• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • შპს ''მაგთიკომი'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.02.2014
      • N1/1/564
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

შპს ''მაგთიკომი'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 564
ავტორ(ებ)ი შპს "მაგთიკომი"
თარიღი 2 ოქტომბერი 2013

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

წინამდებარე სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, კერძოდ: 

ა)საჩელი სრულად აკმაყოფილებს  საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;

ბ)სარჩელი შეთანილია უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ, რომლის კონსტიტუციის 38-ე მუხლით აღიარებული უფლებებიც დაირღვა სადავო ნორმატიული აქტით და რომელიც წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტს;

გ) სარჩელში მითითებული სადავო ნორმატიული აქტები წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს, ვინაიდან გასაჩივრებულია კანონის ნორმები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს;

დ) სარჩელში მითითებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისად ამ საქმეზე მიღებული არ გახლავთ გადაწყვეტილება;

ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციით;

ვ) დაცულია კანონოთ დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადა;

ზ) გასაჩივრებული გვაქვს საქართველოს კანონის (კოდექსი) კონკრეტული ნორმა, რომელსაც იერარქიულად ზემდგომი ნორმატიული აქტი არ გააჩნია გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, შესაბამისად სადავო საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებაში არ მიღების საფუძველი და გთხოვთ წინამდებარე სარჩელი მიიღოთ წარმოებაში.  

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის შესაბამისად „აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას“. ანუ აქციზის გადასახადით იბეგრებიან მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობის განმახორციელებელი ოპერატორები. თვალსაჩინოებისათვის ესენი გახლავთ შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“ და შპს „ბილაინი“. აღნიშნული კომპანიები გარდა მობილური ხმოვანი კავშირისა, ახორციელებენ ა) ფაქსის და მონაცემთა გადაცემის მომსახურეობას (FAX/DATA); ბ) მობილური ინტერნეტის მომსახურეობას (WAP); გ) მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურებას (SMS) და სხვა მომსახურეობებს, რომელი მომსახურეობისთვისაც ისინი, მსგავსად ხმოვანი კავშირისა  იბეგრებიან აქციზის გადასახადით.

ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურეობებს, გარდა შპს „მაგთიკომის“ და სხვა მობილური ოპერატორებისა, ასევე ახორციელებენ ფიქსირებული ქსელის ოპერატორები. თვალსაჩინოებისათვის ესენი გახლავან: შპს „სილქნეტი,“ შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და სხვა ოპერატორები.

იგივე მომსახურეობის მიწოდებისათვის აღნიშნული ფიქსირებული ქსელის ოპერატორები არ იხდიან აქციზის გადასახადს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს შპს „მაგთიკომს“ ფიქსირებული ქსელების სხვა ოპერატორებთან შედარებით და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლების დანაწესს, რომლის დებულებათა თანახმად რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქენი (მათ შორის იურიდიული პირები) თანასწორნი არიან სოციალურ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ