საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 584 |
ავტორ(ებ)ი | ზაალ გველესიანი |
თარიღი | 1 აპრილი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 15 დეკემბერს გამოსცა ნორმატიული აქტი ბრძანება #100 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის #63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად მის დაქვემდებარებაში მყოფ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაუკანონდა კერძო აღმასრულებელთა წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე ფარული დაკვირვების გამოყენების მეთოდი და ორ კერძო პირს შორის კერძო აღმასრულებელსა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის ნებართვის გარეშე, ამ სააღსრულებო საქმეებში არსებული საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისი მფლობელების ნებართვის გარეშე მოპოვება. .აღნიშნული განხორციელებული ცვლილებების შედეგად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 20 მუხლის 1 პუნქტის და 41 მუხლის 2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნები: ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. და რომ საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაცია არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. აღნიშნული ნორმატიული აქტი არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას ასევე კერძო აღმასრულებელთა და მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტრებულ უფლებებს.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2009 წელს კერძო აღმასრულებელის ინსტიტუტის შემოღება საქართველოში განპირობებული იყო საქართველოს სახელმწიფოში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით, საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიზნით, რადგან თვითონ პრინციპი სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების მონაწილეობისა ახასიათებთ მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ამ ინსტიტუტის შემოღებას წინ უძღვოდა მრავალწლიანი, რთული საკანონმდებლო და მოსამზადებელი გამოცდილი იურისტების შრომა ჩატარებული საქართველოში და დაფინანსებული ჩვენი მეგობარი დემოკრატიული ქვეყნების მიერ. საქართველოს კანონის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ შესაბამისად თავი III 2 კერძო აღმასრლებელი ეს არის კერძო პირი რომელიც საჯარო უფლებამოსილებას-სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან და კერძო სამართლის იურიდიული პირები და აღსასრულებელი მოთხოვნა არ აღემატება 500 ათას ლარს. დემოკრატიული პრინციპიდან გამომდინარე, მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად კერძო აღმასრულებელი კრედიტორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრავს გასატარებელი აღსრულების ტაქტიკას, რათა სწრაფად, სრულად, იაფად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით დაუბრუნოს სააღსრულებო ფურცლით დადგენილი თანხა კრედიტორს ან შეასრულოს სასამართლოს მიერ დადგენილი გადაწყვეტილება. ამავე დროულად, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია არ დაარღვიოს თავის საქმიანობაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიული (აუცილებელი) მოთხოვნები, რაც შემდგომში შესაძლებელია აისახოს ჩატარებული აღსრულების შედეგებზე. აღსრულების დაფინანსება ხდება კრედიტორის მიერ და მასთან შეთანხმებით განისაზღვრება იმ აუცილებელი ღონისძიებების კომპლექსის ჩატარება, რაც მიზანშეწონილია მისთვის. კერძო აღმასრულებელთა მიერ წარმოებული სააღსრულებო საქმეების მასალები თავსდება იუსტიციის სამინისტროს დაცული ელექტრონული საქმის წარმოების ერთიან ბაზაში, მათ შორის საბანკო, კომერციული , ფინანსური და სხვა კერძო საკითხებთან არსებული ინფორმაცია რომელიც წარმოადგენს ორ კერძო პირს შორის კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებულ ხელშეკრულებას აღსრულების გატარების პირობებისა და ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ მათ საბანკო რეკვიზიტებს.ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ეს არის დაცული დაფარული ინტერნეტურთიერთობების პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს ერთმანეთთან ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირებას და ურთიერთობას სააღსრულებო წარმოებათა მონაწილე მხარეთა შორის (აღმასრულებელი მოვალე და კრედიტორი). მოვალეს და კრედიტორს აღსრულების დაწყებისთანავე ეძლევათ სპეციალური კოდები (ელექტრონული გასაღები), რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ სააღსრულებო საქმის არაკონფედენციალური ხასიათის მასალებთან გაცნობა მუხლი 18 კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ამავე კანონის 14 -7 პრიმა მუხლის 5 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის მასალებთან გაცნობის უფლება გააჩნია აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ აღმასრულებელს რომელიც კერძო აღმასრულებლის განაცხადის შესაბამისად ამზადებს საქმის მასალებს სააუქციონო მომსახურების ჩასატარებლად, სხვა კერძო პირს ამ დაცულ ინტერნეტურთიერთობებში კანონიერად შეღწევის საშუალება არ გააჩნია, რადგან საიტზე ინახება როგრც ოფიციალური ასევე კონფედენციალური სახის ინფორმაცია ასეთი როგორიც არის ინფორმაცია მოვალისა და კრედიტორის მატერიალური მდგომარეობის შესახებ მათი საბანკო რეკვიზიტები, ხელშეკრულება კერძო აღმასრულებელთან აღსრულების წესისა და საზღაურის რაოდენობის შესახებ განცხადებები დაკავშირებული მოვალესა და კრედიტორის ურთიერთობებზე და სხვა მრავალი პირადი სახის ინფორმაცია მიღებული როგორც პირადად ასევე ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით აქვეა კერძო აღმასრულებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები მის მიერ მისაღები და მიღებული თანხების ქვითრები და დოკუმენტაცია. ფაქტიურად ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამა არის პირთა ჯგუფს შორის დაფარული ინტერნეტურთიერთობების სისტემა. აღნიშნულ დაცულ ინტერნეტურთიერთობების პროგრამაში შესასვლელად საჭიროა სპეციალური პროგრამის VPN -ის კომპიუტერზე დაინსტალირება შემდგომ ცენტრალური საკომპიუტერო ქსელის პაროლებისა და მისამართების მოპოვება ამ ქსელისა და პაროლის გამოყენებით ცენტრალურ კომპიუტერთან დაკავშირება შემდგომ კერძო აღმასრულებლის სახელისა და მისი პირადი პაროლის მოპოვება (რომელიც ცნობილია მხოლოდ კერძო აღმასრულებლისათვის) ამის ჩაწერა სპეციალურ გრაფებში და მხოლოდ ამ ორი ოპერაციის წარმატებულად განხორციელების შემდგომ მიიღება კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული ყველა საქმის მასალებთან თავისუფალი წვდომის საშუალება. კომპიუტერული ქსელის დაცვის ეს ღონისძიებები ემსახურება იმ გარემოებას რომ კერძო აღმასრულებლისა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის ნებართვის გარეშე არავის არ ჰქონდეთ ამ მასალებთან თავისუფალი წვდომის საშუალება. კერძო აღმასრულებელთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოს კანონით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და 2008 წლის 17 მარტის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №63 (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ) დადგინდა კერძო აღმასრულებელთა მონიტორინგის (შემოწმების) მისი დაწყების საფუძვლის, მიმდინარეობის და ჩატარების წესები მონიტორინგის განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციას, რომელიც უშვალოდ არის იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებაში და ასრულებს მის დავალებებს. აღნიშნული წესების შესაბამისად გენერალური ინსპექცია არ იყო უფლებამოსილი ელექტრონული საქმისწარმოების რეესტრის მეშვეობით შეეღწია კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეებში კერძო აღმასრულებლისა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის თანხმობის გარეშე გაცნობოდა ამ საქმეებში არსებულ საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციას განახორციელებინა ფარულად კერძო აღმასრულებელთან მონიტორინგი (შემოწმება) ერთდროულად მის წარმოებაში არსებული ყველა სააღსრულებო საქმეზე, საჩივრის, განცხადებისა და შეტყობინების, ინფორმაციის შესწავლა-გადამოწმების საფუძვლის არ არსებობის შემთხვევაში, ხოლო ახსნა–განმარტების მიღების უფლება კერძო აღმასრულებლიდან შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში ისიც ნებაყოფლობით საწყისებზე, რადგან კერძო აღმასრულებელი არ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურე პირი. 2013 წლის მაისი-დეკემბრის თვეებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამავე სამართველოს უფროსის ეჭვებზე აგებულ „მოხსენებითი ბარათი“ს საფუძველზე წამოიწყო ფარული მიყურადების გზით კერძო აღმასრულებელთა მასიური ტოტალური შემოწმება მათ წარმოებაში არსებულ ყველა სააღსრულებო საქმეებზე გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მასიურად ხაკერული შეღწევის გზით გაეცნენ საქმეებში არსებულ ფინანსურ და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციას მონიტორინგის დებულების მოთხოვნები გენერალური ინსპექციის მუშაკების მიერ უგულვებელყოფილი იქნა სრულად, ისინი არ ასრულებენ დებულებით მათზე დაკისრებულ არც ერთ ვალდებულებას არ აფრთხილებენ კერძო აღმასრულებლებლებს წერილობითი განმარტებით, ახსნა–განმარტების მიცემაზე უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ, ხშირ შემთხვევაში პირიქით ახსნა განმარტებების ჩამორთმევა მიმდინარეობს არანებაყოფლობით საწყისებზე, იძულებით და მოტყუებით, რამაც გამოიწვია კერძო აღმასრულებელთა მხრიდან გენერალურ ინსპექციაში სამართლიან წერილობით საჩივრებით მიმართვა, განმარტების მოთხოვნა და მათივე ახსნა განმარტებების ასლების გამოთხოვნა, რომლის გადაცემაზე შემოწმების პროცესში კერძო აღმასრულებლებს უარს უცხადებენ ახსნა განმარტების კონფიდენციალურობის მოტივით ხოლო, შემოწმების მიზეზებისა და მისი ჩატარების კანონთან შესაბამისობის შესახებ პასუხს საერთოდ არ აცნობებენ. შემოწმების პროცესში გენერალური ინსპექციის მუშაკების მხრიდან არა ადეკვატურად იყო აღთქმული კერძო აღმასრულებლის როლი და მისი ადგილი საქართველოს სააღსრულებო სისტემაში საერთოდ არ გაითვალისწინებოდა მისი და კრედიტორის კანონიერი სახელშეკრულებო ვალდებულებები. კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილება წარმოდგენილი იყო მის ვალდებულებად, შემდგომ ვალდებულების შეუსრულებლობად იყო ჩათვლილი უფლება მოსილების გამოუყენლობა, რამაც გენერალური ინსპექციის მუშაკთა აზრით არსებითი ზიანი მიაყენა კერძო და საჯარო ინტერესებს, ეს იმ დროს, როდესაც არც კანონი "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს კერძო აღმასრულებელს იმის ჩატარებას, რაც დარღვევად მიიჩნია გენერალურიმა ინსპექციამ მათ მიერ გამოცემულ დასკვნაში და პირიქით, კანონი განმარტავს, რომ ეს არის მხარის უფლებამოსილება და არა ვალდებულება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შემოწმების შედეგების მიხედვით 2013 წლის 16 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მრჩეველის გ.ახვლედიანის, სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსის ნ.აზნაურაშვილის და გენერალური ინსპექციის უფროსის ნ. ბიწკინაშვილის ხელმოწერებით გამოსცა დასკვნა #36-2013 კერძო აღმასრულებელ ზაალ გველესიანის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2013 წლის 20 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მიერ გამოიცა ბრძანება #994 კერძო აღმასრულებლის ზაალ გველესიანის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე. აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის შესახებ ზაალ გველესიანმა მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2013 წლის 27 დეკემბერს სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ბრძანება. ასეთი ერთდროული, შტორმული, აგრესიული უკანონო მოქმედებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან კერძო აღმასრულებელთა მიმართ შესაძლებელია ემსახურებოდა კერძო აღმასრულებელთა ინსტიტუტის იმ ეტაპზე კომპრომიტირებას, შემდგომ კი ამ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოში საერთოდ გაუქმების საკითხის გადაწყვეტას და აღსრულების უალტერნატივოდ დატოვებას. საქართველოს, როგორც დემოკრატიული მშენებლობის გზაზე მდგომ სახელმწიფოს ინტერესებშია, არსებობდეს, ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პატიოსანი, გამოცდილი და წესიერი ადამიანებით, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში კანონის სრული დაცვით აღასრულებენ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იუსტიციის მინისტრზე ზაალ გველესიანის მრავალრიცხოვანი საჩივრების მიმართვის შემდეგ, რომ იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი გენერალური ინსპექციის მუშაკებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 20 მუხლის 1 პუნქტი და 41 მუხლის 2 პუნქტი ხაკერული გზით შეაღწიეს იუსტიციის სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზებში, რადგან კერძო აღმასრულებლის პირად საქმეებში შეღწევას სჭირდება სპეციალური პროგრამები და პაროლები რომლებიც ცნობილია მხოლოდ კერძო აღმასრულებლისთვის, გაეცნენ კერძო აღმასრულებლისა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის ნებართვის გარეშე ამ საქმეებში არსებულ საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციის პასუხად იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 15 დეკემბერს გამოსცა ბრძანება #100 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის #63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად მის დაქვემდებარებაში მყოფ გენერალურ ინსპექციას ფაქტიურად დაუკანონა კერძო აღმასრულებელთა წარმოებაში არსებული საქმეების ფარული თვალთვალის გამოყენების მეთოდი და კერძო აღმასრულებელსა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის ნებართვის გარეშე ამ საქმეებში არსებული საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციის მოპოვება. დ1) ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით თ) მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების საშუალებით გამოვლენილი დარღვევების შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებლისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და მოთხოვნილი მასალები;“ ;4) მუხლის 12 პუნქტი სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, გეგმური შემოწმების გრაფიკი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.“. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებით კერძო აღმასრულებელსა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის სააღსრულებო საქმეებში არსებულ საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაცია ყველასათვის ხდება ხელმისაწვდომი და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნას რომ ასეთი სახის ინფორმაცია არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამავე ბრძანების დ1) ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 20 მუხლის 1 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა რომლის შესაბამისად ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს კონსტიტუციის 6 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, 7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ფარული დაკვირვების გზით ინფორმაციის მოპოვება დაშვებულია საქართველოს კანონის ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა შესახებ, რომლის მე-12 მუხლის შესაბამისად დადგენილია იმ ორგანოების ჩამონათვალი რომლებსაც გააჩნიათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება და მათ ჩამონათვალში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია არ არის დასახელებული. ამრიგად იუსტიციის სამინისტროს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია კანონიერი უფლება რომ დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება მოახდინოს ფარულად, მოსამართლის ბრძანების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ისეთი საშუალებების გამოყენებით, რაც არ არის გათვალისწინებული არც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ასევე არ გააჩნიათ უფლება პაროლის დამზადების და ამ გზით კერძო აღმასრულებლის კომპიუტერულ პროგრამაში შეღწევის. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს. სადავო ნორმებით განსაზღვრულ დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს კანონის შესაბამისად მხოლოდ ორ შემთხვევაში, კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი პირი თავად ხდება ინტერნეტურთიერთობის მონაწილე, ანუ შესაბამისი დახურული ჯგუფის წევრი ამ ჯგუფის წევრთა თანხმობით და ამის საშუალებით ახორციელებს ფარულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას; რაც არ დაიშვება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ შესაბამისად რადგან სააღსრულებო საქმის მასალებთან გაცნობის უფლება ამ კანონის18 მუხლის შესაბამისად გააჩნიათ მხოლოდ აღსრულების მხარეებს კრედიტორს და მოვალეს ისიც მხოლოდ არაკონფედენციალური სახის მასალებთან. მეორე შემთხვევაში ფარული დაკვირვება ხორციელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის ბრძანება. დახურული ხასიათის დაცული ინტერნეტურთიერთობებზე ფარული დაკვირვება ტექნიკურად შეუძლებელია სხვაგვარად განხორციელდეს. დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვების სხვა კანონიერი საშუალებები რომ ყოფილიყო, შესაძლებელი, სადავო ნორმას კონსტიტუციურობის პრობლემა უნდა ჰქონოდა, თუმცა, ვინაიდან ამგვარი საშუალებები არ არსებობს, სადავო ნორმის ვერც ერთი ინტერპრეტაცია ვერ შექმნის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის საფრთხეს. საქართველოს კონსტიტუციით და პირადი ცხოვრებით დაცულია პირების კერძო სფერო (სივრცე), როგორც კონკრეტული ტერიტორია, ადგილი (მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ასევე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, (კერძო აღმასრულებელს) ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს (ხელშეკრულებები, პირადი საბანკო რეკვიზიტები მიღებული და მისაღები თანხები აღსრულების სახის არჩევა და სხვა პირადი ურთიერთობები კერძო აღმასრულებელთან). კერძო, პირად სივრცეს (სფეროს) ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ (კერძო აღმასრლებელს), სასურველ ან მისთვის საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა (რაც განისაზღვრება კერძო აღმასრულებელსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად)„ადამიანის უფლება, იარსებოს საზოგადოებისგან დამოუკიდებლად, ჰქონდეს ურთიერთობა პირთა იმ წრესთან, რომელსაც ის აირჩევს, წარმოადგენს პიროვნების არსებობისათვის აუცილებელ ფაქტორს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ადამიანის... პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი ...სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია…”. პირადი ცხოვრების ამ უფლებრივი კომპონენტების ფარგლებში „დაცულია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ურთიერთობა (ფინანსური და სხვა სახის პირადი ინფორმაცია) ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული და ჩვეულებრივი ფოსტის და ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალებით” ადამიანებს აქვთ უფლება, მათთვის სასურველი ან საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ მხოლოდ კონკრეტულ პირს (პირებს კერძო აღმასრულებელს), ანუ აქვთ უფლება, აირჩიონ ინტერესები და პირთა წრე რაც არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ასეთი საჯარო ან კერძო ურთიერთობებისთვის. ამიტომ, თუ არ იქნება ინფორმაციის დაცულობის და პირთა ანონიმურობის დაცვის შესაბამისი გარანტია, ეს კითხვის ქვეშ დააყენებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ამასთან, დააბრკოლებს, გაართულებს ამ გზით კომუნიკაციას აღსრულების სფეროში. რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის დამკვიდრებას საქართველოში რამე თუ არავინ არ იქნება დაცული იმისგან რომ მისი ფინანსური და სხვა კონფედენციალური სახის ინფორმაცია არ გახდება საჯარო მისი ნებართვის გარეშე. ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას უზრუნველყოფს კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: „ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და,შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა, მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან „თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან” პირადი ცხოვრების ზემოაღნიშნული უფლებრივი კომპონენტის უზრუნველყოფის ფარგლებში სახელმწიფოს „ეკრძალება, გაეცნოს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით წარმოებულ მასალებს და შეტყობინებების შინაარსს, აგრეთვე, დააწესოს კონტროლი ასეთ ურთიერთობებზე” იუსტიციის მინისტრის ბრძანება #100-ით ყოვლად დაუსაბუთებლად 2013 წლის 15 დეკემბერს მის დაქვემდებარებაში მყოფ გენერალურ ინსპექციას მიეცა უფლება შეაღწიოს კერძო აღმასრულებელთა დაცულ კომპიუტერულ სისტემაში და აწარმოოს კერძო აღმასრულებლის და კრედიტორის ნებართვის გარეშე ფარული დაკვირვება მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებზე. ბრძანებაში არაფერია ნათქვამი ამ ურთიერთობებში ჩარევის გამართლებისათვის. თვალსაჩინო უნდა იყოს ამ საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ადეკვატური მექანიზმებით უნდა ქმნიდეს ისეთ ვითარებას, რომ საჯარო ინტერესების მისაღწევად უფლებაში ჩარევა ხდებოდეს მხოლოდ რეალური აუცილებლობის შემთხვევაში და არა სახელმწიფო მოხელისა და მინისტრის სურვილის შესაბამისად. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრს არა აქვს უფლება, ყოველგვარი მოტივის გარეშე მიიღოს ნებისმიერი ზომები, რომლებსაც ის შესაბამისად და ადეკვატურად მიიჩნევს. უფლებაში ჩარევა, მისი ფარული ხასიათიდან გამომდინარე, აჩენს უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების რისკს, რასაც შესაძლოა მავნე შედეგები მოჰყვეს მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის და კერძო აღმასრულებლისათვის. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ მაშინ, თუ კანონმდებლობა უზრუნველყოფილი იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის ეფექტური მექანიზმებით. იუსტიციის მინისტრი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აყენებს ფარული კონტროლის რისკის ქვეშ, არ უნდა სარგებლობდეს შეუზღუდავი უფლებამოსილებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუბალანსებელმა კანონმდებლობამ, შესაძლოა თავად დემოკრატია გახადოს ძალზე მყიფე და სათუო, ხოლო კერძო აღმასრულებელთა ინსტიტუტის გაუქმებაც კი გამოიწვიოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის უნდა მოხდეს მისი შინაარსის ანალიზი: დ1) ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით და თ) მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების საშუალებით გამოვლენილი დარღვევების შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებლისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და მოთხოვნილი მასალები;“ 12 მუხლის 1 პუნქტი სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, გეგმური შემოწმების გრაფიკი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.“. ეს ნიშნავს რომ იუსტიციის მინისტრზე დაქვემდებარებული ერთ ერთი ქვედანაყოფი გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია ისარგებლოს იუსტიციის სამინისტროს დაცული საქმისწარმოების კომპიუტერული ქსელით და მონაცემთა ბაზებით სადაც ინახება კერძო აღმასრულებელთა სააღსრულებო საქმეები და მათზე მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის არ არსებობის პირობებში თავისი ინციატივით ან მინისტრის დავალებით ფარულად მოახდინოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში შეღწევა კერძო აღმასრულებლის პაროლის დამზადება გაეცნოს საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციას თვით მისი მფლობელის თანხმობის გარეშე გამოავლინოს მისთვის სასურველი დარღვევები არ აცნობოს ამის შესახებ არც აღმასრულებელს არც კრედიტორს და შემდგომ მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ეს არის უკანონო შეღწევა დაცულ კომპიუტერულ ქსელში რომელიც არსად არ ფიქსირდება, რაც ყოვლად დაუშვებელია არღვევს როგორც კერძო აღმასრულებლის ასევე მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებებში მყოფი კრედიტორის კონსტიტუციურ უფლებებს და გარანტიებს. სადავო ნორმა ინტერნეტურთიერთობის კერძო აღმასრულებელთა მონიტორინგის შესახებ, მოიცავს დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებში განთავსებულ საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციის თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე მიღებას ზუსტად ბრძანების ეს შინაარსი მიმაჩნია არაკონსტიტუციურად. სადავო ნორმის ფორმულირება არაორაზროვნად მიუთითებს, რომ წინადადებები „ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით“ „ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების საშუალებით გამოვლენილი დარღვევების შესწავლა“და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.“ მიუთითებს გენერალური ინსპექციის მხრიდან დახურულ ინტერნეტურთიერთობებში მონაწილეობას ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დახურული ინტერნეტურთიერთობის მონაწილეთა წრეში შეღწევა და ინფორმაციის მოპოვებას მათი მფლობელის თანხმობის გარეშე კომუნიკაციის შესაძლებლობას არეგულირებს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 18 მუხლი ესენი არიან აღსრულების მონაწილე მხარეები კრედიტორი და მოვალე რომლებიც სპეციალური ელექტრონული გასაღების მიღების შემდეგ უფლებამოსილნი ხდებიან გაეცნონ სააღსრულებო საქმის არაკონფედენციალური ხასიათის დოკუმენტაციას. დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე ფარული დაკვირვება -იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მუშაკების მიერ მიიღწევა ზუსტად ზემოაღნიშნული წინადადებების მეშვეობით. მოთხოვნა; არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41 მუხლის 2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #100 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის #63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 8 მუხლის „დ1“ პუნქტი, „თ“ პუნქტი და 12 მუხლის 1 პუნქტი. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა