ლაშა შუკაკიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1665 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა შუკაკიძე |
თარიღი | 8 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. .საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილების მე- 33 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ‘’ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის „მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას’’ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 , მე-11, მე-12, მე-14 და მე-16 მუხლები |
2. იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილების მე- 33 მუხლის მე-2 ნაწილი: ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს. დასაქმებული პირებისთვის დასაქმების ობიექტებზე დაშვებისათვის, ასევე 18 წლამდე პირებისათვის ამ წესებით განსაზღვრული „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნა სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 , მე-11, მე-12, მე-14 და მე-16 მუხლები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის დასაშვებობის ერთ–ერთი საფუძველი არის ასევე ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - ფიზიკური პირის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-9, 11, 12, 14, და 16 მუხლები
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
თ)გადახდილი არის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი.
2021 წლის პირველ დეკემბერის ,,იზოლაციის და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ მთავრობის
დადგენილებაში N322 ძალაში შევიდა ცვლიება რომლის თანახმადაც მოქალაქეების დაყოფა მოხდა ორ ნაწილად.
1.მოქალაქეები რომლებიც ფლობენ მწვანე სტატუს, და 2. მოქალაქეები რომლებიც არ ფლობენ მწვანე სტატუსს.
აღნიშნული განკარგულების თანახმად მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მწვანე სტატუს სახელმწიფოში აქვთ მინიჭებული პრივილეგიები, ცხოვრების ყოფიერებისა და გადაადგილების განუსაზღვრელი უფლება და თავისუფლება, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. თავისუფლად სარგებლობენ იმ
პრივილეგიებითა და კერძო თუ სახელმწიფო სიკეთეებით რაც არსებობს სახელმწიფოში და
გათვალისწინებულია აქ მცხოვრები საზოგადოებისთვის.
ხოლო ადამიანებს რომლებსაც არ გაჩნიათ მწვანე სტატუსი შეზღუდული აქვთ გადადგილების,
ცხოვრების ყოველდღიური ყოფიერებისთვის საჭირო საჯარო თუ კერძო სივრცებით სარგებლობის უფლება აგრეთვე თავისუფლად ვერ სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და კერძო თუ სახელმწიფო სიკეთეებით რაც არსებობს სახელმწიფოში და გათვალისწინებულია აქ მცხოვრები საზოგადოებისთვის.
მე როგორც მწვანე სტატუსის არ მქონე მოქალაქეს მეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილების, თანასწორობის, განათლების, თავისუფალი განვითარების უფლება.
მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადაოდ გამხდარი დადგენილების
შესაბამისობაზე კონსტიტუცის მე-9, 11, 12, 14, და მე-16 მუხლებთან მიმართებაში.
ვინაიდან სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა
მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე. მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური
სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
გასაჩივრებული მთავრობის დადგენილება N322 დისკრიმინაციის მოქალაქეთა დაყოფის და უთანასწორობის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს და ვიმედოვნებ, რომ სასამართლოს მხრიდან ამის აღიარება ადრე თუ
გვიან აუცილებლად მოხდება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების არსი და მისი წანღმდეგობა კონსტიტუცისთან მიმართებაში
2021 წლის პირველ დეკემბერს იზოლაციის და კარანტონის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის
დადგენილებაში N322 ძალაში შევიდა ცვლილება რომლის თანახმადაც:
მე-33 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ფიზიკური პირისთვის მწვანე სტატუსის მინიჭების
სტანდარტებს. ანიჭებს, მწვანე სტატუს რის შემდეგადაც პირს ეძლევა განსაკუთრებული სტატუსი და უფლებები სხვა სტატუსის არმქონე პირებთან მიმართებაში. სრულად და შეუზღუდავად ისარგებლოს ყველა იმ კერძო და სახელმწიფო სიკეეთებით, რაც სახელმწიფოში არსებობს და კანონის შესაბამისად ხელმისაწვდომია ამ სახელმწიფოში მცხოვრები საზოგადოებისთვის.
კერძოდ მე-33 მუხლის პირველი ნაწილი, ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა
და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც
აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას:
მწვანე სტატუსის მინიჭება მოქალაქისთვის და ამ ფორმით საზოგადოებისა და ადამიანების დაყოფა პირდაპირ ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუცის მე-11 მუხლით გამტკიცებულ თანასწორობის უფლებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია მათი დაყოფა:
რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მითუმეტეს მწვანე სტატუსის მქონე და ამ სტატუსის არმქონე პირებად და მწვანე სტატუსის მქონე პირებისთვის პრივილეგიების მინიჭება. მწვანე სტატუსის არმქონე მოქალაქების მიმართ კი სახეზე გვაქ დისკრიმინაცია რომელიც ასევე აკრძალულია საქართველოს კონსტიტიუცის 11 მუხლის პირველი ნაწილით.
იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება N322. მე-33 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს. დასაქმებული პირებისთვის დასაქმების ობიექტებზე დაშვებისათვის, ასევე 18 წლამდე პირებისათვის ამ
წესებით განსაზღვრული „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნა სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს.
მთავრობის დადგენილება N322. მე-33 მუხლის მე-2 პუნქტი ანტი კონსტიტუციურობა გამოიხატება შემდეგში, რომ კანონმა განსაზღვრა „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვებისა და დასაქმებული პირებისთვის დასაქმების ობიექტებზე დაშვების პირობები, რითაც უხეშად დაარღვია სტატუსის არმქონე პირების კონსტიტუცით გარანტირებული თანასწორობის უფლება კონსტიტუცის მე-11 მუხლი, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსტიტუციის მე-12 მუხლი და კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლად მიმოსვლის უფლება.
ვინაიდან მწვანე სტატუსის არ მქონე მოქალაქეებს არ აქვთ უფლება თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მათ შორის (კაფე-ბარებსა, კინო-თეატრებსა, მოლებსა) და კანონში ჩამოთვლილი სხვა დაწესებულებების ტერიტორიებზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა