თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1646 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ლომიძე |
თარიღი | 17 აგვისტო 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118 1 მუხლი - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1 პუნქტი - საკუთრების უფლება 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 და 313 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ
როგორც რიგით საქართველოს მოქალაქეს ჩემის საკუთრების უფელბა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლით. ხდება რა ჩემი საკუთრების უფლებაში, სადავო ნორმით პირდაპირი და უშუალო ჩარევა მე კონსტიტუციის 19 დაცვის სფეროში ვექცევი და შესაბამისად უფლებამოსილი ვხდები დავა ვაწარმოვო საკონსტიტუციო სასამართლოში.
გ) განსჯადობა
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიერ შემოტანილი სარჩელი ჩემს ძირითად უფლებებათან მიმართებით კონკრეტული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას ეხება, ასეთი ტიპის დავის განსჯადი სასამართლო, კონსტიტუციის 60 მუხლის 4 ნაწილის ა) პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოა.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
შესავალი
მოგახსენებთ რომ ჩემს საკუთრებაში მყოფი ავტომობილის ტოიოტა პრიუს, სახელმწიფო ნომრით იუ995ui მართვისას დავჯარიმდი 40 ₾ ოდენობით 14.06.2021 წელს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181. მუხლის საფუძველზე (ქვითრის ნომერი: ავ007499896), უსაფრთხოების ღვდის გამოუყენებლობის გამო.
ა) დაცვის სფერო
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს წინააღდეგ მიმართული აქტი ჩემი ქონების შეზღუდვას/ჩამორთმევას ეხება ხოლო კონსტიტუციის 19 მუხლი საკუთრების უფლების დაცვას ემსახურება მე ამ ნორმის დაცვის სფეროში ვხვდები.
ბ) შეზღუდვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181. მუხლი ითვალისწინებს ქონების შეზღუდვას ადრესატზე ჯარიმის დაკისრების მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიდეოჯარიმა ჩემს წინააღმდეგ იქნა გამოცემული რომელიც ჩემი ქონების შემცირებისკენ არის მიმართული, საკუთრების უფლებაში პირდაპირი და უშუალო ჩარევა სახეზეა.
გ) შეზღუდვის გამართლება
შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვლება თუ ამას თავად კონსტიტუცია ითვალიწინებს და თავად ნორმა ფორმალურად და მატერიალურად გამართულია.
აა) კოსნსტიტუციის 19 მუხლის 2. პუნქტი უშვებს საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონის ფარგლებში, ჩვენს შემთხვევაში ასეთ კანონად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181. გვევლინება.
ბბ) ფარომალური და მატერიალური კანონიერება.
ამ ნაწილში მატერიალურ კანონიერებაზდ გავამახვილებ ყურადღებას. ნორმა მატერიალურად კანონიერად ჩაითვლება თუ იგი თანაზომიერების პრინციპის დაცვით იქნა მიღებული. თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამავე დროს თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორეს არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.
დანაშაული ჩადენის შემთხვევაშიც დამნაშავე უნდა დაისაჯოს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად, დაუშვებელი მისი უფრო მკაცრად დასჯა ვიდრე ამას იმსახურებს. ასევე დაუშვეებელია მოქალაქის რომელმაც უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრება ვიდრე მსუბუქი დანაშაული ჩამდენისთვის.[1]
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181. ში სწორედ ასეთ ანომალიასთან გვაქვს საქმე.
კერძოდ ავტოსატრანსპორტო მიმოქცევაში, რომლის წესების ერთერთ მარეგულირებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გვევლინება, არსებობს დარღვევები როდესაც მძღოლი თავისი არასწორი მოქმედებით საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს ასევე სხვა პირებსაც და ისეთი რომელითაც მხოლოდ საკუთარ თავს აგდებს საფრთხეში.
ზემოთ ნახსენები პრინციპის მიხედვით მძღოლი რომელიც საკუთარ თავსაც და სხვასაც აგდებს საფრთხეში უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს კანონით ვიდრე ის მძღოლი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს აგდებს საფრთხეში.
ჩემს შემთხვევაში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობით საკუთარი თავის გარდა სხვა ავტოსატრანსპორტო მოძრაობაში არავისთვის შემიქმნია საფრთხე. შესაბამისად გაურკვეველია, რატომ უნდა ვჯარიმდებოდე იმაზე მეტი თანხით ვიდრე პირველ ვარიანტში ჯარიმდებიან მოქალაქეები.
თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს:
- მაგალითად ავტომობილით მოძრაობის დროს მობილური ტელეფონით საუბარის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118 სეკუნდა მუხლი
30 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, როდესაც ამ ნორმის დარღვევით - საჭესთან უყურადღებობით - მძღოლი არამარტო საკუთარ თავს არამედ სხვა პირებსაც უქმნის სიცოცხლის ან დაზიანების საფრთხეს.
ან თუნდაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119 მუხლის 3 პუნქტის მიხედვით, რომლის დროსაც გაუმართავი ავტომობილით ბუნების დაბინძურება და ადამინების მავნე აირებით მოწამვლა უფრო ნაკლებ დარღვევად ითვლება და 30 ლარით ჯარიმდება
ან ამავე ნორმის 2 პუნქტის მიხედვით სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო ჯარიმა, რომლის დროსაც საფრთხე ექმნება ასევე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და პირი მხოლოდ 15 ლარით ჯარიმდება.
სამივე მაგალითიდან გამომდინარე ცალსახაა , რომ ღვედის გარეშე ავტომობილის მართვა უფრო მცირედ დარღვევას წარმოადგენს - საფრთხის არეალის სიმცირის გამო, თუმცა სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე უფრო მკაცრია.
შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181. გათვალისწინებული ჯარიმა 40 ლარის ოდენობით არაპროპორციულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით.
აქედან გამომდინარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181. მუხლი მატერიალურად გაუმართავია და ამ ნორმით ჩემი საკუთრების შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული.
ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 1181. მული შესაბამისად არაკონსტიტუციურია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი
[1] გამომდინარე იქიდან რომ სისხლის სამართალის კოდექსი და ადმინისტრაცილი სამართალდარღვევათა კოდექსი ერთამანეთთან ყველასზე ახლოს მდგომი სფეროებია და მათ შორის განსხვეება მხოლოდ უკანონო ქმედების სიმძიმეშია, რა პრინციპიებიც სისხლის სამართალში გამოიყენება იგივე პრინიციპი მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი