"შპს სალხინო" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1686 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | "შპს სალხინო" |
თარიღი | 21 თებერვალი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–10 პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე–60–ე მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი,39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი,31 და 31პრიმა მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად „1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად „
ცნობილ იქნას არაკონსტიტუციურად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლთან მიმართებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით (მოსამართლე – ლევან გვარამია) დაკმაყოფილდა შპს ფარმაცევტული სახლი+ის სარჩელი და მოპასუხე შპს სალხინოს გადასახდელად დაეკისრა 185 063,83 ლარის გადახდა.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103–ე მუხლი, შესაბამისად კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–10 პუნქტი თავადვე გაყალბდა თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/3317–14 ყალბი გადაწყვეტილებით. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას სასამართლომ იურიდიული ძალა მიანიჭა და ამ ფაქტს ამართლებს სამართლებრივი შეფასებისას სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არარსებული მტკიცებულებებით, ხოლო დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებად იყენებს გაუგონარ მათემატიკურ მსჯელობას და არნახულ სიცრუეს და ცილისწამებას, რაც შავით თეთრზე იკითხება N2/3317–14 გადაწყვეტილებაში.
მოსამართლემ თავისი ეშმაკურად დაწერილი ყალბი გადაწყვეტილებით მოახერხა 2009 წლის განმავლობაში შპს სალხინოს მიერ გამოწერილი 13 ერთეული სასაქონლო ზედნადებები დაემალა, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ 2009 წელს ფარმაცევტული სახლი+სს მიღებული აქვს 391 760 ლარის პროდუქცია, 391 760–185 063,83=206 696,17 ლარს.
შპს სალხინოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლე ლევან გვარამიამ იცოდა, რომ შპს ფარმაცევტული სახლი+ ის დამფუძნებლები ცრუობდნენ და ცილსწამებდნენ შპს სალხინოს, სოლიდური მოგების მიზნით. მიუხედავად ამისა, მან თავის ყალბ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საეჭვო, კანონიერ ძალას მოკლებული შედარების აქტი და უპრეცენდენტოდ გააყალბა მის მიერვე საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილება და შპს სალხინოს დააკისრა 185 163,83 ლარის გადახდა მომჩივანი შპს ფარმაცევტული სახლი+ის სასარგებლოდ, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულება-შედარების აქტს, რომელსაც იურიდიული ძალა არ ჰქონდა, თავისი ყალბი გადაწყვეტილებით იურიდიული ძალა მიანიჭა აღნიშნული ვალის დასაკისრებლად და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული-სამსახურებრივი სიყალბე. მტკიცებულება-შედარების აქტის შემდეგ პერიოდში შპს ფარმაცევტული სახლ+ს მიღებული აქვს ათასობით ლარის ღირებულების პროდუქცია, ამიტომ შედარების აქტის საფუძველზე ვალის დაკისრება უსაფუძვლო და უკანონო იქნებოდა და შეუძლებელი. ამიტომ გადაწყვეტილებაში შეიტანეს ყალბი ჩანაწერები და შეადგინეს ყალბი 8 გერდიანი დოკუმენტი N2/3317-14 გადაწყვეტილება. წამლების წარმოების გასანადგურებლად და სოლიდური მოგების მისაღებად ჩაწერილია 7 ყალბი ჩანაწერი. (მტკიცებულება გადაწყვეტილება).
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად „1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად „
საქართველოს სამოქალაქო სასამართლო სისტემა და პროკურატურა ფლობენ უტყუარ მტკიცებულებას იმ ფაქტის, რომ მოსამართლე ლევან გვარამიამ შეადგინა ყალბი დოკუმენტი საქართველოს სახელით, მტკიცებულება – N2/3317–14 გადაწყვეტილებაში შეტანილი ყალბი ჩანაწერები და უპრეცენდენტო შინაარსის მათემატიკური სიყალბე. მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე გაყალბდა ორ იურიდიულ კომპანიას შორის არსებული ბუღალტრული მონაცემები წამლების წარმოების ვალში ჩასაგდებად და სოლიდური მოგების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია აღსრულების ფურცელი, იტაცებენ შპს სალხინოს საკუთრებას, უმუშევარი დარჩა მრავალი ადამიანი, ლაფშია ამოსვრილი ადამიანის ძირითადი უფლებები, იმიტომ, რომ ათას ბინძურ ჭორებს იგონებენ დამნაშავეები მიზნის მისაღწევად, რომ საბოლოოდ გაანადგურონ წამლების წარმოება, მისი ავტორები და მწარმოებლები, დანაშაული დაიფაროს მართლმსაჯულების გამოყენებით, რასაც ხელს უწყობს არსებული კანონები და დაუსჯელობის სინდრომი. სასამართლო სისტემის და პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი უძლურები არიან შეაჩერონ მიმდინარე დანაშაული საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით არსებული ნორმის საფუძვლებით, ამ მოტივით ხელს უწყობენ დანაშაულის განვითარებას იმ იმედით, რომ ჟამთა სვლა საბოლოოდ ეტაპობრივად გაანადგურებს წამლების წარმოებას.
მოსამართლე ლევან გვარამიამ სამართლებრივი შეფასებისას გადაწყვეტილებაში იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, კერძოდ მათ შორის პერიოდულად იდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით მოპასუხე, როგორც გამყიდველი ვალდებული იყო მიეწოდებინა მოსარჩელესათვის, როგორც მყიდველისათვის შეთანხმებული საზღაურის მიღების სანაცვლოდ ფარმაცევტული პროდუქცია. 2013 წლის 31 ივლისს შედგენილი N31–7 ურთიერთშედარების აქტით მოპასუხემ აღიარა, რომ მოსარჩელის მხრიდან მიღებული ჰქონდა ფარმაცევტული პროდუქციის თანხა 185 063,83 ლარის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ მითითებული აქტის შედგენისას, ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მოტყუების ფაქტს. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხის ღირებულების საქონელი. ამდენად, უდაოა, რომ ამ ქმედებით მისი მხრიდან სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი, რაც წარმოადგენს 185 063,83 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს“.
მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი მტკიცებულებად აღიარებდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვის ქვითრებს და ამ მოტივით ითხოვდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, კანონის დარღვევით მოპოვებული შედარების აქტი, ვალის გამოგონების მიზნით, მოსამართლემ ნასყიდობის ხელშეკრულებად მონათლა, მაშინ როცა არანაირი ხელშეკრულება არ არსებობდა და არ არსებობს, მისი სამართლებრივი შეფასებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის 1–ლი ნაწილი გამოიყენა. რატომ აკმაყოფილებს ეს ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და რატომ არ იხელმძღვანელა მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ მოსამართლე ლევან გვარამია და მომჩივანი იონა ქობულია თანამზრახველები არიან ყალბი დოკუმენტის N2/3317–14 გადაწყვეტილების შედგენაში.
თაღლითური გეგმის და ცრუ დასმენის ავტორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პროკურატურის მიერ არ ყოფილიყო განხილული N2/3317–14 გადაწყვეტილების მე–5 გვ. პირველ აბზაცში ჩაწერილი სიყალბე, რომელიც უპრეცედენტოა თავისი შინაარსით, მათემატიკური მსჯელობით და მეცნიერული თვალსაზრისით. ფაქტია, დამნაშავეებმა თავს მოგვახვიეს მათი თაღლითური ქმედებები, სასამართლო სისტემის გამოყენებით წლებია სისხლს გვიშრობენ და გვაწამებენ,
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით (მოსამართლე ლევან გვარამია) მიჩნეულ იქნა, რომ თითქოსდა „შპს სალხინო–ს მიერ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2011 წლის 30 ოქტომბრიდან 2012 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, შპს სალხინო–ს მიერ შპს ფარმაცევტული სახლი+ თვის საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საგასახადო დავალებების, ასევე სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით, 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მოსარჩელემ, შპს სალხინო–ს გადასცა თანხა 1 296 498 ლარის ოდენობით, ხოლო 2010 წლიდან 897 847 ლარის ოდენობით. სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად კი, შპს სალხინო–მ მოსარჩელეს 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სულ მიაწოდა 672 624 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქცია. ამდენად, არც მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების და არც სხვა სახის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის მოტყუების ფაქტი (სასამართლოს გადაწყვეტილება მე–5 გვ. 1–ლი აბზაცი)“.
სამართალმცოდნე თუ წაიკითხავს მოსამართლის მიერ დადგენილ სადაო ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების აღნიშნულ აბზაცს და დაიწყებს მის შინაარსზე მსჯელობას, მოიძიებს, საიდან გამოიანგარიშა მოსამართლე ლევან გვარამიამ აღნიშნული თანხები და რომ ვერ იპოვის მტკიცებულებას, რაც ამ თანხებზე იქნებოდა მითითებული და მათ ნამდვილობას დაადასტურებდა, მიხვდება, რომ N2/3317–14 გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტია და გამოგონილია წამლების წარმოების ვალში ჩასაგდებად და მართლმსაჯულების გამოყენებით სოლიდური მოგების მისაღებად ან პოლიტიკური მიზნით.
მრავალი ადამიანი მტკიცებულების გადამოწმების გარეშეც მიხვდა აღნიშნულ ფაქტს, ვინც წაიკითხა აღნიშნული აბზაცი და სამართალმცოდნეს ნამდვილად არ გაუჭირდება ჭეშმარიტებაში გარკვევა. მთავარია ადამიანური და კანონიერი მიდგომა, თორემ N2/3317–14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ძალიან იოლია კომპეტენტური პირებისათვის.
ორ იურიდიულ წარმოებას შორის ბუღალტრული მონაცემები რომ გაყალბებულია მოსამართლის N2/3317–13 გადაწყვეტილებით, ეს ფაქტი მტკიცდება მეცნიერებაში არსებული ყველაზე ზუსტი მათემატიკური დაანგარიშებით, ამ ფაქტს აგრეთვე ამტკიცებს სპეციალური საექპერიმენტო დაწესებულების აუდიტის მიერ დადგენილი ფაქტები და დამნაშავეების მხრიდან გამოგონილი ცრუ დასმენები.
შესაბამისად, საბუღალტრო მონაცემებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის საფუძველზე 391 760–336 686=55 074 ლარის ოდენობის თანხა გადასახდელი აქვს მომჩივან შპს ფარმაცევტული სახლი+სს მოპასუხე შპს სალხინოსათვის.
შესაბამისად, იმის დამტკიცება არ გაჭირდება, რომ მოსამართლე ლევან გვარამიამ აგრეთვე რომ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით: (მუხლი 341) სამსახურებრივი სიყალბე, (342 მუხლი) სამსახურებრივი დაუდევრობა, (მუხლი 332) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, (მუხლი 333) სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, (მუხლი 144–1) წამება. აგრეთვე, მოსამართლემ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 31) – კანონის დარღვევით მოპოვებულ უკანონო საეჭვო შედარების აქტს იურიდიული ძალა მიანიჭა წამლების წარმოების განადგურების მიზნით და შესაბამისად ალბათ სოლიდური მოგების მისაღებად.
თანდართული ჟურნალი და კომპაქტ დისკი მომზადებულია და შედგენილია იმ მოტივით, რომ სამართალდამცველებს გაუადვილდეთ მიმდინარე დანაშაულის შეჩერება და ერთობლივად გადავარჩინოთ ადგილობრივი ნედლეულიდან დამზადებული წამლების მრეწველობა, რომელიც ზოგად საკაცობრიო ფაქტია ჩვენი ქვეყნისათვის, შესაბამისად დიდ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს.
გთხოვთ, ცნოთ არაკონსტიტუციურად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–10 პუნქტთან მიმართებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა