია ღირსეულად ცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, ადამიანის ღირსების შელახვად შეიძლება შევაფასოთ სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს რჩება ის შემოსავალი, რაც არ აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, რისი ნათელი მაგალითიც და დასტურიც ამ მოცემულ შემთხვევაში გვაქვს. (მაგალითად, არ შეუძლია საკუთარი თავი და ოჯახი უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით (შესაბამისი საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით და ა.შ)) და აიძულებს არაკანონიერი გზებით მოიპოვოს საჭირო შემოსავალი, რისი საფრთხეც ნამდვილად არსებობს ამ შემთხვევაში, რადგან კომუნალური გადასახადი გახლავთ საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო კომპონენტი ადამიანის ცხოვრებაში, რომ მის ქონისთვის და არსებობისთვის ადამიანმა თავისუფლად შესაძლებელია სხვა სოციალური-ცხოვრებისეული და მატერიალური დანაკლისის ხარჯზე კომუნალური პრობლემის მოგვარება არჩიოს, რადგან იძულებული ხდება ძალაუნებურად და ხდება სახელმწიფოს ინსტრუმენტი, ობიექტი მის ხელში მსხვერპლის როლში.
აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ორგანომ, კერძოდ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, შემდგომში (სემეკმა) აღნიშნული დადგენილებების გამოცემით, რომლებიც სხვადასხვა თარიღებით არის მოცემული კონსტიტუციური სარჩელის ნორმატიული აქტის ცხრილის მიხედვით, დაარღვია ზომიერების პრინციპი, ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აუცილებლობა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოხდა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა ყოველგვარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე., ჩარევა განხორციელდა სემეკის მიერ მიღებული, დაუსაბუთებელი, ატიპიური, ალოგიკური და უკანონო დადგენილებებით. სახეზე გვაქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის შიდაკონსტიტუციური ზღვარის აშკარა, მკაფიო, მკვეთრი დარღვევა კვეთის მხრივ, კერძოდ არ იქნა უზრუნველყოფილი ამ დადგენილებების გამოცემით სხვათა ძირითადად უფლებათა ან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეთა დაცვა, დეტალების დონეზე, რომ ითქვას კონკრეტიზაციისთვის საზოგადოებრივი ინტერესი, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, საქართველოს მოქალაქეების და მათი საწარმოების, ბიზნესების, სხვადასხვა კომერციული საქმიანობების, არ იქნა შესწავლილი საფუძვლიანად, გაანალიზებული, სათანადოდ შეფასებული, სამართლიანად აღქმული, თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სტატუსი, თუ რამდეანად უარყოფითად შესაძლებელია ასახულიყო მათ მატერიალურ მდგომარეობაზე და ბიუჯეტზე გაზის ტარიფის მატება ამ საერთო თანაბრად მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებისა და პანდემიის დროს, არამედ მხოლოდ ვიწრო კერძო კომერციული ინტერესი იქნა მხედველობაში მიღებული, კერძოდ თუ როგრ იზარალა კომპანიამ გაკრვეული პერიოდი 2020 წლის ფაქტობრივ მონაცემებს თუ დავეყრდნობით 5,731,411 ლარის ოდენობით და როგორ უნდა გავიდეს ზემოგებაზე ხალხის მიერ გადახდილი გაძვირებული კომუნალური გადასახადის საფასურის ხარჯზე, რაც ისე ხალხის ინტერესთან მოდის უდიდეს წინააღმდეგობაში, ანუ უგულვებელყფილ იქნა უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე ბევრად არამნიშვნელოვან სამართლებრივი სიკეთესთან
მიმართებით. სემეკს აღნიშნული სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, კერძოდ 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილების (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447)
, რაც ითვალისწინებს გაზის ტარიფისა და ფასის მატებას სემეკის 2005 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის მთლიან ჰორიზონტალურ ცხრილის ყველა მონაცემში (ბუნებრივი აირის გაზის ტარიფის მატების თაობაზე) ცვლილების შეტანის მხრივ, უნდა განესაზღვრა თითოეული მოქალაქის (მისი სოციალური საფეხურის მდგომარეობის მხიედვით, რაც საჯაროა) შემოსავალი, გასავალი (ხარჯი) და მათ შორის არსებული სხვაობა, თუ რამდენად შესაბამისობაში მოდიოდა ამ საერთო ეკონომიკურ სოციალური კრიზისის და მძიმე პანდემიის ფონზე კომუნალური გადასახადი გაზის ტარიფის გაძვირება, ასევე ეს უნდა განესაზღვრა საქართველოში საერთო მაცხოვრებლების საშემოსავლო, საგასავლო (ხარჯი) და მათ შორის გამოანგარიშებული სხვაობის ფონზე, რაც არ გააკეთა და მხოლოდ კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი იქნა მხედველობაში მიღებული. უნდა განესაზღვრა (შეფასება მოეხდინა) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდგომში (სემეკი)-ს მოცემული გაზრდილი გაზის (ბუნებრივი აირის), თბილისი ენერჯის ოფიციალური მოთხოვნითი შუადმგომლობის საფუძველზე, გადასახადის (ფასი, ტარიფი) ახალი რეადაქციული ცვლილების თვალსაზრისით რამდენად ადექვატურად იქნებოდა ასახული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩემს მიერ აქ ნახენები გამოთვლის (გამოანგარიშების პრინციპის შესაბამისად), რადენად გონივრული, ადეკვატური, სამართლიანი და გადახდისუნარიანობის პრინციპდაცული იყო ეს მოსახლეობის მხრიდან, ასევე სხვა იურიდიული პირების მხრიდან და რამდენად რელევანტური იყო ეს მოცემული კალკულაციის წესთან რაც სემეკს უნდა განეხროციელებინა, თუმცა არ გააკეთა გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, ასევე არ აქვს წარმოდგენილი არანაირი სამართლებრივი სტრატეგია, დასაბუთება დოკუმენტალურად მტკიცებეულბების თვალსაზრისით, თუ რატომ გააძვირა ტარიფი სემეკმა და დაუმკმაყოფილა შპს თბილისი ენერჯი კომპანიას ბუნებრივი აირის ტარიფისა და ფასის ცვლილება 0, 795 თეთრით მატების მხრივ, გარდა პირადდი კერძო კომერციული ზარალის საფუძვლიანობისა, რაც კომპანიის მხოლოდ კერძო ინდივიდუალურ დაინტერესებაზე მეტყველებს და ორიენტირებულია მხოლოდ მისი პრობლემის მოგვარებაზე და არა სოციალურის, რა აქტიც გამოცემაც პირდაპირ მისი იურიდიული შინაარსით პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ამ საკითხთან. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ სახელწმიფო კერძოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რაც სახელმწიფო ინსტიტუციის დადგენილების საფუძველზეა შექმნილი და დელეგირებული უფლებამოსილებით სარგებლობს გამოავლინა აშკარა უთანასწორო მიდგომა მნიშვნელოვნად თანასწორის მიმართ, კერძოდ საზოგადოების მიმართ, ხალხის, რომლებსაც ამ საერთო მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისულ ვითარებაში გაუზარდა კომუნალური გადასახადი გაზის, ბუნებრივი აირის ტარიფზე 0,795 თეთრით, ხოლო თანასწორი მიდგომა მნიშვნელოვნად უთანასწოროს მიმართ, კერძოდ დაუკმაყოფილა სემეკმა კერძო კომპანია შპს თბილისი ენერჯის ოფიციალური წერილობითი შუამდგომლობა ამ ვითარებაში ბუნებრივი აირის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, რაც გახლდათ არასამართლიანი, არაგონივრული, არაადეკვატური, ალოგიკური და მოცემულ ვითარებასთან არარელევანტური, ემსახურება ყველათვის თანასწორ-თანაბარ პოლიტიკურ-სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში უთანასწოროდ და არათანასწორუფლებიანად მიდგმას საზოგადოების მიმართ, (ხალხის უმრავლესბა მოსახლეობისთვის), ხოლო თანასწორად მიდგომა კერძოდ კომერციული ინტერესის
მხედველობაში მისაღებად მხოლოდ შპს თბილისი ენერჯის მიმართ, რაც მისი მოთოხვნის დაკმაყოფილებაში გამოიხატა ბუნებრივი ტარიფის მატებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა
ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
მუხლი 17
უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა
ამ კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ადამიანთა ჯგუფის ან ცალკეული პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ასრულებდეს მოქმედებას, რომელიც გამიზნულია, არარად აქციოს ამ კონვენციით გაცხადებული რომელიმე უფლება ან თავისუფლება, ანდა შეზღუდოს იგი იმაზე მეტად, ვიდრე ეს საკუთრივ კონვენციით არის გათვალისწინებული.
1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 22: ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავის ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვიტარება აკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესუ
რსების შესაბამისად.
1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული საერთაშორისო პაქტი სამოქალქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
მუხლი 26
თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.
ყოველივე ჩემს მიერ ზემოთხსენებული კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების, ანალიზის, მსჯელობისა და ერთიანი შეჯერებული პოზიციის საფუძველზე მოვითხოვ უპირველესყოვლისა შემდეგი დადგენილებების და დადგენილების ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას გრაფაში მითითებული კონსტიტუციის მუხლების და მუხლებით განსაზღვრული პუნქტების საფუძველზე:
1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის N10 დადგენილების მუხლი 2, მუხლი 3, რომელთა ნორმატიულ სამართლებრივი შინაარსი (ფორმულირება, ფაბულა) ეხება კერძო კომპანია შპს თბილისი ენერჯის მიერ ბუნებრივი აირის გაზის ტარიფის ფასის მატებას, (ცვლილებას, კორექტიზაციას) და მის იურიდიული მოქმედების ვადებს.
2. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის მიერ 2005 წლის 30 დეკემბერს მიღებული დადგენილება N30-ის (სსმ III, N2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მუხლი 4-ის 1 პუნქტის ჰორიზონტალურ გრაფაში არსებული ყველა მონაცემი (ბუნებრივი აირის ფასის მატების თაობაზე) განსაზღვრულ ცხრილში გაწერილ ახალ შინაარს, რაც „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის ბუნებრივი აირის (გაზის) ტარიფისა და ფასის კორექტირებას ეხება 0.795 თეთრი/კუბურ მეტრზე მატების მხრივ „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, შემდგომში (სემეკი)-ის 2021 წლის 27 მაისს მიღებული დადგენილება N10-ის (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016447)
მეშვეობით მოცემულ 2005 წლის 30 დეკემბერს გამოცემული დაადგენილება N30-ში ამ იურიდიული შინაარსით შეტანილი ცვლილებებით;
ბუნებრივი აირის (გაზის) ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლებიც აშკარად, მკვეთრად, მკაფიოდ, ღიად ზღუდავენ და იჭრებიან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ყოველგვარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უგულვებელყოფენ ფუნდამენტალურად ამ უფლებებს და აყენებენ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს არათანაბარ, არათანასწორ, არასამართლიან პირობაში, სადაც იძულებულია კანონით დადგენილი პირობა დაიცვას გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, რითაც ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ირღვევა და ფეხქვეშ ითელება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა