შპს „სელინი“, შპს „მეგა სთარი“, შპს „გოლდენ ვეი“, შპს “OLDBETER BOLNISI“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1638 |
ავტორ(ებ)ი | „შპს სელინი“, „შპს მეგა სთარი“, „შპს გოლდენ ვეი“, „შპს OLDBETER BOLNISI" |
თარიღი | 28 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბ. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი
გ. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
დ. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
.„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე და მესამე წინადადებების: „სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 10 4, 10 5, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა,“ – გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
2.„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის: „თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები,’’ - (1) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის: „თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები“, - (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის: „პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით“, - (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის: „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად,“ - (1) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის: „ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის,“ – (1) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
4. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის: „ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,“– (1) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (2) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (3) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე ტერცია მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესით, კერძოდ:
ა) იგი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 31-ე პრიმა მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირების - შპს „სელინის, შპს „გოლდენ ვეის“, შპს „მეგა სთარის“, შპს „OLDBETER BOLNISI”-ის მიერ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) მასში მითითებული სადავო საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) კანონმდებლობით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
2020 წლის 03 იანვარს შპს "სელინის" მიერ შემოსავლების სამსახურთან მოპოვებულ იქნა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა N19-05/353, რომელიც მოქმედებს 2025 წლის 02 იანვრის ჩათვლით.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ ბოლოს მოსაკრებელი გადაიხადა 2019 წლის 16 დეკემბერს, რის შემდგომაც ნება დამრთეს, 1 წლის განმავლობაში განეხორციელებინა კანონით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი სათამაშოების ბიზნესი.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, 2020 წლის 17 მარტს შპს "სელინმა" წერილობით აცნობა შემოსავლების სამსახურს საქმიანობის დროებითი შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ფიზიკურად ვერ ახორციელებდა და მოსარჩელეს არ აქვს ელექტრონული მომსახურება, ფაქტობრივად აეკრძალა ბიზნესის განხორციელება.
2021 წლის 1 აპრილს შპს "სელინმა" წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ 1-წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთავრობის დადგენილებითა და პრეზიდენტის დეკრეტით შეუწყდა მუშაობის უფლება, შეჩერდებოდა 2020 წლის 17 მარტიდან და საქმიანობის განხორციელების განახლების შემდგომ აეთვლებოდა დარჩენილი 9 თვე და 14 დღე.
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა შპს "სელინის" შემოწმება 2021 წლის 15 აპრილს, რასთან დაკავშირებითაც შედგა სათანადო ოქმი. ამის შემდგომ, 2021 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის №11749 ბრძანებით გამოეცხადა ადმინისტრაციული სახდელის სახით „გაფრთხილება“. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შპს "სელინის" მიერ კანონით დადგენილი წესით, თუმცა შემოსავლების სამსახურის 10/06/2021 N18450 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამჟამად ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში (იხ. დანართი).
2017 წლის 20 იანვარს შპს "მეგა სთარის" მიერ შემოსავლების სამსახურთან მოპოვებულ იქნა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-05/299, რომელიც მოქმედებს 2022 წლის 19 იანვრის ჩათვლით.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ ბოლოს მოსაკრებელი გადაიხადა 2020 წლის 17 იანვარს, რის შემდგომაც ნება დართეს, 1 წლის განმავლობაში განეხორციელებინა კანონით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი სათამაშოების ბიზნესი.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, შპს "მეგა სთარმა" 2020 წლის 17 მარტს წერილობით აცნობა შემოსავლების სამსახურს საქმიანობის დროებითი შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ფიზიკურად ვერ ახორციელებდა და მოსარჩელეს არ აქვს ელექტრონული მომსახურება, ფაქტობრივად აეკრძალა ბიზნესის განხორციელება.
2021 წლის 1 აპრილს მოსარჩელემ წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ 1 წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთავრობის დადგენილებითა და პრეზიდენტის დეკრეტით შეუწყდა მუშაობის უფლება, შეჩერდებოდა 2020 წლის 17 მარტიდან და საქმიანობის განხორციელების განახლების შემდგომ აეთვლებოდა დარჩენილი 9 თვე და 14 დღე.
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა შპს "მეგა სთარის" შემოწმება 2021 წლის 15 აპრილს, რასთან დაკავშირებითაც შედგა სათანადო ოქმი. ამის შემდგომ, 2021 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის №11742 ბრძანებით გამოეცხადა ადმინისტრაციული სახდელის სახით „გაფრთხილება“. ასევე, განესაზღვრა 10-დღიანი ვადა სანებართვო პირობების შესასრულებლად. შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 N18576 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (იხ. დანართი).
2016 წლის 29 დეკემბერს შპს "გოლდენ ვეის" მიერ შემოსავლების სამსახურთან მოპოვებულ იქნა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა N19-05/286, რომელიც მოქმედებს 2021 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ ბოლოს მოსაკრებელი გადაიხადა 2019 წლის 27 დეკემბერს, რის შემდგომაც ნება დართეს, 1 წლის განმავლობაში განეხორციელებინა კანონით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი სათამაშოების ბიზნესი.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, მოსარჩელემ 2020 წლის 17 მარტს წერილობით აცნობა შემოსავლების სამსახურს საქმიანობის დროებითი შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ფიზიკურად ვერ ახორციელებდა და შპს "გოლდენ ვეის" არ აქვს ელექტრონული მომსახურება, ფაქტობრივად აეკრძალა ბიზნესის განხორციელება.
2021 წლის 1 აპრილს მოსარჩელემ წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ 1 წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთავრობის დადგენილებითა და პრეზიდენტის დეკრეტით შეუწყდა მუშაობის უფლება, შეჩერდებოდა 2020 წლის 17 მარტიდან და საქმიანობის განხორციელების განახლების შემდგომ აეთვლებოდა დარჩენილი 9 თვე და 14 დღე.
2021 წლის 15 აპრილს განხორციელდა შპს "გოლდენ ვეის" შემოწმება, რასთან დაკავშირებითაც შედგა სათანადო ოქმი. ამის შემდგომ, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის №11748 ბრძანებით გამოეცხადა ადმინისტრაციული სახდელის სახით „გაფრთხილება“. ასევე, განესაზღვრა 10-დღიანი ვადა პირობების შესასრულებლად. აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 N18555 ბრძანებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში (იხ. დანართი).
2017 წლის 01 თებერვალს შპს „OLDBETER BOLNISI“-ის მიერ შემოსავლების სამსახურთან მოპოვებულ იქნა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-05/301, რომელიც მოქმედებს 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ ბოლოს მოსაკრებელი გადაიხადა 2020 წლის 30 იანვარს, რის შემდგომაც ნება დართეს, 1 წლის განმავლობაში განეხორციელებინა კანონით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი სათამაშოების ბიზნესი.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, 2020 წლის 17 მარტს მოსარჩელემ წერილობით აცნობა შემოსავლების სამსახურს საქმიანობის დროებითი შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ფიზიკურად ვერ ახორციელებდა და შპს „OLDBETER BOLNISI“-ს არ აქვს ელექტრონული მომსახურება, ფაქტობრივად აეკრძალა ბიზნესის განხორციელება.
2021 წლის 2 აპრილს მოსარჩელემ წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ 1 წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთავრობის დადგენილებითა და პრეზიდენტის დეკრეტით შეუწყდა მუშაობის უფლება, შეჩერდებოდა 2020 წლის 17 მარტიდან და საქმიანობის განხორციელების განახლების შემდგომ აეთვლებოდა დარჩენილი 9 თვე და 14 დღე.
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა მოსარჩელის შემოწმება 2021 წლის 15 აპრილს, რასთან დაკავშირებითაც შედგა სათანადო ოქმი. ამის შემდგომ, 2021 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის №11738 ბრძანებით გამოეცხადა ადმინისტრაციული სახდელის სახით „გაფრთხილება“. ასევე, განესაზღვრა 10-დღიანი ვადა სანებართვო პირობების შესასრულებლად. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 N18490 ბრძანებით. სამართალწარმოება მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში (იხ. დანართი).
ოთხივე მოსარჩელის მოთხოვნაა 2020 წლისთვის გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნება ან საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლა საქმიანობის გაგრძელების შემდგომ 2021 წელს გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში.
1.„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე და მესამე წინადადებების კონსტიტუციურობა:
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. „მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი. მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის თავისუფლების ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს. სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს მეწარმე სუბიექტის არსებობას (არსებობის უფლებას). კონსტიტუცია იცავს არა მარტო ადამიანის არსებობას, არამედ ორგანიზებული წარმონაქმნების არსებობასაც. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია, თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის „სიცოცხლე“. ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. მეწარმეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის მზადაა განახორციელოს თავისუფალი მეწარმის ყველა ფუნქცია, ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენებით და აქედან გამომდინარე, იტვირთოს თანაბარი რისკი. ის შეუცვლელი და ხელშეუხებელია (დაცულია) მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თავისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის შეფასებას სასამართლო ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით ახდენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება 1/2/411 საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-2,3).
მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე და მესამე წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; აგრეთვე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, რამაც განაპირობა მთელი წლის განმავლობაში მოსარჩელეების განდევნა ბიზნეს საქმიანობიდან. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში კი, როდესაც შპს-ს მიერ შემოსავლის მიღების წყარო, თავად სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, შეწყდა ხანგძლივი დროის განმავლობაში და კვარტლის დასაწყისში გადახდილი სოლიდური სანებართვო მოსაკრებელი გამოუყენებელი დარჩა, გონივრულობას მოკლებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, ერთი მხრივ, ნება დართო მოსარჩელეებს, განახორციელონ აზარტული და მომგებიანი თამაშების საქმიანობა და, მეორე მხრივ, იკისრა ვალდებულება, ამ საქმიანობის განსახორციელებლად ხელი შეუწყოს, რათა არ მოხდეს რაიმე ფორმით ამ საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, თავად ბრძანების გამცემი უთითებს, რომ სახელმწიფოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „ნებართვის მფლობელის ნებისგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებული მოვლენებიდან და ობიექტურად არსებული გარემოებებიდან, რისი გათვალისწინებაც ნებართვის მფლობელებს წინასწარ არ შეეძლოთ“, შემოსავლების სამსახურზე უფრო ზემდგომმა ორგანომ საქართველოს მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც აუკრძალა მოსარჩელეებს დახურულ სივრცეში აზარტული და მომგებიანი ბიზნეს საქმიანობის განხორციელება და დაუშვა მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქმიანობა, რითაც პირდაპირ აკრძალა და ფაქტობრივად შეაჩერა მათზე გაცემული ლიცენზია. ეპიდვითარება და კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა წარმოადგენს იმ დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) ვითარებას, რა დროსაც ობიექტურად ჩერდება საქმიანობის უფლება. შესაბამისად, ბიზნესსაქმიანობის შეჩერების პერიოდში გაცემული ნებართვების ვადის დინების ავტომატურად გაგრძელება გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს შპს-ებს და იძულებულს ხდის, შეწყვიტოს არსებობა.
ობიექტურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში სახელმწიფოსთვის წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის ბედი არ არის გათვალისწინებული და არც გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის შეჩერების საკითხი. მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებულ ბრძანებებში შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა: „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლისთვის დამატებითი პერიოდის განსაზღვრა ან სანებართვო მოსაკრებლის დაბრუნება
ნებართვის შეჩერებიდან გამომდინარე.“
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა დასკვნაში ხაზგასმით მიუთითა, „იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო პანდემიამ, პირდაპირი უარყოფითი გავლენა იქონია არაერთ ბიზნესსუბიექტზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა სათამაშო ბიზნესს და მსგავს სუბიექტებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქმიანობის შეჩერების ვალდებულებაც შეეხოთ, ბიზნესის მხარდაჭერისა და მისი კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოყვანის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და: 1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის 2020 წლის მარტამდე გაცემულ ნებართვების მოქმედებას, 2020 წლის ბოლოს დაემატოს ის პერიოდი, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა კანონმდებლობით იყო შეზღუდული. 2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებიდან 2020 წლის პირველი კვარტლის დასრულებამდე დღეების პროპორციულად შეჩერებული საქმიანობის ნაწილში გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ჩაითვალოს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში.“
კანონმდებელს სადავო ნორმების მიღებისას არ გაუთვალისწინებია მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმები ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ კრიტერიუმებს, დარღვეულია გარანტიები და სამეწარმეო უფლებაში სახელმწიფოს ჩარევას თვითნებურს ხდის. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ზემოთ მითითებული ნორმატიული შინაარსები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. „საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ დებულებაში ორმაგი მნიშვნელობა ამოიკითხა – ,,აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ, თავად მეწარმეობაა თავისუფალი.’’ ამ ჩანაწერის მიხედვით, ნორმა, ერთი მხრივ, იცავს პირის უფლებას, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე განახორციელოს მეწარმეობა და, მეორე მხრივ, პირის უფლებას მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში დაკავდეს მეწარმეობით.“ (იხ. შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-2). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით 1 წლის განმავლობაში აიკრძალა სათამაშო ბიზნესის ფიზიკურად გახნორციელება და მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული სახით მუშაობა იყო დასაშვები, რამაც გამოიწვია მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ამგვარმა დიფერენცირებამ მწვავედ დააზიანა მეწარმეობის თავისუფლად განხორციელების უფლება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. იმის მაგივრად, რომ შემოსავლების სამსახურს როგორც სახელმწიფო ნების გამტარებელ სსიპ-ს, ხელი შეეწყო ისედაც დაზარალებული ბიზნესისთვის, პირიქით, კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის პირობებში 2021 წლის სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობა სანებართვო პირობების დარღვევად შეაფასა და ნებართვის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ამგვარად, საბაზრო ეკონომიკიდან მოსარჩელე სუბიექტების იძულებით განდევნა მოხდა იმ ნორმატიული რეალობის არსებობის პირობებში, რომელიც ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ყოველწლიურად გადახდის ვალდებულებას და არაფერს ამბობს თავად სახელმწიფოს მიერ ხელშეშლილი საქმიანობის პირობებში ნებართვის მოქმედებისა თუ წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის. ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგების მიღმა დარჩა, რასაც არაერთი საწარმოს განდევნა მოჰყვა. გამომდინარე აქედან, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე (მთავრობის დადგენილება, კანონმდებლობა და ა.შ.) საქმიანობის შეჩერების პერიოდში გაცემული ნებართვებისთვის ვადის გაგრძელებას და წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის ჩათვლას საქმიანობის განახლების შემდგომ პერიოდში.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით: მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. „საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანიშნულება არ არის მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლების დაცვა. კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)“(„შპს კონსტრაქშენ სოლუშენს“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ). მთავრობის დადგენილებითა და პრეზიდენტის დეკრეტით მოსარჩელეები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ საქმიანობის უფლება, ხოლო მათ მიერ გადახდილი დიდი ოდენობით მოსაკრებელი ფაქტობრივად უმისამართოდ დაიკარგა. ნებართვის გაცემით სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ბიზნესსუბიექტის საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელებას და არ მოხდეს გაუმართლებელი ჩარევა კონსტიტუციით დაცულ სფეროში. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო „სიცოცხლისუნარიანი“ პირების შენარჩუნება თავისუფალ ბაზარზე და თავისი დაკანონებული რეალობით განდევნა საბაზრო სივრციდან. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ხსენებული სადავო მუხლის მითითებული ნორმატიული შინაარსი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლ პუნქტთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულია საკუთრების საყოველთაო უფლება. „...კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 5, 6). საკონსსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას’’ ( (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). „ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას’’ („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, N2/1/877, II – 15). სადავო ნორმა ერთობლივად ზღუდავს ნებართვის მფლობელების თავისუფლებას, თავისუფლად სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკუთარ ქონებას, აკისრებს მათ ფინანსურ ტვირთს და ადგენს ამ ფინანსური ტვირთის ოდენობის გადახდის წესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას. საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგება, როდესაც შესაბამისი წლისთვის გადახდილი სოლიდური მოსაკრებელი, საქმიანობის სახელმწიფოს მიერ შეჩერების გამო, ფაქტობრივად გამოუყენებელი რჩება და ნებართვის მფლობელებს არ ეძლევათ საშუალება, ან დაიბრუნონ წინსწრებით გადახდილი თანხა ან ჩაითვალოს საქმიანობის განახლების შემდგომ პეროდში გადასახდელ მოსაკრებელში. ნებართვის მფლობელებისთვის იმგვარი ფინანსური ტვირთის დაწესება, როდესაც კვარტლის დასაწყისში გადახდილი მოსაკრებელი ვერ გამოიყენა საქმიანობის უფლების შეზღუდვის გამო და საქმიანობის განახლებისას კვლავ ავალდებულებს სახელმწიფო, გადაიხადოს მომდევნო წლის მოსაკრებელი, არაკონსტიტუციურია. ამავდროულად, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების განმსაზღვრელი წესი შეიცავს კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს, ვინაიდან ფორსმაჟორის პირობებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების არარსებობის გამო იქმნება სხვადასხვა სათამაშო ბიზნეს საწარმოსთვის განსხვავებული ვითარება, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომუშავე სუბიექტები უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, ვიდრე მოსარჩელეები, რომლებსაც ვებგვერდის სისტემის არ ქონის გამო ფაქტობრივად სრულად აეკრძალათ ლიცენზირებული საქმიანობის უფლება, რითაც ისინი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ და შეეზღუდათ კონკურენცია. „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დაუძლეველი ძალის პირობებში გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ წესს ფორსმაჟორთან მიმართებით, ნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტმა რეგულარულად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მიერ შესრულებულ ფინანსურ ვალდებულებას არ მოჰყვეს ამ ვალდებულების შესაბამისი შედეგი, რაც გამოიხატება ლიცენზირებული საქმიანობის უფლების რეალიზებაში. აღნიშნული კი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას და დაუსაბუთებლად ზღუდავს იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. გამომდინარე აქედან, სადავო ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლება აბსოლუტური არ არის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევა მხოლოდ ფორმალური და მატერიალური კრიტერიუმების დაცვით არის შესაძლებელი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიზნებისთვის მოსაკრებელი „კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-27). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები არ ადგენს ფორსმაჟორის შემთხვევაში წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს და სადავო ნორმა შეიცავს მოსარჩელეთა საკუთრების არაგონივრულად შეზღუდვის რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო ნორმის დასახელებული ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურ შედეგებს იწვევს, უნდა გაუქმდეს.
2.„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა:
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
ზემოთ მითითებულ პუნქტებში არსებული ჩანაწერი შემოსავლების სამსახურის მიერ იმგვარად განიმარტა, რომ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორმა მუდმივად უნდა იხადოს სოლიდური სანებართვო მოსაკრებელი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმიანობა აკრძალულია თავად სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული განმარტების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმები არ ითვალისწინებს დათქმებს დაუძლეველი ძალის პირობებში სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესთან თუ გაცენული ნებართვების მოქმედების ვადასთან მიმართებით, რაც, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და ლახავს იმ გარანტიებს, რაც ჩადებულია ქვეყნის იერარქიულად უზენაეს აქტში. ,,...მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს...’’. ეს მუხლი მეწარმეობის ხელშეწყობასაც იცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის 1/2/411 გადაწყვეტილება, II-პ.3). ამდენად, ხსენებული სადავო ნორმების მითითებული შინაარსი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ გარანტიებს ვერ აკმაყოფილებს და დაუსაბუთებლად ზღუდავს მეწარმეობის უფლებას. ,,სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს მეწარმე სუბიექტის არსებობას (არსებობის უფლებას). კონსტიტუცია იცავს არა მარტო ადამიანის არსებობას, არამედ ორგანიზებული წარმონაქმნების არსებობასაც. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია, თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის “სიცოცხლე”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის 1/2/411 გადაწყვეტილება, II-3). „კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას მაშინ აქვს გამართლება, როცა ლეგიტიმური მიზანი ისე მიიღწევა, რომ არ მოხდება შეზღუდვას დაქვემდებარებული სიკეთისა და მისი მატარებელი სუბიექტის ერთმანეთისაგან გაუცხოება. შეზღუდვა გულისხმობს ინტერესთა სამართლიან დაბალანსებას და არა ისეთ შემთხვევას, როცა ერთი ინტერესის ადგილს მეორე იკავებს.“ (შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-27). სახელმწიფოს მიერ სათამაშო ბიზნესის ფიზიკურად აკრძალვით, ხოლო საქმიანობის იძულებითი შეჩერების პერიოდში 2020 წლის მარტამდე გაცემული ნებართვების ვადის დინებამ განაპირობა 2020 წლისთვის გადახდილი მოსაკრებლის გამოუყენებლობა და შემოსავლის წყაროს არ არსებობის პირობებში 2021 წლის მოსაკრებლის წინსწრებით გადაუხდელობის გამო ნებართვის გაუქმება. სამეწარმეო უფლებაში არაპროპორციული ჩარევით მკვეთრად დაზიანდა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები და საბოლოოდ განიდევნენ ბიზნესსფეროდან. ეს გზა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერის და გამოსადეგ საშუალებას. პირიქით, ნეგატიურ პრეცედენტს ამკვიდრებს როცა მეწარმეების მიერ გადახდილი მოსაკრებელი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის და სანაცვლოდ სუბიექტებს არ აწვდის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, კონკურენტულ გარემოს, არამედ რიყავს სამოქალაქო ბრუნვიდან. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ნორმატიული შინაარსი. ,,სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას “... ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას” ანუ არსებითად იგი სახელმწიფოსგან აქტიური ქმედებების გატარებას მოითხოვს, რათა უზრუნველყოს აღნიშნული მიზნების შესრულება. სხვა გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა ,,სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში. სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით, პოზიტიური ეფექტის მისაღწევად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველაზე გონივრულ და ყველაზე გამართლებულ საშუალებებს“ (საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვალის 1/1/374,379 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ, პ.II). სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მეწარმეობის უფლების რეალიზება და თავისი ქმედებებით საბოლოოდ გამოიწვია მოსარჩელეების განდევნა კონკურენტული გარემოდან. თუკი პირობითად ვებგვერდის მფლობელები სისტემურ-ელექტრონული სახით ახორციელებდნენ თამაშობებს, ამ შემთხვევაში მოსარჩელეები სრულიად მოწყვეტილი იყვნენ ბიზნეს საქმიანობიდან. იმის მაგიერ, რომ შემოსავლების სამსახურს ხელი შეეწყო ფინანსურად მკვეთრად დაზარალებული კომპანიებისთვის, პირიქით, როგორც სუბიექტები გააუქმა მათი არსებობა, რისი ობიექტური საჭიროებაც არ არსებობდა, თუმცა ამ ვითარებაში არსებულმა ნორმატიულმა გარემომ ხელი შეუწყო საუარესო გადაწყვეტილების მიღებას. გამომდინარე აქედან, მითითებული სადავო ნორმების შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლ პუნქტთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულია საკუთრების საყოველთაო უფლება. „...კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 5, 6). საკონსსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას’’ ( (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). „ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას’’ („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, N2/1/877, II – 15). სადავო ნორმა ერთობლივად ზღუდავს ნებართვის მფლობელების თავისუფლებას, თავისუფლად სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკუთარ ქონებას, აკისრებს მათ ფინანსურ ტვირთს და ადგენს ამ ფინანსური ტვირთის ოდენობის გადახდის წესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას. საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგება, როდესაც შესაბამისი წლისთვის გადახდილი სოლიდური მოსაკრებელი, საქმიანობის სახელმწიფოს მიერ შეჩერების გამო, ფაქტობრივად გამოუყენებელი რჩება და ნებართვის მფლობელებს არ ეძლევათ საშუალება, ან დაიბრუნონ წინსწრებით გადახდილი თანხა ან ჩაითვალოს საქმიანობის განახლების შემდგომ პეროდში გადასახდელ მოსაკრებელში. ნებართვის მფლობელებისთვის იმგვარი ფინანსური ტვირთის დაწესება, როდესაც კვარტლის დასაწყისში გადახდილი მოსაკრებელი ვერ გამოიყენა საქმიანობის უფლების შეზღუდვის გამო და საქმიანობის განახლებისას კვლავ ავალდებულებს სახელმწიფო, გადაიხადოს მომდევნო წლის მოსაკრებელი, არაკონსტიტუციურია. ამავდროულად, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების განმსაზღვრელი წესი შეიცავს კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს, ვინაიდან ფორსმაჟორის პირობებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების არარსებობის გამო იქმნება სხვადასხვა სათამაშო ბიზნეს საწარმოსთვის განსხვავებული ვითარება, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომუშავე სუბიექტები უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, ვიდრე მოსარჩელეები, რომლებსაც ვებგვერდის სისტემის არ ქონის გამო ფაქტობრივად სრულად აეკრძალათ ლიცენზირებული საქმიანობის უფლება, რითაც ისინი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ და შეეზღუდათ კონკურენცია. „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დაუძლეველი ძალის პირობებში გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ წესს ფორსმაჟორთან მიმართებით, ნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტმა რეგულარულად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მიერ შესრულებულ ფინანსურ ვალდებულებას არ მოჰყვეს ამ ვალდებულების შესაბამისი შედეგი, რაც გამოიხატება ლიცენზირებული საქმიანობის უფლების რეალიზებაში. აღნიშნული კი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას და დაუსაბუთებლად ზღუდავს იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. გამომდინარე აქედან, სადავო ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლება აბსოლუტური არ არის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევა მხოლოდ ფორმალური და მატერიალური კრიტერიუმების დაცვით არის შესაძლებელი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიზნებისთვის მოსაკრებელი „კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-27). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები არ ადგენს ფორსმაჟორის შემთხვევაში წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს და სადავო ნორმა შეიცავს მოსარჩელეთა საკუთრების არაგონივრულად შეზღუდვის რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო ნორმის დასახელებული ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურ შედეგებს იწვევს, უნდა გაუქმდეს.
3.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის კონსტიტუციურობა:
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
სადავო ნორმით სანებართვო პირობების შეუსრულებლობა იწვევს იურიდიული პირის მიმართ გარკვეული სანქციების გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შპს-ებს განუსაზღვრა მსუბუქი სანქციის სახით „გაფრთხილება“, ხოლო 10-დღიან ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო დაიწყო მათზე გაცემული ნებართვების გაუქმება. თავად შემოსავლების სამსახურმა თავის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებში მიუთითა, რომ საქმიანობის განხორციელება და 2021 წლის სანებართვო მოსაკრებლის გადახდა შეუძლებელი იყო მათი ნებისგან დამოუკიდებლად , ობიექტურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის გათვალისწინებაც მოსარჩელეებს არ შეეძლოთ, თუმცა მაინც გამოიყენა სანქციები, რადგან თავად კანონი არ ადგენს დაუძლეველი ძალის პირობებში შემოსავლების სამსახურის მოქმედების ფარგლებს.
მაშინ, როდესაც შპს-ებმა საქმიანობა შეწყვიტეს ხანგძლივი დროის განმავლობაში ზემდგომი ორგანოს მითითებისამებრ, ბუნებრივია, ვერც მოსალოდნელი 2021 წლის სანებართვო მოსაკრებლის გადახდას შეძლებდნენ კვარტლის დასაწყისში. შესაბამისად, ამგვარი ვითარება ითვლება ფორსმაჟორად და კანონმდებლის მიერ უნდა იქნეს რეგლამენტირებული ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობა, რაც დღეის მდგომარეობით არ გვაქვს სახეზე და სისტემურად ირღვევა მოსარჩელეების კონსტიტუციური უფლებები.
ამდენად, რადგან მითითებული სადავო ნორმა არ ადგენს დაცულ უფლებაში ჩარევის ფარგლებს, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითნებობის რისკებს ზრდის და არაგონივრულად ზღუდავს მოსარჩელეების ლეგიტიმურ უფლებებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს ერთ-ერთ საქმეში: ,,...განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმების ხასიათი, ის, თუ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად რა გზას ირჩევს კანონმდებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, გაემიჯნოს ისეთ სინამდვილეს, რომლის მიხედვითაც, მიზანი ამართლებს საშუალებას. თუკი კანონმდებელი აჰყვება ამგვარ ცდუნებას, ამით დაირღვევა ღირებულებათა წესრიგი და სამოქალაქო ბრუნვაში უსამართლობა დაისადგურებს. ადვილი შესაძლებელია, რომ მაღალი ღირებულების სიკეთე შეეწიროს უმნიშვნელო ღირებულების სიკეთეს. ეს რომ არ მოხდეს და შენარჩუნდეს ღირებულებათა წესრიგი, კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას. ვარგისიანობა ობიექტური გარემოებებითაა განსაზღვრული და იგი გულისხმობს გამოყენებული საშუალების უნარიანობას ლეგიტიმური მიზნის მიღწევაში. როცა საშუალება უვარგისი ხდება არა მისი გამოყენების პროცესში, არამედ თავიდანვეა ასეთი, მაშინ ადგილი აქვს საშუალების აშკარა
უვარგისობას’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის 1/2/411
გადაწყვეტილება, II-10). „სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მეწარმე სუბიექტები გარეშე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში. ყველა უფლებას თავისი შეზღუდვის საფუძველი აქვს და გამონაკლისი არც თავისუფალი მეწარმეობის უფლებაა.“ ადმინისტრაციული ჩარევა მიიჩნევა სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვად. „ვინაიდან, რეგულირების გზით, იზღუდება მეწარმის ნების თავისუფლება, სახელმწიფო ვალდებულია, ისე განსაზღვროს რეგულირების ფარგლები, როგორც ამას გააკეთებდა ყველაზე კეთილსინდისიერი მეწარმე შესაბამისი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით, მოხდება არა მარტო ცალმხრივად მომხმარებლის ინტერესების დაცვა, არამედ მეწარმის ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებაც. ინტერესთა ასეთი დაბალანსება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი პირობაა. ყველა შემთხვევაში, რეგულირებამ არ უნდა გამოიწვიოს ბრუნვის მონაწილეთა გაუცხოება ამ ბრუნვისაგან“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის 1/2/411 გადაწყვეტილება, II-8). „ნებისმიერი ნორმატიული ჩარევა, რომელიც გაუცხოვდება და დაუპირისპირდება ბაზრის ბუნებრივ კანონებს, ხელოვნურად თავსმოხვეული და არაეფექტიანი იქნება.’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II-19). გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, რადგან სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები მომეტებულად ზღუდავს მოსარჩელეების მეწარმეობის უფლებებს, ხსენებული რეგულირება არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გზას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, პირიქით, პირდაპირ წირავს მეწარმე სუბიექტებს და რიყავს სამოქალაქო ბრუნვიდან იმ ფონზე, როცა ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და სწორედ სახელმწიფოს მითითების შესრულების გამო აღმოჩნდნენ ბიზნეს საქმიანობის მიღმა. ამგვარად, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს მითითებული ნორმატიული შინაარსი. დასახელებული დებულებით მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. „თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს მათ საქმიანობაში სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, მათ შორის, შერჩევითი საფუძვლით რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის სარგებლის მინიჭებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის N2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-5,6,7.).“ მოცემულ შემთხვევაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით მუშაობის დაშვებამ ვებგვერდის მფლობელები არსებითად უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე მოსარჩელეები, რომლებსაც საქმიანობის უფლება მთლიანად აეკრძალათ და შემოსავლის წყაროს არ არსებობის გამო ვერც მოსალოდნელი სანებართვო მოსაკრებელი ვერ გადაიხადეს. ამგვარი შერჩევითი მიდგომით სწორედ დასახელებული შპს-ები დაზარალდნენ და სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი „სიცოცხლის“ დაცვა, რაც მის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. „სამართალში აღიარებული თანაზომიერების პრინციპის თანახმად, სახელმწიფოს მოქმედება უნდა იყოს დასახული მიზნის მისაღწევად დასაშვები, აუცილებელი, მინიმალური ზიანის მომტანი, უფლების შეზღუდვა შეზღუდვის მიზანთან პროპორციული. საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტის კონსტიტუციურობის შეფასებისას
მხედველობაში იღებს აღნიშნული პრინციპის მოთხოვნებს.“ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიმართ სანქციების გამოყენება განპირობებული იყო სახელმწიფოს აღმატებული ინტერესის არსებობით, რომელიც ვერ იღებდა 2021 წლის სანებართვო მოსაკრებელს და ზიანდებოდა ფინანსური თვალსაზრისით. ამგვარმა მიდგომამ მოსარჩელეები სრულიად განდევნა სამეწარმეო საქმიანობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ რეგულაციებს კეთილსინდისიერად დაემორჩილნენ. თუმცა, სახელმწიფომ ამგვარი კანონმორჩილება მათსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ასეთი თვითნებური ჩარევა სახელმწიფოს ინტერესის სახელით არღვევს ეკონომიკური უსაფრთხოების განცდას ბიზნეს სუბიექტებში. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლების განხორციელება, რაც მის ვალდებულებას წარმოადგენდა და არაეფექტური ნორმატიული რეალობით ხელყო მათი არსებობა. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს სადავო აქტის დასახელებული ნორმატიული შინაარსი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლ პუნქტთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულია საკუთრების საყოველთაო უფლება. „...კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 5, 6). საკონსსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას’’ ( (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). „ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას’’ („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, N2/1/877, II – 15). სადავო ნორმა ერთობლივად ზღუდავს ნებართვის მფლობელების თავისუფლებას, თავისუფლად სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკუთარ ქონებას, აკისრებს მათ ფინანსურ ტვირთს და ადგენს ამ ფინანსური ტვირთის ოდენობის გადახდის წესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას. საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგება, როდესაც შესაბამისი წლისთვის გადახდილი სოლიდური მოსაკრებელი, საქმიანობის სახელმწიფოს მიერ შეჩერების გამო, ფაქტობრივად გამოუყენებელი რჩება და ნებართვის მფლობელებს არ ეძლევათ საშუალება, ან დაიბრუნონ წინსწრებით გადახდილი თანხა ან ჩაითვალოს საქმიანობის განახლების შემდგომ პეროდში გადასახდელ მოსაკრებელში. ნებართვის მფლობელებისთვის იმგვარი ფინანსური ტვირთის დაწესება, როდესაც კვარტლის დასაწყისში გადახდილი მოსაკრებელი ვერ გამოიყენა საქმიანობის უფლების შეზღუდვის გამო და საქმიანობის განახლებისას კვლავ ავალდებულებს სახელმწიფო, გადაიხადოს მომდევნო წლის მოსაკრებელი, არაკონსტიტუციურია. ამავდროულად, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების განმსაზღვრელი წესი შეიცავს კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს, ვინაიდან ფორსმაჟორის პირობებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების არარსებობის გამო იქმნება სხვადასხვა სათამაშო ბიზნეს საწარმოსთვის განსხვავებული ვითარება, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომუშავე სუბიექტები უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, ვიდრე მოსარჩელეები, რომლებსაც ვებგვერდის სისტემის არ ქონის გამო ფაქტობრივად სრულად აეკრძალათ ლიცენზირებული საქმიანობის უფლება, რითაც ისინი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ და შეეზღუდათ კონკურენცია. „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დაუძლეველი ძალის პირობებში გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ წესს ფორსმაჟორთან მიმართებით, ნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტმა რეგულარულად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მიერ შესრულებულ ფინანსურ ვალდებულებას არ მოჰყვეს ამ ვალდებულების შესაბამისი შედეგი, რაც გამოიხატება ლიცენზირებული საქმიანობის უფლების რეალიზებაში. აღნიშნული კი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას და დაუსაბუთებლად ზღუდავს იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. გამომდინარე აქედან, სადავო ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლება აბსოლუტური არ არის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევა მხოლოდ ფორმალური და მატერიალური კრიტერიუმების დაცვით არის შესაძლებელი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიზნებისთვის მოსაკრებელი „კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-27). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები არ ადგენს ფორსმაჟორის შემთხვევაში წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს და სადავო ნორმა შეიცავს მოსარჩელეთა საკუთრების არაგონივრულად შეზღუდვის რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო ნორმის დასახელებული ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურ შედეგებს იწვევს, უნდა გაუქმდეს.
4.„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობა:
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ფაქტობრივად და სამართლებრივად მსგავს მდგომარეობაში მყოფი სუბიექტების მიმართ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანაბარი სამართლებრივი გარანტიები და გონივრულად დააბალანსოს სამართლებრივი სიკეთეების ინტერესები. მოსარჩელეთა უფლებების შელახვა გამოიწვია სადავო აქტით დადგენილმა წესმა, რომელიც არ ითვალისწინებს განსაკუთრებული გარემოებების ვითარებაში სახელმწიფოს მოქმედების ფარგლებს და ზრდის მისი მხრიდან თვითნებობის გამოვლინების რისკებს, რაც წინამდებარე შემთხვევაში რეალიზებულია. სახელმწიფო ორგანომ სანებართვო პირობების დარღვევად ჩათვალა ვითარება, როდესაც თავად მის მიერ აეკრძალათ საქმიანობის უფლება და შემოსავლის წყაროს არ არსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, მით უფრო, რომ საქმიანობის შეწყვეტამდე გადახდილი მოსაკრებელი გამოუყენებელი დარჩა. ამგვარად, უნდა გაუქმდეს მითითებული მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გაუმართლებელ ზიანს აყენებს მეწარმე სუბიექტების კონსტიტუციურ გარანტიებს და ესპობათ ბაზარზე არსებობის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.“ „საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება [...] წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგიტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). სახელმწიფომ ვერ შეძლო ბაზარზე შეენარჩუნებინა „სიცოცხლისუნარიანი“ მეწარმეების არსებობა და სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსზე აპელირებით დაუსაბუთებლად შელახა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ გასცა დირექტივა, შეეწყვიტათ საქმიანობა და წარმოიშვა ობიექტურად არსებული რეალობა, რომლის გათვალისწინებაც ბიზნეს სუბიექტებს არ შეეძლოთ, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენდა, ხელი შეეწყო, არა თუ გაედევნა მოსარჩელეები. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტები არ ითვალისწინებს დათქმებს მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად მოესპოთ შპს-ებს შესაძლებლობა, დაეცვათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები. ამდენად, უნდა გაუქმდეს დასახელებული ნორმატიული შინაარსი.
„თავისუფალი მეწარმეობის დაცვა და კონკურენციის განვითარება უზრუნველყოფს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური აგენტების საქმიანობას, რაც თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების არსებითი წინაპირობაა. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგება. „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგიტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3)“(შპს "თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია", შპს "გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმი", შპს "ახალი ქართული გიმნაზია" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ). სახელმწიფოს მიერ სათამაშო ბიზნესის ფიზიკურად განხორციელების აკრძალვამ და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამეწარმეო საქმიანობის დაშვებამ, ხანგძლივი დროის განმავლობაში გარიყა მოსარჩელეები სამოქალაქო ბრუნვიდან. ამგვარმა შერჩევითმა მხარდაჭერამ დაარღვია თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება, ზოგადად ბაზრის სტრუქტურა. „შერჩევითი საფუძვლით ეკონომიკური აგენტისთვის/აგენტებისთვის სარგებლის მინიჭება ცვლის როგორც სარგებლის მიმღები, ასევე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ეკონომიკური აგენტების მდგომარეობას. ასეთი პირობების შექმნა აუმჯობესებს კონკრეტული ეკონომიკური აგენტის (ეკონომიკური აგენტების ჯგუფის) საბაზრო მდგომარეობას და მას ამავე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელ სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. სახელმწიფოს ჩარევის შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და უარესდება იმ ეკონომიკური აგენტების საბაზრო მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სარგებელს არ იღებენ“ (შპს "თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია", შპს "გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმი", შპს "ახალი ქართული გიმნაზია" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ). დასახელებული აქტის სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ დასახელებული მიზნის მიღწევის გონივრულ საშუალებად. „ამ გზის უვარგისობა მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ იგი იწვევს წვრილი კომპანიების ბაზრიდან განდევნას და მათი სამეწარმეო თავისუფლებისა და საკუთრების უსაფუძვლო შეზღუდვას, არამედ იმაშიც, რომ მისი გამოყენებით, რიგ შემთხვევებში, საერთოდ შეუძლებელია კანონმდებლის მიერ დასახული მიზნების მიღწევა. ეს ფაქტი იწვევს კანონმდებლის არა მარტო საშუალებისადმი გაუცხოებას, არამედ მიზნისგან გაუცხოებასაც. ვინაიდან, ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნის და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული.“ (შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-29). გამომდინარე აქედან, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი დასახელებული სადავო მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; აგრეთვე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლ პუნქტთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულია საკუთრების საყოველთაო უფლება. „...კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 5, 6). საკონსსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას’’ ( (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). „ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას’’ („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, N2/1/877, II – 15). სადავო ნორმა ერთობლივად ზღუდავს ნებართვის მფლობელების თავისუფლებას, თავისუფლად სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკუთარ ქონებას, აკისრებს მათ ფინანსურ ტვირთს და ადგენს ამ ფინანსური ტვირთის ოდენობის გადახდის წესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას. საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგება, როდესაც შესაბამისი წლისთვის გადახდილი სოლიდური მოსაკრებელი, საქმიანობის სახელმწიფოს მიერ შეჩერების გამო, ფაქტობრივად გამოუყენებელი რჩება და ნებართვის მფლობელებს არ ეძლევათ საშუალება, ან დაიბრუნონ წინსწრებით გადახდილი თანხა ან ჩაითვალოს საქმიანობის განახლების შემდგომ პეროდში გადასახდელ მოსაკრებელში. ნებართვის მფლობელებისთვის იმგვარი ფინანსური ტვირთის დაწესება, როდესაც კვარტლის დასაწყისში გადახდილი მოსაკრებელი ვერ გამოიყენა საქმიანობის უფლების შეზღუდვის გამო და საქმიანობის განახლებისას კვლავ ავალდებულებს სახელმწიფო, გადაიხადოს მომდევნო წლის მოსაკრებელი, არაკონსტიტუციურია. ამავდროულად, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების განმსაზღვრელი წესი შეიცავს კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს, ვინაიდან ფორსმაჟორის პირობებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების არარსებობის გამო იქმნება სხვადასხვა სათამაშო ბიზნეს საწარმოსთვის განსხვავებული ვითარება, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომუშავე სუბიექტები უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, ვიდრე მოსარჩელეები, რომლებსაც ვებგვერდის სისტემის არ ქონის გამო ფაქტობრივად სრულად აეკრძალათ ლიცენზირებული საქმიანობის უფლება, რითაც ისინი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ და შეეზღუდათ კონკურენცია. „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დაუძლეველი ძალის პირობებში გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ წესს ფორსმაჟორთან მიმართებით, ნიშნავს, რომ ბიზნესსუბიექტმა რეგულარულად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მიერ შესრულებულ ფინანსურ ვალდებულებას არ მოჰყვეს ამ ვალდებულების შესაბამისი შედეგი, რაც გამოიხატება ლიცენზირებული საქმიანობის უფლების რეალიზებაში. აღნიშნული კი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას და დაუსაბუთებლად ზღუდავს იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. გამომდინარე აქედან, სადავო ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლება აბსოლუტური არ არის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევა მხოლოდ ფორმალური და მატერიალური კრიტერიუმების დაცვით არის შესაძლებელი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიზნებისთვის მოსაკრებელი „კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-27). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები არ ადგენს ფორსმაჟორის შემთხვევაში წინსწრებით გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ან მომდევნო გადასახდელ მოსაკრებელში ჩათვლის წესს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს და სადავო ნორმა შეიცავს მოსარჩელეთა საკუთრების არაგონივრულად შეზღუდვის რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო ნორმის დასახელებული ნორმატიული შინაარსები არაკონსტიტუციურ შედეგებს იწვევს, უნდა გაუქმდეს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა