თამარი მენაბდიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1669 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თამარი მენაბდიშვილი |
თარიღი | 11 იანვარი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების „1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას „ ის ნორმატიული შინაარსი რის თანახმადაც შესაძლებელია „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონება „ , დაკავშირებულად ჩაითვალოს ის პირი რომელიც არ მონაწილეობს და არც შეიძლება მონაწილეობდეს სისხლის სამართლის საქმეში საპროცესო კანონით დადგენილი სტატუსით,ან რაიმე პირდაპირ (ნათესაური, მეგობრული, სახელშეკრულებო და აშ) კავშირში იმყოფება ბრალდებულთან. |
საქართველოს კონსტიტუცია მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები „1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების „ 1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას- ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ყადაღა იქნეს გამოყენებული იმ ქონების მიმართ რომელიც არ არის ბრალდებულის ან ბრალდებულ პირთან კავშირში მყოფი პირის ქონება და ქონება რომლის წარმომავლობაც (რეგისტრირებული პირის და დროის მიხედვით) აშკარად ვერ იქნება დანაშაულთან რაიმე კავშირში ანდა მისი ექვივალენტური. |
საქართველოს კონსტიტუცია მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები „1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის. „ა“ ქვეპ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქ.-ს ორგანული კანონის“- მე-19 მუხლის პირველი ნაწ. „ე“ ქვეპ., 39-ე მუხლის პირველი ნაწ. „ა“ ქვეპ., 31-ე -313 -ე მუხლი .
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის შეესაბამება „საკონსტუტიციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით“ დადგენილ მოთხოვნებს რომლის შესაბამისადაც უნდა იქნეს შედგენილი იგი (მუხლი 311 ), ხოლო მოსარჩელე თამარი მენაბდიშვილი წარმოადგენს სარჩელის მიმართვის მქონე უფლებამოსილ პირს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი- (საკუთ, საკონსტ. სასამართლოს შესახებ მუხლი 39)
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 აგვისტოს, სს საქმე N 12/15455-21, მიღებული განჩინებით -ყადაღის დადების თაობაზე, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, დაკმაყოფილდა საქ. გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ცოტნე ცერცვაძის შუამდგომლობა ყადაღის დადების თაობაზე და დაყადაღებული იქნა, სავარაუდო ბრალდებულად პასუხისგებაში მისაცემი პირის „მოძიებამდე“ ზურაბ ლალიაშვილის მოძრავი ქონება და მისი „დედის „ სახელზე რეგისტრირებული NISSAN VERSA მარკის ა/მანქანა სახ.ნომრით EE195QQ ვინ.კოდით 3N1CN7APP1FL940941, ასევე VOLKSWAGEN GG LUX მარკის ა/მანქანა ს სახ.ნომრით MA115RI ვინ.კოდით WVWHL73G09E540067 და ამავე პირის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელი ბინას, მდებარე ქ.თბილისი ვარკეთილის მე-4 მ/რ-ი მე-2 რიგი, კორპ. 2, ბინა # 67, 85 კვ.მ ფართობით, ს.კ 01.19.36.011,001.01.067.
განჩინება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში აწ მოსარჩელე მხარის არგუმენტების წარდგენით.
სააპელაციო სასამრთლოს მიერ 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება, ადამიანის ძირითად უფლებათა უფრო მკვეთრი დარღვევით, კანონის ინტერპრეტირებული დასაბუთების გზით დარჩა უცვლელი., რისი გათვალისწინებით მოსარჩელე თამარ მენაბდიშვილი წარმოადგენს სასამართლოსთვის მომართვის მქონე უფლებამოსილ სუბიექტს.
ამასთან, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღების საფუძვლები
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე თამარ მენაბდიშვილის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დარღვევა გამომდინარეობს გასაჩივრებული ნორმის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსიდან, რაც იძლევა არა მხოლოდ არაერთგვარი, არამედ, არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
საქმის ფაქტობრივი გარემოება 2021 წლის 20 აგვისტოს საქმე N 12/15455-21, მიღებულ განჩინება -ყადაღის დადების თაობაზე და იმავე საკითხზე 2021 წლის 21 სექტემბერის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის, საქმე N 1გ/1592-21 განჩინებაში მდგომარეობს.
2021 წლის 20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე (მათ შორის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, გარეშე ) დაკმაყოფილდა საქ. გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ცოტნე ცერცვაძის შუამდგომლობა ყადაღის დადების თაობაზე, რის თანახმადაც ყადაღა დაედო სს საქმეში, ბრალდებულის „მოძიებამდე“, როგორც ზურაბ ლალიაშვილის, ასევე დედის საკუთრებას- მის სახელზე რეგისტრირებულ NISSAN VERSA მარკის ა/მანქანა სახ.ნომრით EE195QQ ვინ.კოდით 3N1CN7APP1FL940941, ასევე VOLKSWAGEN GG LUX მარკის ა/მანქანა ს სახ.ნომრით MA115RI ვინ.კოდით WVWHL73G09E540067 და ამავე პირის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ.თბილისი ვარკეთილის მე-4 მ/რ-ი მე-2 რიგი, კორპ. 2, ბინა # 67, 85 კვ.მ ფართობით, ს.კ 01.19.36.011,001.01.067.
განჩინების სამართლებრივი დასაბუთება მითითებულია, რომ არსებობს საკმარისი მონაცემები, ფაქტებისა და ინმფორმაციის ერთობლიობა, რომელიც დაკავშიებულია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, წარდგენილია პროკურორის მიერ და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შესაბამისად ასაბუთებს, რომ საქმე უკავშირდება დანაშაულებრივ გზებს, დანაშაულებრივია. არსებობს მათი გადამალვის საშიშროება და ჩამორთმევის უზრუნველყოფისათვის იკვეთება აღნიშნული ყველა ქონების დაყადაღების აუცილებლობა (იხ. გადაწყვეტილება გვ6, მე-2 აბზაცი).
განჩინება გასაჩივრებული იქნა ზურაბ ლალიაშვილისა და დედის თამარ მენაბდიშვილის მიერ, მათ შორის თ. მენაბდიშვილის მიერ ფაქტობრივი გარემოება -გამოყენებული ყადაღის საფუძვლების უკანონობის დასასაბუთებლად, უძრავი ქონება ბინა -მდებარე ქ.თბილისი ვარკეთილის მე-4 მ/რ-ი მე-2 რიგი, კორპ. 2, ბინა # 67, 85 კვ.მ ფართობით, ს.კ 01.19.36.011,001.01.067, მითითებული იქნა, რომ დაყადაღებული ქონება წარმოადგენდა ოჯახის საკუთრებას 2003-2004 წლიდან, რაც 2020 წლიდან რეგისტრირებულია თამარი მენაბდიშვილის სახელზე განქორწინების ფაქტიდან გამომდინარე, ამასთან, თ.მენაბდიშვილის მითითებით მისთვის სრულიად უცნობია თუ რას ან ვის უკავშირდება ხსენებული სს საქმე და მისი შვილი დაკავშირებულია თუ არა და რა სახით არის დაკავშირებული სავარაუდოდ ბრალდებულად მისაცემ პირთან, რომელზეც არავითარი წარმოდგენა არა აქვს და ვერც ექნება.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის, საქმე N 1გ/1592-21 გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე სრულად, ამასთან, ყადაღის დადების ნებისმიერი პირის ქონებასთან დაკავშირებით დასასაბუთებლად მოხმობილია ამავე (სსსკ-ის 151-ე) მუხლის მესამე ნაწილზე, რომ „ყადაღის დადების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს, ამავე მუხლის, მესამე ნაწილის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ასევე შეუძლია ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ე.ი ყადაღა შეიძლება დაედოს ნებისმიერი პირის იმ ქონებას, რომლის მიმართაც შესაძლოა ჩადენილია დანაშაული, მიუხედავად ამ ქონების მესაკუთრისა და მფლობელისა საპროცესო სტატუსისა, ანუ აუცილებელი არაა, რომ ქონების მესაკუთრე ან მფლობელი იყოს ბრალდებული, გადამწყვეტია არა ქონების მესაკუთრის ან მფლობელის სტატუსი, არამედ დასაბუთებული ვარაუდის საკმაო მონაცემების, გონივრული ეჭვის არსებობა, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ (სააპელაციო გადაწ. მე-5 გვ. 1 აბზ.).
სასამართლო ასევე უთითებს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი „ფაქტებისა“ და ინმფორმაციის ერთობლიობაზე, რომ ჩადენილია დანაშაული საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, არაერთი პირის მონაწილეობით, ხოლო ბრალდებულად პასუხისგებაში მისაცემი პირი ან/და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიება ვერ მოხერხდა (სააპელაციო გადაწ. 5 გვ. მე-2 აბზ.).
სააპელაციო გადაწყვეტილება მათ შორის თამარი მენაბდიშვილის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ფაქტზე რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, უთითებს რომ საჩივრის ავტორის „მოსაზრება“ არ შეესაბამება გამოძიების მიერ ამჟამად დადგენილ გარემოებებს (გადაწ. 6 გვ. 1 აბზაცი).
მოსარჩელე თამარ მენაბდიშვილის მიერ მიმართული იქნა მოტივირებული განცხადებით ქონებაზე არასწორად მოთხოვნილი ყადაღის შუამდგომლობის გამო საქ.-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამართველოსთვის, რისი პასუხითაც დგინდება, რომ საგამოძიებო სამსახური აწარმოებს სს საქმეს 214-ე მუხლით, ხოლო თუ ვის მიმართ უცნობია.
მხარის მიერ გამოთხოვილი იქნა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ -განმარტებითი ბარათი და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მათი განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერები. ხოლო, მიღებული დოკუმენტები არ იძლევა სადაო ნორმაზე კომპეტენტური აზრის შექმნის შესაძლებლობას.
სამართლებრივი გარემოებები:
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის „საკუთრების უფლება“, პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად; „1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151 -ე მუხლის „ქონებზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი“ პირველი ნაწილის შესაბამისად„ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე „.
წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის „სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“, იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონება“, ბრალდებულდათან დაკავშირებულად ჩაითვალოს პირი რომელიც არ მონაწილეობს და არც შეიძლება მონაწილეობდეს სისხლის სამართლის საქმეში საპროცესო კანონით დადგენილი სტატუსით ან რაიმე პირდაპირ (ნათესაური, მეგობრული, სახელშეკრულებო და აშ) კავშირში იმყოფება (მითუმეტეს რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ბრალდბეული პირი)- და აგრეთვე ნორმის „თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ყადაღა იქნეს გამოყენებული იმ ქონების მიმართ რომელიც არ არის ბრალდებულის ან ბრალდებულ პირთან კავშირში მყოფი პირის ქონება ან/და ქონება რომლის წარმომავლობაც (რეგისტრირებული პირის და დროის მიხედვით) აშკარად ვერ იქნება დანაშაულთან რაიმე კავშირში (ასევე საყურადღებოა თავის მხრივ ექვივალენტური ქონების განსაზღვრება ვინაიდან, არ არის დადგენილი თუ ვის მიერ მოხდა დანაშაული და რა ოდენობის ექვივალენტური ქონებაა შესატყვისი ვინაიდან დაყადარებულია მაგ. თ.მენაბდიშვილის როგორც მოძრავი ასევე უძრავი ქონება).
არგუმენტაციისათვის უნდა აღინიშნოს რომ „ნორმა“ ეს არის არსებითი სახელი რომელიც აღნიშნავს -კანონს, დაკანონებულს, სავალდებულო წესს, ხოლო ნორმატიული -ზედსართავი სახელია - დამდგენს, ნორმატივის სახით არსებულს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, მომჩივანს „პრეტენზია“აქვს არა ნორმასთან არამედ მის ნორმატიულ -დამდგენ, აღქმით გაგებასთან (შინაარსთან) . ამასთან, აღსანიშნავია, რომ მართალია საკუთრების უფლება წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებას, თუმცა მასთან დაკავშირებული ყველა ნორმა ვერ იქნება ისეთივე ხანგრძლივი „ისტორიის“ მატარებელი, რომ ინდივიდუალური შემთხვევები აღარ საჭიროებდეს მსჯელობას, მითუმეტეს, რომ ნომათა შინაარსის „დადგენას“ და მის გამოყენებას ახდენს სასამართლო (მათ შორის არც თუ ხშირად დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არსებობდა აგრეთვე დღეს უკვე ძალადაკარგულად ცნობილი 1998 წლის სსს კოდექსში, თუმცა პრობლემა წარმოიშვა 2009 წლიდან, რასაც მათ შორის მოწმობს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართული სარჩელები მოცემულ მუხლთან დაკავშირებთ) .
სწორედ აქედან გამომდინარე, საინტერესოა, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო N2/16/1269 განჩინება, მისი როგორც აღწერილობითი ნაწილი (თუ რა ჩათვალა კოლეგიამ სხდომებზე მხარეთა მიერ გამოთქმული რისი მითითებაც აღნიშვნას საჭიროებდა)- „13. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების რეგულირების სფერო. მოწმემ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი არის სპეციალური ნორმა. დასახელებული დებულების საფუძველზე ყადაღის დადება დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებაზე, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი შედარებით ფართო ხასიათისაა. ის არ განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, შესაბამისად, ყადაღას შესაძლებელია დაექვემდებაროს ნებისმიერი პირის ქონება, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი ან/და იგი დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ორივე ზემოხსენებული დებულებით გათვალისწინებული ყადაღის გამოყენების მიზანი ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფაა და არა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომლის ჩამორთმევის შესაძლებლობა დადასტურებული იქნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით „ და განჩინების სამოტივაციო ნაწილი (გადაწყვეტილების საფუძველი)- „4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პრაქტიკაში გამოყენების ამსახველი განჩინებები. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთება, რომ საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე, შესაძლებელია სხვა დამატებითი გარემოებების არსებობის გარეშე დაედოს ყადაღა ბრალდებულისგან შეძენილ მესამე პირის ქონებას.“
საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში როგორც აღწერილობით ნაწილში ასევე სასამართლო სამოტივაციო ნაწილის საპირისპირო გადაწყვეტილებაზე (პრაქტიკაზე) მიუთითებს, როგორც საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს 21 სექტემბრის გადაწყვეტილება, კერძოდ მართალია სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებაში არ არის დეტალურად საუბარი თუ კანონის ანდა რომელ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება თუმცა იგი მაინც მცდარია, რაც სწორედაც რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელს ჰფენს სადაო ნორმის გაგების პრობლებმას, ვინაიდან გარდა იმისა რომ მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლო N2/16/1269 განჩინებაში, მოწმე პირი უთითებს საპირისპიროს, ასევე კანონით განსაზღვრულია რომ სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულად ცნობილი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონების დაყადაღება მხოლოდ შესაძლებელი, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილს რაც შეეხება ის მართალია არ განსაზღვრავს დაკავშირებულ პირთა წრეს რომელთა ქონებსაც შეიძლება რომ ყადაღა დაედოს თუმცა აღნიშნული ნაწილი არის უფრო კონკრეტული ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით და აკონკრეტებს დანაშაულის ჩამდენი პირის სტატუსს -მსჯავრდებული, რაც ლოგიკურია ვინაიდან მთლიანად ნორმა მიმართულია არა როგორც პრევენციული, აღმკვეთი ღონისძიება- ყადაღის გამოყენება, არამედ იგი უკავშირდება დაყადაღებული ქონების ჩამორთმევას, რის გამოც, სწორედ ნორმის ზუსტი ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე გამოყენებით უნდა იქნეს შესწავლილი როგორც ქონების ასევე მისი მეპატრონის ჩადენილ ( სავარაუდოდ ჩადენილი) დანაშაულთან ან დამნაშავე (სავარარაუდო დამნაშავე) პირთან კავშირი.
გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტისა, საკონსტიტუციო სასამართლო, მის მიერ მიღებული ხსენებული განჩინებით რომლითაც მართალია არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ „4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პრაქტიკაში გამოყენების ამსახველი განჩინებები. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთება, რომ საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე, შესაძლებელია სხვა დამატებითი გარემოებების არსებობის გარეშე დაედოს ყადაღა ბრალდებულისგან შეძენილ მესამე პირის ქონებას“ პრაქტიკულად გამორიცხავს, დღეს განსახილველი „შემთხვევის „შესაძლებლობას.
ამრიგად, ზემოთ მოყვანილი როგორც ფაქტების ასევე სამართლებრივი საფუძვლებით ნათელია, რომ სასამართლო 1) ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წყვეტს საკითხს ადამიანის კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლება-საკუთრებასთან, მიმართებაში, შემდგომი ჩამორთმევის მიზნით, ისე რომ უფლება შეზღუდული პირისთვის უცნობია, ღონისძიება-ყადაღის გამოყენების საფუძვლები და 2) სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უჭირს გამიჯნოს სსსკ-ის 151 -ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დადგენილი წესების მოთხოვნები.
აქვე, დაუსაბუთებლად გამოყენებული ყადაღის, როგორც მნიშვნელოვნად დარღვეულ უფლებაზე საუბრისას შეუძლებელია არ იქნეს მითითებული სსსკ-ის 158-ე მუხლზე "ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა“, რის თანახმადაც „ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე“ რა ეტაპებიც მოიცავს ზოგიერთ შემთხვევაში არა მაგ. 9 თვეს (ბრალდებულად ყოფნის დრო) არამედ წლობით პერიოდს და აგრეთვე საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებისა და გადაწყვეტის საკითხზე (სსსკ-ის 144-ე მუხლის 3 ნაწ. და 207-ე მუხლები).
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ საკუთრების უფლების შეზღუდვის დაშვებას -„საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით „ აღსანიშნავია, რომ მართალია „საჯარო ინტერესი შესაძლებელია იყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მაგრამ ვერც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იქნება გამართლებული პირის უკანონოდ საკუთრების უფლების შეზღუდვა მითუმეტეს რომელიც შემდგომ მიმართულია მის ჩამოსართმევად.
დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151- ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერი „ 1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას „ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი რის თანახმადაც შესაძლებელია „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონება „ , ბრალდებულთან დაკავშირებულად ჩაითვალოს ის პირი რომელიც არ მონაწილეობს და არც შეიძლება მონაწილეობდეს სისხლის სამართლის საქმეში საპროცესო კანონით დადგენილი სტატუსით,ან რაიმე პირდაპირ (ნათესაური, მეგობრული, სახელშეკრულებო და აშ) კავშირში იმყოფება, აგრეთვე ნორმის- „თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ყადაღა იქნეს გამოყენებული იმ ქონების მიმართ რომელიც არ არის ბრალდებულის ან ბრალდებულ პირთან კავშირში მყოფი პირის ქონება და ქონება რომლის წარმომავლობაც (რეგისტრირებული პირის და დროის მიხედვით) აშკარად ვერ იქნება დანაშაულთან რაიმე კავშირში, ან ამ ქონების ეკვივალენტური მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა